Untitled

ზოგის ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა — კაკალიც არაო. ჩვენი ნაკრების შემთხვევაში კარგა ხანი სხვანაირად იყო: სხვისი ბამბა ჩხრიალებდა, ჩვენი — არა. სხვის კაკალზე აღარაფერს ვამბობ, ის ხომ ჩხრიალებდა და ჩხრიალებდა. და აი, დადგა ნანატრი დღე, როდესაც ჩვენი ბამბაც აჩხრიალდა. დიახ, ჯერჯერობით ისევ ბამბა, მაგრამ… ის აჩხრიალდა. რა არ მოგვისმენია პოსტსაბჭოთა ქართულ ფეხბურთში. ხან ვიძახდით, წავაგეთ, მაგრამ… Continue reading Untitled

ექვსი წლის შემდეგ

ოთხშაბათ საღამოს, ნიცის ალიანც რივიერას სტადიონზე, საფრანგეთის ნაკრებმა ამხანაგურად უმასპინძლა უელსს. მადრიდის რეალის შემტევმა, კარიმ ბემზემამ, სკანდალური ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად მოირგო სამფეროვანთა მაისურა. მოირგო და… 27-ე წუთზე პენალტიც გააცუდა. თერთმეტრიანი უელსელი ნეკო უილიამსის ხელბურთს მოჰყვა. ცხადია, მსაჯმა ლივერპულის მცველს მყის წითელი ბარათიც აუფრიალა. სტუმარმა მეკარემ, დენი უარდმა, ბენზემას პენალტი კი მოიგერია, მაგრამ კილიან მბაპეს,… Continue reading ექვსი წლის შემდეგ

ორჯერ მამა

ჩელსის 28 წლის გერმანელ მცველს, ანტონიო რუდიგერს, ფანტასტიკური კვირა გამოუვიდა. რამდენიმე დღის წინათ მისმა გუნდმა ფინალში მანჩესტერ სიტი დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ოთხშაბათ საღამოს კი მეორე ბავშვის მამა გახდა. „ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო. ღმერთს ყოველთვის უკეთესი გეგმები აქვს, ვიდრე ჩვენ!“ – დაწერა ტვიტერში ბედნიერმა მამამ. რუდიგერს მაინცდამაინც არ უყვარს სოციალურ ქსელებში აქტიურობა. თუმცა, ასეთივე… Continue reading ორჯერ მამა