სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ცნობით ამ ქვეყნის 18-წლამდელთა ნაკრები აგვისტოში საქართველოს ეწვევა, სადაც 4, 7, 11 და 14 აგვისტოს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებთან ოთხ მატჩს გამართავს. აფრიკელთა მწვრთნელებს კოთლეჰო ლინჩსა და კობუს ფან დაიკს სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ბაფანა ჰლეკო შეუართდება, რადგან ეს ის ასაკია, რომელსაც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონტზე 2023 წელს მოუწევს თამაში. “პანდემიის გამო… Continue reading უმცროსი ბოკე საქართველოში
Category: რაგბი
ფავორიტები მეოთხედფინალში გავიდნენ
ტოკიოს ოლიმპიადაზე დასრულდა რაგბი 7-ის ტურნირის ჯგუფური ეტაპი. ოთხივე პულში ფავორიტებმა მოახერხეს ლიდერობის შენარჩუნება და პლეიოფის საგზურები მოიპოვეს. A ჯგუფის გამარჯვებული ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა. ფავორიტებმა ჯერ სანხრეთ კორეა გაანადგურეს 50:5, ხოლო შემდეგ არგენტინა 35:14. „ოლ ბლექსს“ ძალიან გაუჭირდა ავსტრალიასთან, როდესაც პირველი ტაიმის შემდეგ 0:12-ს აგებდა, თუმცა კოლიეს და ნიუსტაბის ლელოებით შეხვედრა მაინც მოიგო 14:12… Continue reading ფავორიტები მეოთხედფინალში გავიდნენ
ფიჯიმ იაპონია გაჭირვებით დაამარცხა
ტოკიოს ოლიმპიადაზე სტარტი აიღო რაგბი 7-ის ტურნირმა. გახსნით შეხვედრაში იაპონიის ნაკრები მოქმედ ჩემპიონ ფიჯის დაუპირისპირდა და „სამურაებმა“ საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნეს კუნძულელებს. შეხვედრის პირველივე წუთზე „მფრინავმა ფიჯელებმა” ლელოს დადება მოახერხეს – ჰაერშ დაკიდებულ ბურთს იაპონელები ვერ გაუმკლავდნენ, ქაოსურ სიტუაციაში კი ყველაზე უკეთ ვაინიკოლო გაერკვა, რომელმაც ხაზი გაჭრა და ბურთი დაამიწა მეტოქის ჩათვლის მოედანში. 2 წუთში… Continue reading ფიჯიმ იაპონია გაჭირვებით დაამარცხა
ბრიტანელმა ლომებმა პირველი მოიგეს
სამ.აფრიკა-ბრიტანელი ლომები 17:22 სამ.აფრიკა: ლ – დე კლერკი. 4ს – პოლარდი. ბრიტანელი ლომები: ლ – ქოუან-დიკი. 5ს – ბიგარი (4), ფარელი. გ – ბიგარი კეიპთაუნში ბრიტანელმა ლომებმა სამხრეთაფრიკული ტურნეს პირველი მატჩი ბოკესთან გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში 22:17 გაიმარჯვეს. მატჩის პირველ ტაიმში მასპინძელთა მგეზავის ჰანდრე პოლარდის ოთხ საჯარიმოს ბრიტანელთა მეზავმა დენ ბიგარმა მხოლოდ ერთით უპასუხა… Continue reading ბრიტანელმა ლომებმა პირველი მოიგეს
მიხეილ გაჩეჩილაძე გაზაფხულამდე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრებისა და კრასნოიარსკის ენისესი მესამეხაზელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ ივნისის ბოლოს, ნიდერლანდებთან მატჩში ტრავმა მიიღო და ბორჯღალოსნებს სამხრეთ აფრიკაში ტესტებზე ვერ გაყვა. ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. როგორც კრასნოიარსკის ენისეის ოფიციალური ვებ გვერდი იუწყება ქართველი მესამეხაზელი თამაშს გაზაფხულამდე ვერ შეძლებს. ამრიგად, რუსეთის ჩემპიონატში, რომელიც ამ უქმეებზე იწყება, ენისეის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ქართველი, გარემარბი დავით მესხი ითამაშებს.
