ემანდ მამარდას არაფერი აურიონ და

რა ჯანდაბა ხდება ამ ვალენსიას თავს? რა კარგი იყო შარშან: გუნდს წვრთნიდა კაცი, რომელმაც მკაფიოდ იცოდა, რომ ჯერ თავი უნდა დაეცვა და შემდეგ, როდესაც მეტოქეს თავის ნახევარზე გადმოიტყუებდა, გრძელი პასებით მისთვის სწრაფად უნდა ჩაესო მახვილი. საამისოდ ჰყავდა მასირებული დაცვა, პლუს გონსალო გედეში და კარლოს სოლერი. ჰოდა, გავიდა თასის ფინალში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ პენალტებით წააგო.… Continue reading ემანდ მამარდას არაფერი აურიონ და

თითქოს სინათლეს ჰგავს გვირაბის ბოლოს

ჩემი კორპუსის ეზოში ფეხბურთის მოედანია. სულ ადრე, კომუნისტების დროს, სანამ მოედნად გადააკეთებდნენ, იქ გაზონი და ბუჩქები იყო. დილიდან საღამომდე ფეხბურთს ვთამაშობდით. ერთმანეთსაც ვატყუებდით, ხეებსაც, ბუჩქებსაც. არ ვიცი იქაურობა ჩვენ გავაჩანაგეთ თუ რაიონის ხელმძღვანელობისგან მაინც უფრო მეტი მოვლა სჭირდებოდა, მაგრამ  საბოლოოდ, უკვე საბჭოთა კავშირის შემდეგ, გამოსავალი მოიძებნა და ეზოს გარკვეული ნაწილი ფეხბურთის მოედნად გადაკეთდა. გადაკეთდა და…… Continue reading თითქოს სინათლეს ჰგავს გვირაბის ბოლოს

იყო ერთი გამომეტყველება, ერთი სხივი, რომელიც…

იანვარი იმითაა ყურადსაღები, რომ მიხეილ მესხი დაიბადა. ეს მოხდა 1937 წლის 12 იანვარს. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მე მისი თამაში არასდროს მინახავს. არა, ვიტყუები, მინახავს. დიდ მოედანზე მინახავს, დინამოზე. თუ სწორად მახსოვს სპორტის სასახლეშიც, მაგრამ ვეტერანებში. აი, მესხი რომ მესხობდა, მაშინ პატარა ვიყავი. ახლა ვფიქრობ, ათასჯერ მოყოლილი მეც გავიმეორო თუ არა. ყველამ იცის და ვითომ… Continue reading იყო ერთი გამომეტყველება, ერთი სხივი, რომელიც…

ხვიჩა და რიჩარდ III

მახსოვს რა სიამაყით ვამბობდით, ჩვენ თასების თასი გვაქვს მოგებული, იმხელა ქვეყნის კლუბებს კი, როგორიც საფრანგეთია, ერთი ევროპული ჯილდოც არ აბადიათო. ამას ვიმეორებდით მთელი თორმეტი(!) წელიწადი. მერე მარსელმა ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. ჩემპიონთა თასი ლიგად რომ გადაკეთდა ის პირველი გათამაშება მოიგო და ფრანგულ ფეხბურთთან ჩვენი უპირატესობაც მანდ დამთავრდა. ვიღაც იტყვის, ის ჩვენი კი არა საბჭოთა საკლუბო ფეხბურთის… Continue reading ხვიჩა და რიჩარდ III

ძველი ბურთები სულ კენწვლა-კენწვლით წაუღიათ

გინდა ზაფხულში ჩაატარე და გინდა შემოდგომაზე; არ აქვს მნიშვნელობა კარგი იყო თუ ცუდი; შენ რომ მოგწონს იმ გუნდმა გაიმარჯვა თუ შენ რომ არ მოგწონს იმან — წელიწადი, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, გულშემატკივრის გონების იმ განყოფილებაში შეინახება, რომელსაც აწერია: „მსოფლიოს ჩემპიონატის წლები“.  ასეთია დახარისხების პრინციპი. კიდევ, გინდ ჩემპიონი გახდეს და გინდ ვერა; კარგად ითამაშებს თუ ცუდად;… Continue reading ძველი ბურთები სულ კენწვლა-კენწვლით წაუღიათ

