ალაფას პირველ ეტაპზე მეშვიდე ვართ

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებმა ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე მოლდოვას ორჯერ მოუგო და მე-7 ადგილი დაიკავა. ხორვატიის დედაქალაქ  ზაგრებში გამართული ტურნირის პირველ მატჩში, მომავალ მესამეადგილოსან შვედეთს ჩვენმა გუნდმა დიდი ბრძოლა გაუმართა, მეორე ტაიმი სრულად მეტოქის ნახევარზე გაატარა და ერთი ლელოც გაიტანა, მაგრამ შესვენებამდე ორი მიიღო და 5:10 დამარცხდა. ბრძოლა იყო პირველ ტაიმში ფინალისტ უკრაინასთან, რომელიც… Continue reading ალაფას პირველ ეტაპზე მეშვიდე ვართ

ბორჯღალოსნები ქალთა უფლებებისთვის ფინანსურ სარგებელზე უარს ამბობენ

ივლისის ტესტმატჩებისას ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას მხარს დაუჭერენ და კვართებზე UN Women-ის (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) წარწერით ითამაშებენ. 2 და 9 ივლისს საქართველოს ნაკრების მეტოქე მსოფლიოს თასის მფლობელი სამხრეთ აფრიკა იქნება და ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება, რადგან გლობალური პანდემის პირობებში, აფრიკელები 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, პირველ (და მეორე) შეხვედრას… Continue reading ბორჯღალოსნები ქალთა უფლებებისთვის ფინანსურ სარგებელზე უარს ამბობენ

ფინალი ქართველების გარეშე

საფრანგეთის ჩემპიონატში ფინალისტები გამოვლინდნენ. გურამ გოგიჩაშვილის და გია ხარაიშვილის რასინგმა ნახევარფინალში სტუმრად წააგო ლა როშელთან – 6:19. პარიზული გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სეზონების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე თანაბრად ძლიერად დაკომპლექტებულია, საფრანგეთის ჩემპიონატში წარმატების მიღწევას ვერ ახერხებს. გოგიჩაშვილი ამ მატჩში თადარიგში იყო და მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა. ხარაიშვილის არ უთამაშია. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ლექსო ყაულაშვილის, ლაშა… Continue reading ფინალი ქართველების გარეშე

ერთი წლით უფროს არგენტინასთან ვერას გახდნენ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში პირველი მატჩი გამართა არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებთან და 10:82 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლით უმცროსი ქართველი მორაგბეები პირველ ტაიმში უდიდეს სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ (75% – 25%), ის მაინც დიდი სხვაობით 3:21 დამარცხდნენ. ჩვენმა მორაგბეებმა დაახლოებით ხუთი საჯარიმო კარში არ დაარტყეს და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც. მეორე ტაიმის დასაწყისი ისევ… Continue reading ერთი წლით უფროს არგენტინასთან ვერას გახდნენ

პრეტორიასა და იოჰანესბურგში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2 და 9 ივლისს სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბოკეს მსოფლიოს თასის მიღმა ვეთამაშებით. მასპინძლება უკვე დაადგინეს ის სტადიონები, რომლებზეც მატჩები გაიმართება. 2 ივლისს სამხრეთ აფრიკას პრეტორიაში, ლეგენდარულ ლოფტუს ვერსფილდზე ვეთამაშებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სტადიონზე გაიმართა 1995 წლის მსოფლიოს თასის ფინალი. 9 ივლისს კი, მატჩი იოჰაესბურგში ემირეითს აირლაინ პარკზე… Continue reading პრეტორიასა და იოჰანესბურგში

დაბრუნება წელიწადნახევრის შემდეგ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ სტელებოშში საერთაშორისო ტურნირის პირველ მატჩს ხვალ, არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ვინაიდან, მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილი აქვს 2022 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი აღადგინოს, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მზადება აქედანვე დაიწყეს. ჩვენს გუნდს, ფაქტობრივად, 18 თვეა არ უთამაშია.   ლადო კილასონია, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: “გვაინტერესებს ვნახოთ სად არის საერთაშორისო რაგბი და სად… Continue reading დაბრუნება წელიწადნახევრის შემდეგ

ახალი ტურნირი – რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი

კელტთა ლიგამ, იგივე პრო14-მა არსებობა შეწყვიტა. მის ნაცვლად დაარსდა ახალი საკლუბო რაგბის ტურნირი, რომელსაც რაგბის გერთიანებული ჩემპიონატი დაერქვა. მასში მონაწილეობას კელტთა ლიგაში მოასპარეზე გუნდებთან ერთად სამხრეთაფრიკული ფრანჩაიზები, პრეტორიის ბლუ ბულზი, ბლუმფონტეინის ნატალ შარქსი, კეიპთაუნის სტორმერზი და იოჰანესბურგის ლაიონზი მიიღებენ. ტურნირი 2021 წლი სექტემბერში დაიწყება და 2022 წლის ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება. 2022 წლიდან კი, სამხრეთაფრიკულ… Continue reading ახალი ტურნირი – რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი

ბორჯღალოსნების რიგებში შვიდი დებიუტანტია

საქართველოს ნაკრების გაფართოებულმა  37-კაციანმა შემადგენლობამ ზაფხულის ტესტებისთვის მზადება მარტყოფის ბაზაზე დაიწყო. 26 ივნისს საქართველო 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ნიდერლანდებს თელავში უმასპინძლებს. 2 და 9 ივლისს ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს თასის მფლობელ ბოკეს ეთამაშებიან. 17 ივლისს დინამო არენაზე შოტლანდიას დავუხვდებით. ის ჯერჯერობით ტიერ1-ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოში მეორედ ჩამოდის. გაფართოებულ რაზმში შვიდი დებიუტანტია.… Continue reading ბორჯღალოსნების რიგებში შვიდი დებიუტანტია

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის 30 მორაგბე შეარჩია, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ გაემგზავრნენ. შეჯიბრება 18 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. მასში ოთხი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და თითოეულ მათგანს ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს. უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივნისს არგენტინას ეთამაშებიან, 23 ივნისს ურუგვაის, ხუთ დღეში კი, მასპინძელ სამხრეთ აფრიკას. მეოთხე შეხვედრა 3… Continue reading უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ

რაგბის კავშირს ახალი სპონსორი ყავს

სპორტული ეკიპირების წამყვანი იტალიური მწარმოებელი მაკრონი (MACRON) საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა.   ხუთწლიანი ხელშეკრულების თანახმად, მაკრონი საქართველოს რაგბის კავშირს ყოველწლიურად უფასოდ მიაწვდის სრულ სანაკრებო ეკიპირებას (ღირებულება 300 ათას ევროს შეადგენს) და ტექნიკურ საშუალებებს ეროვნული, ასაკობრივი, შვიდკაცა რაგბის ქლთა და ვაჟთა ნაკრებებისთვის. ასევე პირველი ქართული ფრანჩაიზისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პირობები რაგბის კავშირს აქამდე არასდროს ქონია.… Continue reading რაგბის კავშირს ახალი სპონსორი ყავს