შავი ლომი მთლიანად დაკომპლექტდა
ქართულმა ფრანჩაიზმა შავი ლომი, რომელიც სექტემბრიდან რაგბი ევროპის სუპერ თასის გათამაშებაში ჩაერთვება, გუნდის მოთამაშეების წარდგენა დაასრულა. ბოლოს ცნობილი გახდა გარემარბებისა და ფულ ბეკის პოზიციაზე მოთამაშე მორაგბეების ვინაობა. ყველა მათგანი პარალელურად ეროვნული ნაკრების მოთამაშეები არიან. ფრანჩაიზთან კონტრაქტი გააფრომეს გარემარბებმა აკაკი ტაბუცაძემ (ლელო), ალექსანდრე თოდუამ (ყოჩები), სანდრო სვანიძემ (არმაზი), ოთარ ლაშხმა (ლელო) და მირიან მოდებაძემ (აია). ფულბეკად… Continue reading შავი ლომი მთლიანად დაკომპლექტდა
ბორჯღალოსნების კაპიტანი შავ ლომსაც უკაპიტნებს
ქართული ფრანჩაიზი შავი ლომი, რომელიც სექტემბრიდან რაგბი ევროპის სუპერ თასის გათამაშებაში ჩაერთვება, გუნდის მოთამაშეების წარდგენას განაგრძობს. ცხრა ნომრის პოზიციაზე ფრანჩაიზთან კონტრაქტი გააფრომეს თენგიზ პერანიძემ (ლელო) და გიორგი ბეგაძემ (ყოჩები). მგეზავები კი, გიორგი ბაბუნაშვილი (აია) და დავით მოძღვრიშვილი (აკადემია) იქნებიან. დასახელდა ოთხი შუამარბის ვინაობა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, სავარაუდოდ, შავ ლომსაც უკაპიტნებს. გუნდთან ხელშეკრულება გააფორმეს… Continue reading ბორჯღალოსნების კაპიტანი შავ ლომსაც უკაპიტნებს
ბრიტანელი ლომები პირველივე მატჩში გამარჯვებას გეგმავენ
24 ივლისს, კეიპთაუნში სამხრეთ აფრიკის ნაკრები ბრიტანელ ლომებთან სერიის პირველ მატჩს გამართავს. ლომების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გუნდში დაბრუნდა უელსის ნაკრების ვეტერანი მეორეხაზელი ალან ვინ ჯოუნსი, რომელიც ივლისის დასაწყისში იაპონიის ნაკრებთან მატჩში დაშავდა. ბრიტანელი ლომების შემადგენლობაში ექვსი ინგლისელია. სამ-სამი მორაგბე მოხვდა უელსიდან, შოტლანდიიდან და ირლანდიიდან. ბრიტანელი ლომები: 15. სტუარტ ჰოგი,… Continue reading ბრიტანელი ლომები პირველივე მატჩში გამარჯვებას გეგმავენ
ბოკე ლომების წინააღმდეგ დაირაზმა
სამხრეთ აფრიკის ნაკრები შაბათს, 24 ივლისს პირველ მატჩს გამართავს ბრიტანელი ლომების წინააღმდეგ. ბოკეს კორონასაგან განკურნებული რამდენიმე მორაგბე დაუბრუნდა და მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა ლომებთან სათამაშოდ ოპტიმალური შემადგენლობის დაყენება შეძლო. განაცხადში მოხვედრილი 23 მორაგბედან იაპონიაში მსოფლიოს თასის მოგებაში 21-მა მიიღო მონაწილეობა. თვითიზოლაციიდან გუნდს დაუბრუნდნენ სიია კოლიზი, მაკაზოლე მაპიმპი და ოქს ნჩე. ძირითად შემადგენლობის მორაგბეებიდან საქართველოს ნაკრებთან… Continue reading ბოკე ლომების წინააღმდეგ დაირაზმა
შავი ლომის მესამე ხაზი
პირველი ქართული ფრანჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერ თასის გათამაშებაში სექტემბრიდან ჩაერთვება. ამ გუნდის პირველი და მეორე ხაზის შემადგენლობის შესახებ უკვე ვწერდით. ამჯერად, ცნობილი გახდა, რომელი მორაგბეები ითამაშებენ მესამე ხაზში. ყველაზე გამოცდილი შავი ლომის მესამეხაზელებს შორის გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი) იქნება, რომელმაც 2015 და 2019 წლების მსოფლიოს თასებზე იასპარეზა. კრასნოიარსკიდან საქართველოში დაბრუნდა ნიკო აფციაური. სანდრო მამამთავრიშვილი… Continue reading შავი ლომის მესამე ხაზი