არ დაიდარდო!..

კილიან მბაპე ანტუან გრიზმანს ესაუბრა საფრანგეთის ნაკრების კაპიტნობის თემაზე. როგორც იცით, დიდიე დეშამმა პსჟ-ის ფორვარდს გადასცა სამკლავური, რომელიც ბოლოს უგო ლორისს ეკუთვნოდა. მოკლედ, მბაპე ახალი კაპიტანია, რაც გრიზმანს არ ესიამოვნა… ამაზე ფრანგული პრესა წერს. კილიანმა გრიზმანს უთხრა, რომ მისი კარგად ესმის და შესაძლოა თავადაც ნაწყენი დარჩენილიყო. ასევე აუხსნა, რომ სამკლავურის გამო გუნდში მონოპოლიას არ შეეცდება.… Continue reading არ დაიდარდო!..

ჩილეში – გოლი 101 მეტრიდან (+video)

ჩილეს ჩემპიონატში მეკარემ კარიდან კარში გაიტანა. კობრსეალის გოლკიპერმა ლეანდრო რეკენამ დაარტყა და კარიდან გამოსულ ბრაიან კორტესს გაუტანა… TNT Sports Chile წერს, რომ მანძილი 101 მეტრი იყო და ეს გინესის რეკორდების წიგნში უნდა ჩაიწეროს, როგორც ყველაზე შორიდან გატანილი. რეკენამ თქვა კიდეც, რომ მისი კლუბი კობრესალი განაცხადს შეიტანს გინესზე. ჯერჯერობით ყველაზე „შორეული გოლი“ ნიუპორტის მეკარე ტომ კინგს… Continue reading ჩილეში – გოლი 101 მეტრიდან (+video)

მანჩესტერისთვის! ორი ერთად ოცნებაა, თუმცა…

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფორვარდმა დიმიტარ ბერბატოვმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ბულგარელი ხვიჩათი აღფრთოვანებულია და იუნაიტედს ურჩევს, რომ ფული არ დაინანოს. „ვნახე, კვარაცხელიას მარადონას ადარებენ. ხვიჩა საოცარი ფეხბურთელია. როგორ ეპყრობა ბურთს და როგორ მიაქვს, ეს მხოლოდ აღტაცებას იწვევს. ცოტას თუ ვიოცნებებთ, მშვენიერი იქნებოდა ხვიჩასა და ოსიმენის ერთად შეძენა. ორივენი ბრწყინვალედ თამაშობენ. …ნაპოლი სერია ა-ს მოიგებს და დასვამენ… Continue reading მანჩესტერისთვის! ორი ერთად ოცნებაა, თუმცა…

2010. რამოსი მუნდიალის ფინალის მერე შემოვიდა, ლუდი დავლიეთ, ვილაპარაკეთ…

ვესლი სნეიდერმა 2010 წლის მუნდიალის ფინალისწინა ამბები გაიხსენა. ესპანეთი-ნიდელანდები. 116-ე წუთი, ანდრეს ინიესტას გოლი… სნეიდერი (MSN, fifa): „მაშინ მკითხეს, გავხდებოდი თუ ვერა მსოფლიო ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირიც? მაგრამ ეს უაზრობა იყო. პირად სტატისტიკაზე ფიქრებით რომ გამოვსულიყავი მინდორზე, სიამოვნებას ვერ მივიღებდი. …სერხიო რამოსისგან მივიღე შეტყობინება, სადაც მწერდა: „შენ უკვე მოიგე ტიტულები, საკმარისია დამშვიდდე“. …ფინალის წინ ოპტიმიზმი… Continue reading 2010. რამოსი მუნდიალის ფინალის მერე შემოვიდა, ლუდი დავლიეთ, ვილაპარაკეთ…

კანჩელსკისი: გავიმეორებ, რუსეთმა მუნდიალზე თამაშები იყიდა

GC9B8H ANDREI KANCHELSKIS JOYOUS

მანჩესტერ იუნაიტედი, ევერტონი, გლაზგო რეინჯერსი, ფიორენტინა… ამ კლუბებში თამაშობდა რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი კანჩელსკისი და გამოირჩევა სკანდალური გამონათქვამებით. 53 წლის კანჩელსკისმა პირდაპირ თქვა, 2018 წლის მუნდიალზე რუსეთის ნაკრებმა თამაშები იყიდა და მეოთხედფინალში ასე გავიდაო. მერვედფინალში ესპანეთთთან თამაშის შედეგი  თამაშამდე გარკვეული იყოო. ამის გამო კანჩელსკისი საცობში გაატარეს: როგორ, ესპანეთი თუ ვიყიდეთ, ხორვატიასთან ვერ მოვახერხეთო? თუმცა… Continue reading კანჩელსკისი: გავიმეორებ, რუსეთმა მუნდიალზე თამაშები იყიდა

საოცარი ხვიჩა – ბოლო 16 წელიწადში პირველი!

