საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, მოსკოვის “ცსკა”-ში თამაშზე უარს აცხადებს და რუსულ გუნდს ტოვებს. ინფორმაციას ესპანური სპორტული გამოცემები ავრცელებენ.
გუშინ ქართველმა კალათბურთელმა სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა გამოაქვეყნა წარწერით: “ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!”
“უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო გადავწყვიტე დავტოვო კლუბი. ჩემთვის შეუძლებელია რუსული არმიის გუნდში თამაში.” – აცხადებს თორნიკე შენგელია.
ქართველის მომავალი კლუბი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
🏀 Baloncesto
🚨 ÚLTIMA HORA: Tornike Shengelia ha decidido rescindir su contrato y abandonar el CSKA Moscú de inmediato.
🗣️ El jugador georgiano, que está en contra de la guerra Rusia-Ucrania expresó: “No puedo seguir jugando para el club del ejército ruso”. pic.twitter.com/Q0LUkU8Nr3
— José Buitrago (@_JoseBuitrago) February 26, 2022