აია-ლოკომოტივი 35:10 აია: 5ლ – სინაურიძე, არეშიძე, სიმსივე, კვირიკაშვილი, ერემეიშვილი. 5გ – ბაბუნაშვილი. სინბინი: მბეკევა, სინაურიძე, ლეჟავა ლოკომოტივი: ლ – ტოკაიმბაი. ს,გ – სახელაშვილი სინბინი: დარჩიაშვილი, გელაშვილი მსაჯი: იოსებ ჯაფარიძე დიდი 10-ის გათამაშების ბოლოსწინა ტურში ბევრი რამ გაირკვევა. თუმცა, პლეი ოფის ყველა საგზურის მფლობელი, ალბათ, მაინც ბოლო ტურში გაირკვევა. ქუთაისის აიამ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი თბილისის… Continue reading აიამ პლეი ოფი გაინაღდა
Category: რაგბი
ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის მერვედფინალში
ქართველმა არბიტრმა ნიკა ამაშუკელმა ახლახან დასრულებულ ექვსი ერის გათამაშებაში საფრანგეთისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი განსაჯა. ამჯერად ამაშუკელი ევროპის ჩემპიონთა თასის მერვედფინალის სამსაჯოდაა მიწვეული. ქართველი რეფერი 4 აპრილს, ლონდონში ინგლისური სარასენზისა და ულსური ოსფრიზის მატჩს განსჯის.
ბორჯღალოსნები რეიტინგში დაწინაურდნენ
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია 38:11 დაამარცხა და მსოფლიოს რეიტინგში ერთი საფეხურით წინ წაიწია. ბორჯღალოსნებმა, რომლებიც აქამდე მე-12 ადგილზე იყვნენ, 0.30 ქულა მიღეს, 76,23 ქულა დაუგროვდათ და სამოას ნაკრებს გადაასწრეს. ჩვენი ნაკრები მე-11 ადგილზე მოკლე დროით აქამდეც ყოფილა. ეს ყველაზე მაღალი საფხურია, რასაც აქამდე მიუღწევია. ჩვენს წინ ახლა იაპონიის ნაკრებია, რომელსაც 1,16 ქულით… Continue reading ბორჯღალოსნები რეიტინგში დაწინაურდნენ
ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ისევ მოიგეს
საქართველო-პორტუგალია 38:11 საქართველო (15-9) ნინიაშვილი, ტაბუცაძე, თაფლაძე, შარიქაძე, თოდუა (კახოიძე 78), აბჟანდაძე (მატკავა 67), ლობჟანიძე (აფრასიძე 62); (1-8) აბულაძე (გოგიჩაშვილი 53), მამუკაშვილი (ჭყოიძე 53), გიგაშვილი (პაპიძე 61), ჭეიშვილი (ჩაჩანიძე 61), მიქაუტაძე, ცუცქირიძე (ჯალაღონია 67), საღინაძე, გორგაძე; 6ლ: ტაბუცაძე (2), მამუკაშვილი, ჭყოიძე, პაპიძე, თაფლაძე. 4გ: აბჟანდაძე (2), მატკავა (2) სინბინი: შარიქაძე, ლობჟანიძე პორტუგალია (15-9) ბენტუ, პინტუ… Continue reading ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ისევ მოიგეს
ირლანდიამ ექვსი ერი დიდი სლემით მოიგო (Video)
ირლანდიის ნაკრებმა ექვსი ერის გათამაშების ბოლო ტურში ინგლისის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 29:16 დაამარცხა. სამყურებმა ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგეს და გათამაშებაში დიდი სლემით გაიმარჯვეს. არადა, მატჩი ინგლისს რომ მოეგო ექვსი ერის გამარჯვებული ისევ საფრანგეთი გახდებოდა. ლე ბლომ ბოლო ტურშიც შესანიშნავად ითამაშა და უელსი შინ 41:28 დაამარცხა. ხის კოვზი კი, ყველა მატჩში მარცხის გამო ისევ იტალიას… Continue reading ირლანდიამ ექვსი ერი დიდი სლემით მოიგო (Video)
მერაბ შარიქაძე: დამაკმაყოფილებელი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება
