საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას ვარშავის ლეგიაში გააგრძელებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ფეისბუქ გვერდმა დადო. შეგახსენებთ, რომ გვილია ლეგიაში 2019-21 წლებში თამაშობდა. გვილია ვარშაველთა შემადგენლობაში 2-ჯერ პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ლეგიას მაისურით მან 68 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. გვილია ბოლოს პოლონური რაკუვის ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც 2021 წლის სექტემბრიდან გამოდიოდა და ქვეყნის თასი მოიგო.… Continue reading გვილია ლეგიაში დაბრუნდა
Author: საბა საბანაძე
ანტონიო კასანო: ნაპოლი ჩემპიონთა ლიგიდან მილანს გამოაგდებს
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ნაპოლი მილანს შეხვდება. ამ თემაზე იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ისაუბრა. “ნაპოლი ძალიან კარგი გუნდია, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ჩემპიონთა ლიგა მილანის სპეციალობაა. მე მაინც ვთვლი, რომ ნაპოლი ლიგიდან მილანს გამოაგდებს.” – ციტირებს კასანოს სიტყვებს Calciomercato.it ნაპოლი – მილანის პირველი 1/4 ფინალური 12 აპრილს სან სიროზე გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა… Continue reading ანტონიო კასანო: ნაპოლი ჩემპიონთა ლიგიდან მილანს გამოაგდებს
იოზილი ფეხბურთიდან წავიდა – “ეს იყო საოცარი მოგზაურობა”
მესუთ იოზილმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ოფიციალურად განაცხადა. მან ამ თემაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა. “ბევრი ფიქრის შემდეგ მინდა პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განვაცხადო. მაქვს პრივილეგია რომ 17 წლის განმავლობაში პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში როცა რამდენიმე ტრავმა მივიღე, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ დიდი საფეხბურთო არენის დატოვების დრო იყო. … Continue reading იოზილი ფეხბურთიდან წავიდა – “ეს იყო საოცარი მოგზაურობა”
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანდა
მილანის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩა განმარტა თუ რატომ არ დაასრულა ტრავმისას შარშან ზაფხულში კარიერა. “სკუდეტოს მოგების შემდეგ, ფეხბურთიდან წასვლა მარტივი იქნებოდა. ბოლო 14 თვის განმავლობაში 3 ოპერაცია გავიკეთე. იყო მომენტი როცა მუხლის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა, გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანდა. შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. მიფიქრია თუ არა ფეხბურთიდან წასვლაზე? არასოდეს. პრობლემები ადრენალინს მაძლევენ. ჟურნალისტები ჩემზე ამბობდნენ,… Continue reading ზლატან იბრაჰიმოვიჩი: გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანდა
საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანი ცნობილია
კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება. ინფორმაცია L’Equipe-მ გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ მამლების კაპიტანი აქამდე უგო ლორისი იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა. პსჟ-ს ვარსკვლავს თანამემამულეების კაპიტნად სავარაუდოდ უახლოეს მატჩებში ვიხილავთ. საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მოახლოებულ შეხვედრებს ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ნიდერლანდების და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს. კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს.… Continue reading საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანი ცნობილია
ოქროს ბურთი – ხვიჩას პროგრესი ნომინანტთა სიაში და სხვა
Goal.com-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ სიაში ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც არის. თუ დაახლოებით 1 თვის წინანდელ სიაში ხვიჩა მე-8 ადგილზე იყო, ახლა მე-6 პოზიციაზეა. ათეული შემდეგნაირია. ლეო მესი ერლინგ ჰოლანდი კილიან მბაპე ვიქტორ ოსიმენი ვინიციუს ჯუნიორი ხვიჩა კვარაცხელია მარკუს რაშფორდი რობერტ ლევანდოვსკი კაზემირო ბუკაიო საკა.
ბარსელონამ ელ კლასიკოთი რეკორდი დაამყარა
ელ კლასიკოში, სადაც ბარსელონამ რეალს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, ბლაუგრანამ რეკორდი დაამყარა. საქმე იმაშია, რომ მატჩს 95 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო, ბილეთებით შესულმა შემოსავალმა კი 8.2 მილიონი ევრო შეადგინა. ბილეთების გაყიდვიდან ბლაუგრანას ასეთი მოგება აქამდე არ ჰქონია. ინფორმაცია RAC1-მა გაავრცელა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ანგარიში მე-9 წუთზე არაუხოს ავტოგოლით გაიხსნა, ტაიმის ბოლოს სერხი რობერტომ გაათანაბრა,… Continue reading ბარსელონამ ელ კლასიკოთი რეკორდი დაამყარა
ლუჩანო სპალეტი: ნაპოლი მხოლოდ ოსიმენი და კვარაცხელია არ არის
სერია ა-ს 27-ე ტურში ნაპოლი ტორინოს ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლით და საგოლე გადაცემებით გამოიჩინა, 1 ბურთი ვიქტორ ოსიმენმაც შეაგდო. ლუჩანო სპალეტიმ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სხვა ფეხბურთელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. “ნაპოლი მხოლოდ ოსიმენი და კვარაცხელია არ არის. ჩვენ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, მაგალითად დი ლორენცო, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მან ნამდვილი ჩემპიონივით,… Continue reading ლუჩანო სპალეტი: ნაპოლი მხოლოდ ოსიმენი და კვარაცხელია არ არის
ტონი კროოსი: აზარს არ ვუთანაგრძნობ, ბევრისთვის ცხოვრება უფრო რთულია
ტონი კროოსმა მის თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა. მოგეხსენებათ ბელგიელს მცირე სათამაშო დრო აქვს და კროოსმაც ამ თემაზე გააკეთა კომენტარი. “რა თქმა უნდა აზარის ირგვლივ რთული სიტუაციაა, თუმცა ფეხბურთში სიბრალულის ადგილი არ არის. არ ვფიქრობ, რომ აზარს ცუდი ცხოვრება აქვს. სინანული შეგვიძლია იმ ადამიანების მიმართ ვიგრძნოთ, რომლებიც უფრო რთულ მდგომარეობაში არიან. საქმე ფულში არ არის, არცერთი… Continue reading ტონი კროოსი: აზარს არ ვუთანაგრძნობ, ბევრისთვის ცხოვრება უფრო რთულია
ვილი სანიოლი: (პრესკონფერენცია) საქართველოში ყველამ ძალიან კარგად მიმიღო, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს
საქართველოს ნაკრები მარტში 2 მატჩს გამართავს. მოახლოებულ შეხვედრებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა. “დათი ხოჭოლავას ირგვლივ უჩვეულო სიტუაციაა. დიდი ხანია ვიცით, რომ მას მუხლი აწუხებს, თუმცა მისმა კოპენჰაგენმა სთხოვა რომ გუშინ ეთამაშა და დათანხმდა. დათის პარასკევს ვესაუბრე და გუშინდელ თამაშში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. ის ხვალ გაიკეთებს ოპერაციას და 6-8 კვირა… Continue reading ვილი სანიოლი: (პრესკონფერენცია) საქართველოში ყველამ ძალიან კარგად მიმიღო, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს