მაკგრეგორის და მსოფლიოს ჩემპიონი მოკრივის ისტორია

მსოფლიოს ჩემპიონი მოკრივე, პოლი მალინაჯი, კონორის კემპში გატარებულ დროს იხსენებს. როცა მაკგრეგორი მეივეზერთან ბრძოლისთვის ემზადებოდა მან იტალიური წარმოშობის ამერიკელ მოკრივეს „დასახმარებლად“ უხმო. პოლი ამ პერიოდს არც თუ ისე კარგად იხსენებს. „შოკში ვიყავი როცა მათ ნაქირავებ სახლში შევედი. ეს იყო ნამდვილი კრეკჰაუსი ლას ვეგასის გარეუბანში. როცა ვარჯიშზე მივედი და კონორი შესასვლელთან მწვანე ლამბორგინით დამხვდა, მაშინვე მივხვდი… Continue reading მაკგრეგორის და მსოფლიოს ჩემპიონი მოკრივის ისტორია

ლევან საგინაშვილი დევონ ლარატს საწოლის გასწორებაში შეეჯიბრა [VIDEO]

მკლავჭიდის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჯახი ახლოვდება. 25 ივნისს, დუბაიში, King Of The Table 4-ის ფარგლებში, ერთმანეთს ლევან საგინაშვილი და დევონ ლარატი დაუპირისპირდებიან. მკლავჭიდელები უკვე არაბეთის დედაქალაქში იმყოფებიან. ქართველ ჰალკსა და კანადელ ლეგენდას შეხვედრის დღესვე საინტერესო შეჯიბრება დაახვედრეს – ლევანი და დევონი ერთმანეთს არც მეტი, არც ნაკლები, საწოლის გასწორებაში შეეჯიბრნენ. უცნაურ ამპლუაში მყოფნა ლევანმა, მართალია, მეტოქეს… Continue reading ლევან საგინაშვილი დევონ ლარატს საწოლის გასწორებაში შეეჯიბრა [VIDEO]

ენტონი ჯოშუას ახალი მწვრთნელი

20 აგვისტოს, საუდის არაბეთში, ენტონი ჯოშუა  და ოლეკსანდრ უსიკი ერთმანეთის წინაშე მეორედ წარდგებიან. შეგახსენებთ, რომ პირველ ბრძოლაში უკრაინელმა,  მსაჯების გადაწყვეტილებით „გასვლაზე“, ბრიტანეთშივე, დაამარცხა მისი მოწინააღმდეგე და დაეუფლა WBA, WBO და IBF  მსოფლიოს ჩემპიონის ქამრებს სუპერ მძიმე წონაში. ბრიტანელმა ვარსკვლავმა, კონტრაქტში არსებული „რემატჩის“ ვალდებულების პუნქტით ისარგებლა და უკრაინელთან  მეორე ბრძოლა ჩანიშნა. გარკვეული პერიოდი კითხვის ნიშნის ქვეშ… Continue reading ენტონი ჯოშუას ახალი მწვრთნელი

შერაზადიშვილი და ხარაზიშვილი ბუდაპეშტში იჭიდავებენ

8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მორიგი გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ნაკრები სოლიდური შემადგენლობით დარეგისტრიდა მოახლოვებულ ტურნირზე, თუმცა ცვლილები მაინც საჭირო გახდა. თავდაპირველად შემადგენლობას გამოაკლდნენ გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), და გურამ თუშიშვილი (+100 კგ). გიორგის და გურამს ტრავმები აქვთ, ხოლო ტატო მწვრთნელთა გადაწყვეტილებით დაისვენებს. მამაკაცთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა შემადგენლობას… Continue reading შერაზადიშვილი და ხარაზიშვილი ბუდაპეშტში იჭიდავებენ

“ეს კიკბოქსინგი არაა, ეს MMA-ია, სადაც მომაკვდინებელი ხელთათმანები გვაქვს” – ადესანია პერეირაზე

მოახლოვებულ UFC 276-ზე, ისრაელ ადესანია ქამარს ჯერედ კანონიერის წინააღმდეგ დაიცავს. ჩემპიონისთვის ეს მე-5 ქამრის დაცვაა. ისრაელმა ფაქტობრივად გაწმინდა დივიზიონი, ყველა კონტენდერი კითხვის ნიშნების გარეშე დაამარცხა. თუმცა, კონტენდერების სიაში მისთვის ნაცნობი სახელი და გვარი, ალექს პერეირა გამოჩნდა – მებრძოლი, რომელსაც ადესანია კიკბოქსინგში 2-ჯერ ჰყავს დამარცხებული, აქედან 1-ხელ ბრუტალური ნოკაუტით. ბრაზილიელი MMA-ში 2015 წელს გადმოვიდა და დღემდე… Continue reading “ეს კიკბოქსინგი არაა, ეს MMA-ია, სადაც მომაკვდინებელი ხელთათმანები გვაქვს” – ადესანია პერეირაზე