საქართველოს ნაკრები 19 მარტს, ესპანურ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ფინალში პორტუგალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. ბორჯღალოსნები მატჩისთვის პორტუგალიაში Browns Sports Resort-ის ბაზაზე ემზადებოდნენ. ჩვენი გუნდი უკვე ბადახოსშია და კაპტნის ვარჯიშიც გამართა. მერაბ შარიქაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი: “მატჩისთვის მაქსიმალურად მზად ვართ. მრავალჯერ ვთქვით – ძალიან გული გვწყდება, რომ ფინალი ბადახოსშია და არა თბილისში. თუმცა, ყველას უნდა… Continue reading მერაბ შარიქაძე: დამაკმაყოფილებელი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება
ფინალისთვის საბრძოლო რაზმი ცნობილია
საქართველოს ნაკრები 19 მარტს, ესპანურ ბადახოსში, რაგბი ევროპის ჩემიონატის ფინალში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საბრძოლო რაზმი დაასახელა. ჩვენი გუნდის ძირითად შემადგენლობას ტრავმის მოშუშების შემდეგ დაუბრუნდა მესამეხაზელი ბექა გორგაძე. თორნიკე ჯალაღონიამ კი, თადარიგში გადაინაცვლა. ტრავმირებული შუამარბი გიორგი კვესელაძე დემე თაფლაძემ შეცვალა. სათადარიგოთა შორისა უკანახაზელი თორნიკე კახოიძე, რომელიც ნახევარფინალურ მატჩში განაცხადში არ… Continue reading ფინალისთვის საბრძოლო რაზმი ცნობილია
ფიჯი ხუთ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქე მსოფლიოს თასზე ფიჯის ეროვნული გუნდი რაგბის უდიდესი ფორუმისთვის მოსამზადებლად ზაფხულში ხუთ მატჩს გამართავს. ფიჯელები ჯერ ოკეანეთის ერთა თასზე ითამაშებენ, სადაც სამოას, ტონგასა და იაპონიის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. მერე კი, ბორჯღალოსნების მეტოქე ევროპაში ჩამოვა. 19 აგვისტოს ფიჯი საფრანგეთს ეთამაშება. ერთი კვირის თავზე კი, მეტოქე ინგლისი იქნება. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინათ ფიჯის ნაკრები… Continue reading ფიჯი ხუთ მატჩს გამართავს
რუმინეთი, აშშ და შოტლანდია
საქართველოს ნაკრები 2023 წლის მოსფლიოს თასის დაწყებამდე, აგვისტოში სამ გასახურებელ თამაშს გამართავს. პირველი მატჩი თბილისში 12 აგვისტოს რუმინეთთან გვექნება. მერე, 18 აგვისტოს აშშ-ს ვუმასპინძლებთ. 26 აგვიტოს კი, ედინბურგში შოტლანდიას დავუპირისპირდებით. თონიკე გოგებაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი: “პირველი გასახურებელი შეხვედრა რუმინეთთან გვაქვს, რომელიც მსოფლიო თასის მონაწილეა და ეს თამაში ორივე გუნდისთვის საინტერესო იქნება. ერთი კვირის… Continue reading რუმინეთი, აშშ და შოტლანდია
ნიკა აბულაძე ინგლისურ ექსეტერში
საქართველოს ნაკრებისა და შავი ლომის მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფის ექსეთერ ჩიფსში განაგრძობს. 27 წლის მორაგბე ინგლისში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ჩავა და გუნდში მიმდინარე სეზონის გარდა, მომდევნო ორ წელიწადს ითამაშებს. აბულაძე პირველი ქართველია, რომელიც ექსეტერში ითამაშებს. რობ ბაქსტერი, ექსეტერის მთავარი მწვრთნელი: “მისგან კარგ შედეგებს ველი. ვისაც აბულაძის შესახებ მეტი ინფორმაციის… Continue reading ნიკა აბულაძე ინგლისურ ექსეტერში