შოთა არვეაძის ჰალ სიტიში დანიშვნის ამბავი გადაწყვეტილია. ამ თემაზე BBC-ზე შედარებით ვრცლად წერია. ქართველი მწვრთნელის შესახებ პოპულარულ ბრიტანულ საიტზე დაწერილ მასალას უცვლელად გთავაზობთ.
“BBC Radio Humberside იუწყება, რომ ჰალ სიტი პარასკევს რეინჯერსის და აიაქსის ყოფილ ფორვარდს შოთა არველაძეს მთავარ მწვრთნელად წარადგენს. 48 წლის სპეციალისტი აღნიშნულ პოსტზე გრენდ მაკკანს ჩაანაცვლებს. იგი ჰალიდან სამშაბათს გაანთავისუფლეს, მას შემდეგ, რაც გუნდი Acun Medya Group-მა შეიძინა.
არველაძეს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ნიდერლანდებში, თურქეთში, ისრაელში და უზბეკეთში აქვს ნამუშევარი.
ჰალ სიტი ჩემპიონშიფში მე-19 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 9 ქულით უსწრებს. გუნდის ახალი მფლობელი აცუნ ილიჩალი არველაძეს თურქეთში მუშაობის პერიოდიდან იცნობს. ილიჩალი ჰალის შეძენის შემდეგ პრესასთან პირველად სწორედ პარასკევს ისაუბრებს.
არველაძეს მშვენიერი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. იგი 61 ჩატარებულ მატჩში 26 გოლით საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. შოთა შოტლანდიის, ნიდერლანდების და საქართველოს ჩემპიონი გახლავთ.
შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა აზ ალკმაარში დაიწყო, სადაც სხვა და სხვა დროს რონალდ კუმანის, დიკ ადვოკაატის და ლუი ვან გაალის ასისტენტი გახლდათ. 2010 წელს მან თურქული კაისერსპორი ჩაიბარა, არველაძემ ასევე იმუშავა ქასიმფაშაში, ტრბზონსპორში, თელ-ავივის მაკაბიში და ბოლოს უზბეკურ ფახთაქორში.”-წერია BBC-ზე არველაძის შესახებ.