“გაუმარჯოს!” – ჭიკაძე კატართან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

UFC-ს ქვემსუბუქი წონის კონტენდერები, გიგა ჭიკაძე და კელვინ კატარი ტექსასში, UFC Fight Night-ზე გადაიკვეთნენ. ამ ივენთზე კატარი მთავარ ბრძოლაში ასპარეზობდა, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. კატარის წინა მეტოქე სწორედ გიგა ჭიკაძე იყო – იანვარში გამართული 5 რაუნდიანი ომის შემდეგ, გამარჯვება ბოსტონელს დარჩა. მსგავსი ბრძოლები კი მებრძოლებს აახლოვებენ – ასე მოხდა გიგას და კატარის შემთხვევაშიც. ჭიკაძემ კელვინი… Continue reading “გაუმარჯოს!” – ჭიკაძე კატართან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

რომან დოლიძემ მეტოქე პირველივე რაუნდში, ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა [VIDEO]

ტექსასში, UFC-ს ივენთი, ეფექტურად დაიწყო – რომან დოლიძემ ამერიკელი მეტოქე პირველივე წუთებში, ბრუტალური დარტყმით დაამარცხა. რომანმა დაუკაუსი ჯერ ხელით დაანოკდაუნა, ხოლო შემდეგ, კლინჩის დროს, მუხლით დაანოკაუტა. ეს რომანის მეორე ნოკაუტი და მეოთხე გამარჯვებაა UFC-ში. View this post on Instagram A post shared by ufc.addict22 (@ufc.addict22)

გურამ ქუთათელაძემ და რომან დოლიძემ წონები წარმატებით ჩააბარეს [VIDEO]

UFC-ს მორიგი ივენთი, სადაც ორი ქართველი იასპარეზებს, გვიახლოვდება. გურამ ქუთათელაძე 18 თვიანი პაუზის შემდეგ, დამის ისმაგულოვის წინააღმდეგ ბრუნდება, რაც შეეხება რომან დოლიძეს, იგი UFC-ში რიგით მე-4 გამარჯვების მოპოვებას კაილ დაუკაუსის წინააღმდეგ შეეცდება. დღეს, ოფიციალური აწონვები გაიმართა, სადაც ორივე ქართველმა წონა წარმატებით დააფიქსირა. ბრძოლები შაბათს ღამით დაიწყება – რომანის ბრძოლას პრელიმებზე ვიხილავთ, ხოლო ქუთათელაძე მეინ ქარდზე… Continue reading გურამ ქუთათელაძემ და რომან დოლიძემ წონები წარმატებით ჩააბარეს [VIDEO]

საქართველოს კრივის ფედერაცია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს!

ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგის ჩვენების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ,  კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება შეუწყვიტა. ამ ფაქტთან დაკავშირებით კრივის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას შეუწყდა დაფინანსება გაურკვეველი ვადით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან სატელეფონო კომუნიკაციით გვაცნობეს, რომ საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება შეუწყდა გაურკვეველი მიზეზების გამო. ამ ეტაპისთვის… Continue reading საქართველოს კრივის ფედერაცია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს!

მაიკ ტაისონზე გადაღებული სერიალის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა [VIDEO]

ლეგენდარული მოკრივის, მაიკ ტაისონის შესახებ, მალე ბიოგრაფიულ მინი-სერიალს ვიხილავთ, სახელწოდებით “MIKE”. სერიალის პირველი ტრეილერს სტრიმინგ პლატფორმა, HULU ავრცელებს. მაიკ ტაისონის როლს 32 წლის ამერიკელი მსახიობი, ტრევანტე როუდსი თამაშობს. სერიალში 8 ეპიზოდი იქნება, პრემიერა კი 25 აგვისტოს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ წლების წინ, მაიკის როლზე ოსკაროსანი მსახიობი, ჯეიმი ფოქსიც განიხილებოდა, რომელსაც მოკრივის როლი მხატვრულ ბიოგრაფიულ ფილმში უნდა… Continue reading მაიკ ტაისონზე გადაღებული სერიალის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა [VIDEO]