საფრანგეთსა და ინგლისს ორ-ორჯერ დავუპირისპირდებით

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე, რომელსაც სამხრეთ აფრიკა 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს, უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთისა და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფრანგები, ასევე ინგლისელები, საქართველოს უძლიერესი შემადგენლობებით დაუპირისპირდებიან. უმცროსი ბორჯღალოსნები ფრანგებს სტუმრად მაისში ეთამაშებიან, ინგლისი კი ივნისში საქართველოში გვეწვევა. ლადო კილასონია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი: “საქართველოს რაგბის კავშირმა მოსამზადებელ ეტაპზე საფრანგეთთან… Continue reading საფრანგეთსა და ინგლისს ორ-ორჯერ დავუპირისპირდებით

საქართველოს ნაკრები აშშ-ს დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ეთამაშება. მატჩის გამართვის დრო და ადგილი ჯერ ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, შეხვედრა აგვისტოში შედგება, როცა ბორჯღალოსნები მსოფლიოს თასისთვის სამზადისში იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ამერიკელები 2023 წლის მსოფლიოს თასის მიღმა დარჩნენ. აშშ-ს ნაკრებთან აქამდე ექვსჯერ გვითამაშია. აქედან სამი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან ერთად, უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ საქართველოს… Continue reading საქართველოს ნაკრები აშშ-ს დაუპირისპირდება

გელა აფრასიძე ბაიონში ორ წელიწადს ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის ბაიონთან ორწლიანი კონტრაქტი გააფრომა. აფრასიძე საფრანგეთში, მონპელიეში 2017 წლიდან ასპარეზობს და ბასკური კლუბი მის ფრანგულ კარიერაში მეორე იქნება. ბორჯღალოსნების ცხრა ნომერი გუნდს მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ შეუერთდება. ბაიონი, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე ასპარეზობს, მიმდინარე სეზონში მე-6 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის… Continue reading გელა აფრასიძე ბაიონში ორ წელიწადს ითამაშებს

რუმინეთი გავიარეთ, ფინალში პორტუგალია გველოდება

საქართველო-რუმინეთი 31:7 საქართველო (15-9) ნინიაშვილი, ტაბუცაძე, კვესელაძე (თაფლაძე 72), შარიქაძე, თოდუა, აბჟანდაძე (მატკავა 65), ლობჟანიძე (აფრასიძე 60).  (1-8) გოგიჩაშვილი (აბულაძე 50), ჭყოიძე (მამუკაშვილი 50), გიგაშვილი (პაპიძე 65), ჭეიშვილი (ჩაჩანიძე 62), მიქაუტაძე, ცუცქირიძე, საღინაძე, ჯალაღონია (გიორგაძე 72). 4ლ: შარიქაძე, თოდუა, ტაბუცაძე, საჯარიმო. 3გ: აბჟანდაძე (2), მატკავა. ს: აბჯანდაძე მსაჯი: ფედერიკო ვედოველი (იტალია) საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის… Continue reading რუმინეთი გავიარეთ, ფინალში პორტუგალია გველოდება

შვიდ წუთში მოგებული თითქმის წაგებული მატჩი

ლელო-ყოჩები 38:34 ლელო: 5ლ – მიქაძე, აფციაური (2), მამუკაშვილი, მაისურაძე. 3ს,2გ – ყიასაშვილი. სინბინი: ბერაია ყოჩები: 5ლ – ჩხაიძე, ბალიაშვილი (2), სამხარაძე, რეხვიაშვილი. 3გ,ს – მალაღურაძე. მსაჯი: სულხან ჩიხლაძე დიდი 10-ის გათამაშების მე-15 ტურის მატჩში გათამაშების ლიდერმა თბილისის ლელომ პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლ ბოლნისის ყოჩებს უმასპინძლა და ურთულეს ბრძოლაში 38:34 დაამარცხა. ლელომ პირველ ტაიმში ყოჩებს… Continue reading შვიდ წუთში მოგებული თითქმის წაგებული მატჩი

ჩემპიონი ძალებს იკრებს

www.achigegenava.com | Photography | © 2022 Achi Gegenava, All Rights reserved #canon #canon5dMKIII #canon5dMK3 #mark3 #canon5dMmark3 #canon5d #georgia #photography #georgianphotography #photo #photographinkutaisi #travelerphotograph #travelphotography

აია-ყაზბეგი 17:14 აია: 3ლ – ჯინჭარაძე, ფირცხალავა, კოხოძე. გ – ღლონტი. სინბინი: გოგიძე ყაზბეგი: 2ლ – ალიბეგაშვილი, მახარაშვილი. 2გ – ტალახაძე. სინბინი: ჯამბურიძე, ბროძელი მსაჯი: საბა აბულაშვილი ქუთაისში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის მეზობლები აია და სტაფანწმინდას ყაზბეგი დაუპირისპირდნენ. სტუმრებმა პირველი ტაიმი ბევრად უკეთ ჩაატერეს და მეტოქეს მშრალი ანგარიშით 14:0 მოუგეს. შესვენების შემდეგ გარდაუვალი მარცხის წინაშე მდგომმა… Continue reading ჩემპიონი ძალებს იკრებს

ორი ცვლილება რუმინეთთან თამაშისთვის

საქართველოს ნაკრები კვირას, ავჭალის სარაგბო სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები ფინალში გავლენ და პორტუგლიასა და ესპანეთს შორის უკეთესს ეთამაშებიან. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩისგან განსხვავებით ორი ცვლიელებაა. შერკინების პირველ ხაზში წლეულს პირველად ითამაშებს გურამ გოგიჩაშვილი. შესაბამისად, ნიკა აბულაძემ სთადარიგოთა შორის გადაინაცვლა.… Continue reading ორი ცვლილება რუმინეთთან თამაშისთვის

კონსტანტინე მიქაუტაძე ბაიონში კიდევ ორ წელიწადს ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს ფრანგულმა კლუბმა ბაიონმა კონტრქატის ორ წლით გახანგრძლივება შესთავაზა, რაზეც ქართველმა მორაგბემ თანხმობა განაცხადა. მოქმედი კონტრაქტი წლეულს მაისის ბოლოს დასრულდება. თუმცა, ახალი ხელშეკრულების თანახმად, ჩვენებური ბასკური კლუბის ღირსებას კიდევ ორი სეზონის განმავლობაში დაიცავს. აღსანიშნავია, რომ ბაიონი წლეულს შესანიშნავად ასპარეზობს და დღესდღეობით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

ლევან მაისაშვილი: რუმინეთის ნაკრები ძალისმიერი რაგბის თამაშის მიმდევარი გუნდია

საქართველოს ნაკრები 5 მარტს, თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნებმა ტრადიციულად ღია ვარჯიში გამართეს და მოკლე კომენტარებით შემოიფარგლნენ. დავით ნინიაშვილი, საქართველოს ნაკრების ფულ ბეკი: “ვეცდებით, მწვრთნელების იმ დავალებებს, რაც წინა შეხვედრებში ვერ შევასრულეთ, ამჯერად შევასრულოთ. საამისოდ ბეჯითად ვშრომობთ და, ვფიქრობ, მიზანს მივაღწევთ”. გიორგი ჭყოიძე, საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი:… Continue reading ლევან მაისაშვილი: რუმინეთის ნაკრები ძალისმიერი რაგბის თამაშის მიმდევარი გუნდია

ორი ცვლილება გაფართოებულ შემადგენლობაში

საქართველოს ნაკრები 5 მარტს, თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 33-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც შევარდენის სანაკრებო ბაზაზე მომავალი მატჩისთვის ემზადება. შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. პრველხაზელი ვახტანგ აბდალაძის (ლენსტერი) ნაცვლად შეკრებაზე ლა როშელის ახალგაზრდა ბურჯი ალექსანდრე ქუნთელიაა გამოძახებული. ცხრა ნომრის პოზიციაზე კი, მიხეილ ალანიას ნაცვლად… Continue reading ორი ცვლილება გაფართოებულ შემადგენლობაში