სუპერთასის ფინალში “ელ კლასიკო” გველოდება

სევილიაში სტარტი აიღო ესპანეთის საკალათბურთო სუპერთასის გათამაშებამ. ტურნირში მონაწილეობას 4 გუნდი იღებს – მასპინძელი “ბეტისი”, ქვეყნის ჩემპიონი “რეალ მადრიდი”, თასის მფლობელი “ბარსელონა” და ACB ლიგის მესამე ადგილოსანი “ხოვენტუდი”. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ორი რეალი დაუპირისპირდა – ბეტისი მადრისი წინააღმდეგ. სევილიური გუნდი დებიუტანტი გახლდათ ამ მინი ტურნირზე და ეს მატჩის მიმდინარეობასაც დაეტყო. მადრიდელებმა საკმაოდ იოლად – 100:69… Continue reading სუპერთასის ფინალში “ელ კლასიკო” გველოდება

NBA-ს საუკეთესო კალათბურთელთა რეიტინგი (ESPN-ის ვერსია)

NBA-ს 2022/23 წლების სეზონი სტარტს 18 ოქტომბერს აიღებს. რეგულარული გათამაშების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ESPN-ის ექსპერტებმა დაასახელეს ლიგის ტოპ 10 უძლიერესი მოთამაშე. სიას მილუოკის ბერძენი კალათურთელი იანის ანტეტენკუმპო ლიდერობს, მეორე ადგილზეა ლიგის მოქმედი MVP – ნიკოლა იოკიჩი, მესამე ადგილს იკავებს ლუკა დონჩიჩი. საინტერესო ფაქტია, რომ ESPN-ის ვერსიით შედგენილ რეიტინგში ტოპ 3 ევროპელი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. NBA-ს… Continue reading NBA-ს საუკეთესო კალათბურთელთა რეიტინგი (ESPN-ის ვერსია)

“ბოსტონ სელტიქსი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

“ბოსტონ სელტიქსმა” 1 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა გუნდის მთავარ მწვრთნელს – ემე უდოკას და თავი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიყენა. 2022/23 წლების რეგულარული სეზონის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება, გუნდმა კი ასეთი რთული გადაწყვეტილება მიიღო. უდოკას ადგილს მისივე თანაშემწე ჯო მაზზულა დაიკავებს. რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ემე უდოკას ინტიმური ურთიერთობა ქონდა “სელტიქსის” პერსონალში შემავალ ერთ-ერთ ქალთან.… Continue reading “ბოსტონ სელტიქსი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

“ფინიქს სანზი” იყიდება

“ფინიქს სანზის”(NBA) და “ფინიქს მერკურის” (WNBA) მფლობელმა რობერტ სარვერმა განაცხადა, რომ დაიწყო ორივე კლუბის გაყიდვის პროცესი. “ძალიან დიდი გულისტკივილით ვამბობ ამ სიტყვებს, მაგრამ ეს რეალობაა – ჩემს მფლობელობაში მყოფ ორივე საკალათბურთო გუნდს ვყიდი. თითქმის 20 წელი მოვანდომე “სანზის” და “მერკურის” ორგანიზაციების შექმნას, თუმცა მოვიდა დრო, რომ ისინი გავასხვისო. როგორც მორწმუნე ადამიანს, მჯერა რომ შევძლებ გამოვისყიდო… Continue reading “ფინიქს სანზი” იყიდება

“ბოსტონმა” რობერტ უილიამსი 6 კვირით დაკარგა

18 ოქტომბერს სტარტს აიღებს NBA-ს ახალი სეზონი. რეგულარული გათამაშებისთვის ემზადება აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი “ბოსტონი”. “სელტიქსის” რიგებში რამდენიმე ცვლილებაა – ვარჯიშზე მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო რობერტ უილიამსმა, რომელსაც უახლოეს დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ და დაახლოებით 4-6 კვირა გაუცდება. შეგახსენებთ, რომ მარტში რობერტმა მენისკის ტრავმა მიიღო, მინი – ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც 7 საპლეიოფო მატჩის გამოტოვება მოუწია და… Continue reading “ბოსტონმა” რობერტ უილიამსი 6 კვირით დაკარგა

