რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, რომელიც იმავდროულად 2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა, პორტუგალიის ნაკრებმა სტუმრად, ამსტერდამში ითამაშა ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ და 61:28 დაამარცხა. პორტუგალიამ მეტოქეს 9 ლელო გაუტანა. აქედან რვა გარემარბების ანგარიშზეა. რაფაელე სტორტიმ ხუთი ლელო მიითვალა, როდრიგო მარტას ანგარიშზე კი, სამი ლელოა. ერთიც შერკინების კვაჭმა მაიკ ტაჯერმა გგაიტანა. პორტუგალიელებმა ოთხი მატჩი… Continue reading პორტუგალიამ მოიგო, ესპანეთი-რუსეთი გადაიდო
Category: რაგბი
ფენომენალური დენ კოულზი და „ALL BLACKS”-ის დამაჯერებელი გამარჯვება ფიჯისთან
ახალი ზელანდიის ნაკრებმა დინედინში უმასპინძლა ფიჯის ნაკრებს და მეტოქე 57:23 დაამარცხა. „ALL BLACKS”-მა სტუმრებს 9 ლელო დაუდო, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას იყო მომენტები, როდესაც ფავორიტებს საკმაოდ გაუჭირდათ. შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა, როდესაც შეტევაზე წასულმა ახალმა ზელანდიამ რაქში თამაშის წესი დაარღვია და დაჯარიმდა. ფიჯის „ათიანმა“ ბენ ვოლა ვოლამ მარჯვენა კუთხიდან ზუსტად შეასრულა დარტყმა და 0:3. „ALL… Continue reading ფენომენალური დენ კოულზი და „ALL BLACKS”-ის დამაჯერებელი გამარჯვება ფიჯისთან
რაგბი და ოლიმპიური თამაშები
ოლიმპიური თამაშები კარს მოგვადგა. ტოკიოში ის შარშან, 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიტანეს და წლეულს აუცილებლად ჩატარდება. ოლიმპიადის პროგრამაშია რაგბიც, უფრო სწორად კი, შვიდკაცა რაგბი. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ რაგბი ოლიპიადის პროგრამაში ჯერ კიდევ მეორე თამაშებზე იყო ჩართული, რომელიც პარიზში 1900 წელს გაიმართა. ოღონდ არა შვიდკაცა რაგბი, არამედ ჩვეულებრივი, ეგრეთწოდებული კლასიკური რაგბი.… Continue reading რაგბი და ოლიმპიური თამაშები
ქართველი მორაგბე, საბა ფესვიანიძე, კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
20 წლის მორაგბე, საბა ფესვიანიძე, კარიერას საფრანგეთის ნასიონალ ლიგაში გააგრძელებს. საბამ ანგულემის კლუბ Soyaux Angoulême XV Charente-თან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფესვიანიძე აქამდე ლიდერბეთის დიდ 10-ში, თბილისის აკადემიის ღირსებას მეორე ხაზელის პოზიციაზე იცავდა. “წარმოუდგენლად გამიხარდა, საფრანგეთში უკვე დაწყებულია მოსამზადებელი ეტაპი და ასე გვიან აღარ ველოდი პასუხს. ფაქტობრივად ორი წელია რაც პროფესიონალურად გავაგრძელე რაგბის თამაში… Continue reading ქართველი მორაგბე, საბა ფესვიანიძე, კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
შოტლანდიასთან ტესტი გაუქმდა
სამწუხაროდ, 17 ივლისს დინამო არენაზე შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩი აღარ შედგება. მიზეზი COVID 19-ია, რომელმაც მანამდე სამხრეთ აფრიკასთან 9 ივლისს გასამართი მეორე შეხვედრა ჩაშალა. გამოკვლევების შედეგად ბორჯღალოსნების ბანაკში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ინფიცირებული წევრების მდგომარეობაც სტაბილურია. შინ დაბრუნებული, არაინფიცირებული ბორჯღალოსნები 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა იყვნენ და ამ პერიოდში ვერც ვარჯიშს შეძლებენ, რაც… Continue reading შოტლანდიასთან ტესტი გაუქმდა
ბუდაპეშტში ერთი ცვლილებით
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრები ხვალ და ზეგ რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ითამაშებს. პირველ, ზაგრების ეტაპზე ჩვენმა გოგონებმა მოლდოვა ორჯერ დაამარცხეს და მე-7 ადგილი დაიკავეს. ხორვატიაში არ უთამაშიათ დანიისა და ნორვეგიის გუნდებს. თუმცა, ამჯერად ისინი ტურნირზე დაბრუნდნენ. 10 ივლისს ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები თასის ნახევარფინალში იბრძოლებენ, მესამე-მეოთხე მე-5-მე-8 ადგილებისთვის, ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები… Continue reading ბუდაპეშტში ერთი ცვლილებით
ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი
პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი “შავი ლომი” სექტემბრიდან ახალ საკლუბო ტურნირში, ევროპის სუპერთასის გათამაშებაში ჩაერთვება, რომელიც რაგბი ევროპის ეგიდით ტარდება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც კლუბები, ასევე ფრენჩაიზები. უკვე ცნობილია, რომ პირველი სუპერთასისთვის რვა გუნდი იბრძოლებს – თითო საქართველოდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, ისრაელიდან და ორი რუსეთიდან. პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდები რეგიონალური პრინციპით ორ კონფერენციად… Continue reading ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი
სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტი გაუქმდა
სამწუხაროდ, ბორჯღალოსნებსა და სპრინგბოქსს შორის 9 ივლისს გასამართი სერიის მეორე მატჩი COVID 19-ის გამო გაუქმდა. გეგმიურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე ნაკრების ბანაკში ვირუსის არსებობა დააფიქსირა. პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოებას ემსახურება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და იოჰანესბურგში თამაში აღარ შედგება. მიუხედავად იმისა, რომ COVID 19 ბორჯღალოსნების ბანაკშიც დაფიქსირდა, გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე… Continue reading სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტი გაუქმდა
ბოკესთან მეორე ტესტი შესაძლოა ჩაიშალოს
გუშინ კორონავირუსის ტესტზე დაებითი პასუხი სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელ ლუდ დე იაგერს მოუვიდა და მთელი გუნდი იზოლაციაში გადავიდა. დღეს განმეორებითმა ტესტმა კიდევ უფრო მეტი დაინფიცირებული გამოავლინა. კოვიდი შეეყარათ მორაგბეებს მარვინ ორის, ფრანსუა სტეინს, ფრანს მალერბეს და ჰენდრე პოლარდს. ასევე სტაფის ექვს წევს, მათ შორის მთავარ მწვრთნელ ჟაკ ნიენაბერს. ტესტზე ოთხი დადებით პასუხი მივიდა საქართველოს ნაკრების… Continue reading ბოკესთან მეორე ტესტი შესაძლოა ჩაიშალოს
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მესამე ადგილი დაიკავეს
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბოლო, მესამე ადგილისთვის მატჩში ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებს 20:8 სძლია. ქართველმა მორაგბეებმა მეტიქეს სამი ლელო გაუტანეს და საპასუხოდ მხოლოდ ერთი მიიღებს. ტურნირი კი, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში არგენტინელი თანატოლები დაამარცხა -27:9. საქართველო v ურუგვაი 20:8 საქართველო: 15. გიორგი ნავროზაშვილი, 14.… Continue reading უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მესამე ადგილი დაიკავეს