მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა ფილ ფოდენმა ჟურნალიტებთან ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილზე ისაუბრა. „ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩელსისთან წაგების შემდეგ ვიტირე. არ მიყვარს ამის ჩვენება, მაგრამ ხანდახან არის ემოციური მომენტები მოედნის გარეთ. ვიმედოვნებ, წლეულს გავიმარჯვებთ. ჩემპიონთა ლიგა არის ის მწვერვალი, რომელიც ახლა ყველას გვინდა დავიპყროთ. ფინალში ვიყავით და ძალიან მტკივნეული გამოდგა წაგება. იმედია, თუ ისევ იქამდე მივალთ, ფინალში… Continue reading მაინც მოვიგებთ
Author: ზაალ მუჯირი
გაზვიადება და ხმამაღალი სიტყვები
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ The Best FIFA-ს ცერემონიალზე საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მიღების შესახებ ისაუბრა. „როდესაც მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებ, შენი ყველა კარგი თვისება იზრდება სხვების თვალში, მაგრამ არ შემიძლია საკუთარი თავი ანჩელოტის ან გვარდიოლას გავუთანაბრო. ვამაყობ ჯილდოთი, მაგრამ ეს გაზვიადება და ხმამაღალი სიტყვებია“,- განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა. ნომინაციაში სკალონის კონკურენტები მანჩესტერ სიტის დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა… Continue reading გაზვიადება და ხმამაღალი სიტყვები
რატომ არ წავიდა ზლატანი?
მილანის ლეგენდარულმა შემტევმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტებს უამბო რატომ არ დაასრულა კარიერა მძიმე ტრავმის შემდეგ. „სკუდეტოს მოგების კვალად ფეხბურთიდან წასვლა ძალიან ადვილი იქნებოდა. ბოლო 14 თვის განმავლობაში სამი ოპერაცია გავიკეთე. იყო მომენტი, როცა მუხლის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა – გვირაბის ბოლოს სინათლე ვერ დავინახე, თუმცა შემდეგ ყველაფერი უკეთესი და უკეთესი გახდა. ოდესმე მიფიქრია წასვლაზე? არასოდეს. პრობლემები მაძლევს… Continue reading რატომ არ წავიდა ზლატანი?
პიოლი ლიგაზე ჰკიდია
მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ, შესაძლოა, მალე თანამდებობა დატოვოს. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდის შედეგებით მიმდინარე სეზონში. თუ მილანი საგაისოდ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა, დიდი ალბათობით 57 წლის სპეციალისტს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. პიოლი მილანს 2019 წლის ოქტომბერიდან ხელმძღვანელობს. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება. სერია A-ს 27 ტურის შემდეგ, მილანელები სატურნირო ცხრილში… Continue reading პიოლი ლიგაზე ჰკიდია
გამიშვით, არა?!
სევილიამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მთავარი მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის პოსტიდან დათხოვნის შესახებ გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის შესარჩევად მუშაობდა, რომელიც უკვე სამშაბათის ვარჯიშს ჩაატარებს. თუმცა სპეციალისტის ვინაობა ჯერ უცნობია. 63 წლის არგენტინელმა გუნდი 2022 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით სევილიამ 31 მატჩი ჩაატარა, 13 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 12… Continue reading გამიშვით, არა?!
მო: მივდივარ!
ლივერპულის ეგვიპტელ თავდამსხმელს, მო სალაჰს, ინგლისური კლუბის დატოვება სურს. ეგვიპტელი ფეხბურთელი მომავალ ზაფხულს სხვა კლუბში გადასვლას აპირებს. ის ერთადერთიღა დარჩა გუნდის სახელოვანი შემტევი სამეულიდან. რობერტო ფირმინომ სეზონის დამთავრების შემდეგ კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა. სადიო მანე კი გასულ ზაფხულს გადავიდა მიუნხენის ბაიერნში. თუ წავიდა, სალაჰისთვის პრიორიტეტული ესპანეთის ჩემპიონატის გუნდი იქნება. მიმდინარე სეზონში 30 წლის თავდამსხმელმა ლივერპულის… Continue reading მო: მივდივარ!
გატუზომ, კვარა ბესტიაო
იტალიური ნაპოლის ყოფილმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ნეაპოლიტანელთა ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულ თავდამსხმელ ჯორჯ ბესტს შეადარა. „როცა კვარაცხელია მოედანზეა, თითქოს ჯორჯ ბესტს ვხედავთ. ის წარმოუდგენელ რაღაცეებს წარმოუდგენელად მარტივად აკეთებს. ახლანდელი ნაპოლი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ისინი საოცნებო ფეხბურთს თამაშობენ“,- ამბობს გატუზო.
მესის ჩაგრავენ?
ბარსელონას მცველმა სერხი რობერტომ ფრანგული პსჟ-ის არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის კატალონიურ კლუბში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ არგენტინელი ბარსაში დაბრუნდება. „ვიმედოვნებ, ლეო დაბრუნდება. ჩვენ მას ველოდებით. ის არ იმსახურებს ისეთ დამოკიდებულებას, როგორც მას პსჟ-ში ექცევიან“, – წერს სოც.ქსელში სერხი რობერტო. 35 წლის მესის პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ… Continue reading მესის ჩაგრავენ?
პსჟ-ის ახალი პროექტი, მესი და არაბეთი
პარი სენ-ჟერმენსა და თავდამსხმელ ლიონელ მესის შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებში ერთგვარი გაურკვევლობაა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მესის ფინანსური მოთხოვნები შეიცვალა. მისი მამა და აგენტი შეხვდნენ პსჟ-ის ხელმძღვანელობას, ასევე საფეხბურთო მრჩეველ ლუის კამპოსს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მხარეებმა კვლავ შეხვედრა დათქვეს. პარიზელები ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ და სიტუაცია შეიცვალა. მესი და მისი გარემოცვა ახლა… Continue reading პსჟ-ის ახალი პროექტი, მესი და არაბეთი
კლოპმა ხალხი გადააგდო
ლივერპული 2022-2023 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის რეალთან საერთო ანგარიშით 2:6 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. საპასუხო მატჩში მერსისაიდელთა მარცხის შემდეგ (0:1), ბრიტანული კლუბის გულშემატკივრებმა მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს დანაპირები გაუხსენეს, შეჯიბრის ფინალში კვლავ გასვლის შესახებ. გასული სეზონის ბოლოს ტურნირის ფინალის შემდეგ, კლოპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „სად გაიმართება გაისად ლიგის ფინალი? სტამბოლში? შეგიძლიათ ახლავე დაჯავშნოთ სასტუმრო!”… Continue reading კლოპმა ხალხი გადააგდო