NBA-ში მოხვედრის წესები იცვლება

NBA-ს 2022-23 წლების სეზონი სტარტს 18 ოქტომბერს აიღებს, მანამდე კი ლიგის ხელმძღვანელებმა და კალათბურთელთა პროფკავშირებმა ახალი კანონი მიიღეს: ახალგაზრდა მოთამაშეებს NBA-ში თამაში 18 წლის ასაკიდან შეეძლებათ. ძველი წესებით ახალგაზრდა კალათბურთელს 19 წლის ასაკამდე არ ქონდა უფლება ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ეასპარეზა, ამჯერა დკი ასაკი ერთი წლით დაბლა დაიწია. ახლაი კანონის მიღების შედეგად, ნიჭიერ კალათბურთელებს საშუალება ექნებათ… Continue reading NBA-ში მოხვედრის წესები იცვლება

ვილი ჰერნანგომესი – ევრობასკეტის MVP

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. ფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა 88:76 დაამარცხა საფრანგეთი და არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო კონტინენტის პირველობა (2009, 2011, 2015, 2022). ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხუანჩო ჰერნანგომესი გახდა, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში და 27 ქულა დააგროვა. ესპანელმა ცენტრმა 11 ნასროლი ბურთიდან 9 ჩააგდო(9-დან 7 სამქულიანი), მის ანგარიშზე ასევე იყო 5… Continue reading ვილი ჰერნანგომესი – ევრობასკეტის MVP

ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

ევრობასკეტ 2022-ის ფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა ყველა საკალათბურთო კომპონენტში დაჩაგრა საფრანგეთის ნაკრები, მატჩი 88:76 მოუგო და მეოთხედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა(2009, 2011, 2015, 2022). ესპანეთმა ანგარიშში უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვა – ვილი ჰერნანგომესის დომინანტური ასპარეზობის ფონზე(8 ქულა+4 მოხსნა) სერჯიო სკარიოლოს გაწვრთნილი გუნდი 23:14 დაწინაურდა. მეორე პერიოდის სტარტზე პარკეტზე ვილის ძმა ხუანჩო შემოვიდა და ესპანური შოუც დაიწყო… Continue reading ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

ესპანელთა ისტორიული შედეგი

ესპანური კალათბურთი განვითარების კუთხით უმაღლეს დონეზე ავიდა – 2022 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატებზე მათი ზრდასრული და ახალგაზრდული ნაკრებები მინიმუმ ფინალში გავიდნენ. ესპანელმა ახალგაზრდებმა რამდენიმე თვის წინ მოიგეს U20 და U18 ევრობასკეტი, U16-მა ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო, ხოლო U17-მა მსოფლიოს ჩემპიონატის. ესპანელ გოგონათა ნაკრებმა (U20) იოლად მოიგო ევრობასკეტი, U18 და U16-ის ნაკრებებმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს… Continue reading ესპანელთა ისტორიული შედეგი

“ჩვენ აქ არავინ არ გველოდა” – ესპანეთი ევრობასკეტის ფინალშია

ევრობასკეტ 2022-ის მეორე ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებმა უმძიმეს ბრძოლაში 96:91 დაამარცხა გერმანიის ნაკრები და ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრაში ანგარიში დენის შროდერმა გახსნა – მე-15 წამზე გერმანელმა გამთამაშებელმა “ლეი-აფით” საკუთარ გუნდს 2 ქულა მოუტანა. პირველმა მეოთხედმა საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა ვილი ერნანგომესის და ლორენცო ბრაუნის შესანიშნავი ასპარეზობის ფონზე ესპანელები მცირე უპირატესობას მაინც ინარჩუნებდნენ. საწყისი პერიოდის… Continue reading “ჩვენ აქ არავინ არ გველოდა” – ესპანეთი ევრობასკეტის ფინალშია