ორნახევარი კაცის ამბავი

არგენტინელების ამბავი გასაგებია, სამშობლო სამშობლოა, მათ გარდა კი მთელი მსოფლიო პირადად ლეო მესის ჩემპიონობას ზეიმობდა. აღმოჩნდა, რომ ამ ჩვენს ომებით და ზიზღით დაყოფილ პლანეტაზე ხალხი რაღაცაში ერთსულოვანიც ყოფილა  — მესი დიდ კარიერას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით თუ დაიმშვენებდა, ყველას გაეხარდებოდა. იძახე ამის შემდეგ, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაშია. ნაცნობი სადღაც აზიაში მუშაობს და ფინალის დროს იქიდან მომწერა,… Continue reading ორნახევარი კაცის ამბავი

მესი ღრიალებს, კვარა მომენატრა

ნამდვილი ორომტრიალია: ბრაზილია მეოთხედფინალში გავარდა, მაროკო ნახევარფინალში გავიდა, ზოგი აღფრთოვანებულია ეს რა ჩემპიონატი გახურდაო, ზოგი ამბობს ასეთი უფერული მუნდიალი ფეხბურთის ისტორიაში არ ყოფილაო, ბევრს მესი მოსწონს და ბევრსაც ის ხორვატი ქალი ტრიბუნიდან მკერდს რომ გვაჩვენებდა. მე პირადად ხვიჩას თამაში მომენატრა. ამიტომაც ვუყურე ინტერნეტში ნაპოლის ორ ამხანაგურ შეხვედრას ანთალიასფორთან და კრისტალ პალასთან. ანთალიასფორს 3:2 მოუგეს, კრისტალ… Continue reading მესი ღრიალებს, კვარა მომენატრა

ბრაზილია მგონი ბრაზილიურია

მე არ ვიცი რას იზამს ბრაზილია ხორვატიასთან. ერთადერთი რაც ვიცი ის არის, რომ ვუყურებ ყატარში მიმდინარე ჩემპიონატს და ვფიქრობ — ახლა ყველაზე ბედნიერები ასე, რვა-ათი წლის ბავშვები არიან, რომელთათვისაც ეს პირველი მუნდიალია. მათთვის რაღაც დიდი და განსაკუთრებული ხდება, სხვებისთვის კი… თუმცა ვისთვის როგორ. იმ დღეს მოვისმინე მოსაზრება, რომ ვინაიდან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური ინტრიგით იყო… Continue reading ბრაზილია მგონი ბრაზილიურია

დღე, როდესაც ინგლისელებმა საზღვარი გადაკვეთეს

დღეს, როდესაც შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში(!), ყატარში(!) მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ელექტრომოწყობილობა(!) ადამიანის ჩათვლილ გოლებს აუქმებს, ძველი ამბები დავიწყებას ეძლევა. არადა, ზუსტად 150 წლის წინ, 1872 წლის 30 ნოემბერს გაიმართა ისტორიაში პირველი სანაკრებო შეხვედრა შოტლანდიისა და ინგლისის გუნდებს შორის. ამბობენ, რომ კლუბების, კოლეჯების და უნივერსიტეტების კი არა, ერების ერთმანეთთან გაჯიბრების იდეა ჩარლზ ოლკოკს ეკუთვნის,… Continue reading დღე, როდესაც ინგლისელებმა საზღვარი გადაკვეთეს

როგორ დაჩრდილა ომი ბურთმა

პოლიტიკა, პოლიტიკა, პოლიტიკა. დიდი ბიზნესი, უზარმაზარი, უშველებელი. წაიღეს რა ტვინი. ის სულ ტყუილია ფეხბურთს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვსო. აქვს და მერე როგორი. ანკი როდის არ ჰქონია. ეს ფეხბურთელებს და მწვრთნელებს რომ უნდათ კითხვაზე პასუხს თავი აარიდონ, მაშინ ამბობენ ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, ბურთს ვაგორებთ და პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვსო, თორემ სად გაგონილა კაცი ფერარიში იჯდეს,… Continue reading როგორ დაჩრდილა ომი ბურთმა