UFC 286-ის მეინ ქარდზე, რომან დოლძე მარტვინ ვეტორის დაუპირისპირდა. მსაჯების საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებით, გამარჯვება ვეტორის დარჩა. გარდამავალი უპირატესობის მიუხედავად, დოლიძეს უკეთესი შეტევები ორ რაუნდში უფრო მეტად იკვეთებოდა რაც გამარჯვებისთვის საკმარისი უნდა აღმოჩენილიყო. მსაჯების ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოყვა გულშემატკივრებში – დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მსაჯებმა რომანს გამარჯვება წაართვეს. იგივე აზრზეა ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი და… Continue reading მერაბ დვალიშვილის რეაქცია დოლიძის მარცხზე [VIDEO]
Author: რევაზ
სანახაობრივი ბრძოლები, შენარჩუნებული ტიტული… – ლონდონური UFC 286
ლონდონში გამართული UFC-ს ივენთები ყოველთვის განსაკუთრებულია. არც UFC 286 იყო გამონაკლისი. სანახაობრივი ბრძოლებიც პრელიმებიც გამოირჩეოდა – მოჰამედ მოაკევმა საოცარ მუხლის მტკივნეულს გაუძლო და ბრძოლის ფინიშით დასრულება მოახერხა. იანალ აშმოცმა მასზე 16 სანტიმეტრით მაღალი სემ პეტერსონი ერთი დარტყმით გათიშა. მეინ ქარდი ქართულ-იტალიური დაპირისპირებით გაიხსნა სადაც რომან დოლიძე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით ვეტორისთან დამარცხდა. რომანმა პირველი რაუნდი ცალსახად… Continue reading სანახაობრივი ბრძოლები, შენარჩუნებული ტიტული… – ლონდონური UFC 286
“წაგება მხოლოდ ამის გამო არ შემეძლო…” – ვეტორის პირველი კომენტარი [VIDEO]
UFC 286-ზე საშუალო წონოსაი რომან დოლიძე იტალიელ კონტენდერს, დივიზიონის მე-4 ნომერს, მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა. მსაჯების კონტროვერსიული გადაწყვეტილებით, გამარჯვება ვეტორის დარჩა. ბრძოლის შემდეგ, ოქტაგონის ინტერვიუში ვეტორიმ შემდგომი კომენტარი გააკეთა: “პირველი შემთხვევაა, როცა დედაჩემი ჩემს ბრძოლას ესწრება. მე ეს მავსებდა და მხოლოდ ამის გამო არ შემეძლო წაგება. ჩემთვის ახლა ძალიან საამაყო მომენტია. დავბრუნდი მოგებების სერიაზე. მე ბრძოლიდან… Continue reading “წაგება მხოლოდ ამის გამო არ შემეძლო…” – ვეტორის პირველი კომენტარი [VIDEO]
ნახეთ რა თანხა გამოიმუშავა რომან დოლიძემ UFC 286-ზე
ლონდონმა წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ივენთს, UFC 286-ს უმასპინძლა. ქარდზე არაერთმა ადგილობრივმა მებრძოლმა იასპარეზე – მათ შორის, ჩემპიონმა ლეონ ედვარდსმა, კამარუ უსმანთან რემატჩში ქამარი წარმატებით დაიცვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართველებისთვის მეინ ქარდის პირველი ბრძოლა, სადაც რომან დოლძე მარტვინ ვეტორის დაუპირისპირდა. მსაჯების საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებით, გამარჯვება ვეტორის დარჩა. გარდამავალი უპირატესობის მიუხედავად, დოლიძეს უკეთესი შეტევები ორ რაუნდში უფრო… Continue reading ნახეთ რა თანხა გამოიმუშავა რომან დოლიძემ UFC 286-ზე
რომან დოლიძე მარვინ ვეტორისთან დამარცხდა [VIDEO]
UFC 286-ის მეინ ქარდი საშუალო წონის დაპირისპირებით გაიხსნა – რომან დოლიძე იტალიელ კონტენდერს, დივიზიონის მე-4 ნომერს, მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა. მსაჯების კონტროვერსიული გადაწყვეტილებით, გამარჯვება ვეტორის დარჩა. აღსანიშნავია, რომ პირველი რაუნდი რომანის შესამჩნევი უპირატესობით წარიმართა – მეორე/მესამე რაუნდებში კი ბრძოლის სადავეები გარდამავალი იყო. ბრძოლა სრულად ფეხზე წარიმართა – ვეტორის ძირითადი სამიზნე რომანის ფეხები იყო, ქართველი ფალავანი კი… Continue reading რომან დოლიძე მარვინ ვეტორისთან დამარცხდა [VIDEO]