ხვიჩა კვარაცხელია ბოლო 16 წელიწადში პირველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ-5 ლიგაში სადებიუტო სეზონში გოლებისა და საგოლე პასების მხრივ ორნიშნა რიცხვზე ავიდა. (Opta) კვარამ ტორინო-ნაპოლის შეხვედრაში (0:4) გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა… ასე რომ, ახლა 12 გოლი აქვს სერია ა-ში (და პლუს 10 პასი). და ბოლოს, ხვიჩამდე ორნიშნა რიცხვებზე ავიდა ვერდერის ბრაზილიელი დიეგო. მან ბუნდესლიგის 2006-2007… Continue reading საოცარი ხვიჩა – ბოლო 16 წელიწადში პირველი!

“ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ მესის რეკორდი არ მოეხსნა…”

ერლინგ ჰოლანდმა ისევ გოლების ფეირვერკი მოაწყო და ისევ შეცვალეს. ინგლისის თასზე მანჩესტერ სიტიმ 6:0 მოუგო ბარნლის, ნორვეგიელმა სამი გოლი გაიტანა და პეპ გვარდიოლამ  მე-60 წუთზე შეცვალა… აი, გვარდიოლას კომენტარი: „ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ მესის რეკორდი არ მოეხსნა ინგლისის თასზე. ვცდილობ ჩემი ფეხბურთელები დავსაჯო, ეს ჩემი მიზანია“ (Goal) რა თქმა უნდა, პეპმა გაიხუმრა იმ შემთხვევის გამო,… Continue reading “ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ მესის რეკორდი არ მოეხსნა…”

ბრუქსი – სიმსივნე 531:0

არც გოლი გაუტანია, არც საგოლე პასი გაუკეთებია, მისმა გუნდმა სულაც 0:3 წააგო, მაგრამ დღის ერთ-ერთი გმირი დევიდ ბრუქსი გახდა. ბორნმუთის ფეხბურთელია, 25 წლის უელსელი. ასტონ ვილასთან შეცვლაზე შევიდა დიდი აპლოდისმენტების თანხლებით. საქმე ისაა, რომ ბრუქსმა სიმსივნეს სძლია. 2021 წლის ოქტომბერში დაუდგინეს ჰოჯკინის ლომფომის სიმსივნის მეორე სტადია. ბორნმუთმა კონტრაქტი გაუგრძელა ბრუქსს. და აი, ბრუქსმა დაამარცხა ავადმყოფობა… Continue reading ბრუქსი – სიმსივნე 531:0

დანი ალვესი შიმშილობს

ბრაზილიელი დანი ალვესი ბოლო დღეებში ციხეში საშინლად გაღიზიანებულია, არავის არ ენახვება და არაფერს არ ჭამს. შიმშილობს. ეს მას მერე, რაც მეუღლე ჟოანა სანსის გადაწყვეტილება გაიგო: 23 წლის ჟოანამ გამოაცხადა, რომ ფეხბურთელს შორდება (Cuatro TV). შეგახსენებთ, დანი ალვესი 20 იანვრიდან ციხეშია. გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად და 4-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დანის სიტუაციას ამძიმებს ფაქტი, რომ… Continue reading დანი ალვესი შიმშილობს

კვარა – საუთჰემპტონმა და რეინჯერსმა უარიო?!..

Napoli's Georgian forward Khvicha Kvaratskhelia (2nd R) kick the ball as Rangers' English defender James Tavernier (L) attemps to block it during the UEFA Champions League Group A football match between Scotland's Rangers and Italy's Napoli at Ibrox stadium in Glasgow, on September 14, 2022. (Photo by ANDY BUCHANAN / AFP) (Photo by ANDY BUCHANAN/AFP via Getty Images)

საინტერესო სტატია დაწერა ბრიტანულმა Daily Record-მა. ავსტრალიელი ყოფილი მცველი კრეიგ მური ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია შესთავაზა ინგლისურ საუთჰემპტონს და შოტლანდიურ გლაზგო რეინჯერსსაც, მაგრამ უარი მიიღო. ჯერ ის დავწეროთ, რომ მური ცხერა წლის განმავლობაში თამაშობდა რეინჯერსში, შოთა არველაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის თანაგუნდელი იყო. მური აკონკრეტებს: „საუთჰემპტონისთვის ვმუშაობდი სააგენტო კომპანიის სახელით და მათ ვურჩიე კვარაცხელია. 11-12 მილიონი… Continue reading კვარა – საუთჰემპტონმა და რეინჯერსმა უარიო?!..