რომან დოლიძემ წონა წარმატებით დააფიქსირა [VIDEO]
ლონდონში გასამართ UFC 286-მდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. პრესკონფერენცია და ოფიციალური აწონვები უკვე გაიმართა, წინ საცერემონიო აწონვები და ბრძოლებია. აღნიშნული ქარდი ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტოა, რომ რომან დოლიძე მარვინ ვეტორის უპირისპირდება. დოლიძეს შანსი აქვს ვეტორის დამარცხებით მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლოს და საჩემპიონო დავაში ჩაერთოს. ვეტორიმაც და დოლიძემაც წონა წარმატებით დააფიქსირეს. სიუპრიზი იყო აწონვებზე… Continue reading რომან დოლიძემ წონა წარმატებით დააფიქსირა [VIDEO]
შონ ომალიმ დვალიშვილს გარეგნობაზე დასცინა [VIDEO]
UFC-ს ვარსკლავმა, სუპერმსუბუქი წონის #2 კონტენდერმა, შონ ომალიმ თავის პოდკასტში მერაბის და იანის ბრძოლაზე ისაუბრა. გარდა ბრძოლის ტექნიკური ნაწილისა და მერაბის პერფორმანსის შექებისა, ამერიკელმა მებრძოლმა მერაბს გარეგნობაზე დასცინა. “გულის სიღრმეში იანი ძალიან შემეცოდა. ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივის სტატუსი ჰქონდა, Pound For Pound-ის სიაში იყო, დივიზიონის ყველაზე სახიფათო მებრძოლად ითვლებოდა… არალეგალური დარტყმა ალჯოსთან, შემდეგ მარცხი რემატჩში, მარცხი… Continue reading შონ ომალიმ დვალიშვილს გარეგნობაზე დასცინა [VIDEO]
გურამ ქუთათელაძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია
ქართველი ვიკინგი, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება. ქუთათელაძე 11 ივნისს, ჯონ მაკდესის დაუპირისპირდება. გურამმა ბოლოს გასული წლის ივნისში იბრძოლა და ძალიან დაძაბულ დაპირისპირებაში, დამირ ისმაგულოვთან დამარცხდა. კანადელი ჯონ მაკდესი UFC-ს ვეტერანია. 37 წლის მებრძოლი UFC-ში მე-13 წელია ასპარეზობს. ამ დროში მან 19 ბრძოლა გამართა, საიდანაც 11-ში გაიმარჯვა. რაც შეეხება გურამს, ქართველს დიდი დრო ტრავმების გამო გაუცდა.… Continue reading გურამ ქუთათელაძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია
“ვფიქრობ, რომანი ვეტორის დაამარცხებს” – ისრაელ ადესანია [VIDEO]
UFC-ს საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ, თავის იუთუბ არხზე ახალი ვიდეო განათავსა, სადაც მოახლოვებულ UFC 286-ის ბრძოლებზე წინასწარი პროგნოზი გააკეთა. ადესანიამ მისი წონის კონტენდერების, რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის ბრძოლაზეც ისაუბრა: “რომანს ეტყობა, რომ თუ დაგარტყა, ძალიან გატკენს. იგრძნობა, რომ იგი დარტყმაში მის მთელს წონას დებს. როცა ვეტორი ფეხზე ჩხუბობს, იგი უბრალოდ გპრესავს, წნეხში… Continue reading “ვფიქრობ, რომანი ვეტორის დაამარცხებს” – ისრაელ ადესანია [VIDEO]
“მეგონა, რომ ვეღარასდროს ვიბრძოლებდი” – მაკგრეგორმა ტრავმაზე ისაუბრა [VIDEO]
მაკგრეგორი ბრუნდება, თანაც მართლა – ამ დასკვნის გამოტანა გარდა ოფიციალური განცხადებებისა, მხოლოდ იმითაც შეგვიძლია, რომ კონორმა ბოლო დღეებში საკმაოდ ბევრ ინტერვიუში გამოჩნდა. გამოსარჩევი იყო არიელ ჰელვანისთან სტუმრობა, სადაც კონორმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ჰელვანიმ კონორს პორიესთან მიღებულ ტრავმაზეც ჰკითხა. “იმ დროს მეგონა, რომ ბრძოლას ვეღარასდროს შევძლებდი. იმაზე არ მიფიქრია, გავილიდი ან სავარძელს მივეჯაჭვებოდი თუ არა… Continue reading “მეგონა, რომ ვეღარასდროს ვიბრძოლებდი” – მაკგრეგორმა ტრავმაზე ისაუბრა [VIDEO]