დღე მეთოთხმეტე: ტოჩინოშინი ცურუგიშოს შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-14 დღეს, ტოჩინოშინი ცურუგიშოს შეერკინა. რიკიშები აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შერკინებოდნენ, სადაც გამარჯვება ჩვენებურს 3-ჯერ დარჩა. ეს გასაკვირიც არაა, რადგან ორივეს ჭიდაობა მავაშიში უყვარს. საბედნიეროდ, ქართველმა დღესაც მოიგო.  თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახების) შემდეგ, ტოჩინოშინმა მავაში აიღო, პოზიცია დაიკავა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია. ბალანსი – 6:8 ლევანი ახლა მერვე მაეგაშირაა, ხვალ თუ მოიგებს, სავარაუდოდ, მხოლოდ 1… Continue reading დღე მეთოთხმეტე: ტოჩინოშინი ცურუგიშოს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა.   ქართველმა რიკიშიმ მაკე-კოში (უარყოფითი ბალნსი) უკვე დააფიქსირა, თუმცა ის რაც უფრო მცირე იქნება, მით ნაკლებად დაქვეითდება.   საბედნიეროდ, დღევანდელი ორთაბრძოლა  ქართველის გამარჯვებით დასრულდა. ლევანმა ბრწყინვალე უვატენაგე შემოგვთავაზა.   ტოჩინოშინის ბალანსი 5:7   ხვალ ცურუგიშოა    

დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინი ჰირადოუმის შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი ჰირადოუმის შეერკინა. რიკიშებისთვის, ეს ისტორიაში პირველი დაპირისპირება იყო. ამ ორთაბრძოლამდე, ლევანი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) ზღვარზე იყო, ჰიდანოუმის კი 5 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა. სამწუხაროდ, ლევანი დამარცხდა. შერკინება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ქართველს გამარჯვება შეეძლო, თუმცა, ჰირადოუმი სიტუაციაში უკეთ გაერკვა და იორიკირის კიმარიტეთი მოიგო. ლევანის ბალანსი: 4:8 ხვალ ოკინოუმია  

დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი რიუდენს შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი რიუდენს შეერკინა. რიკიშებისთვის ეს რიგით მეშვიდე დაპირისპირება იყო, ურთიერთშეხვედრებში კი რიუდენი იგებდა – 4:2. ამ ბაშოზეც, იაპონელი უკეთეს ფორმაში ჩანდა, რადგან 6 გამარჯვება ჰქონდა, ქართველს კი 4. ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, ორივეს მავაშის აღება უყვარს, აიღეს, თუმცა ვინც უკეთეს ფორმაში არის, იმან მოიგო – ამ შემთხვევაში, რიუდენმა. ტოჩი ხვალ ჰირადოუმის შეხვდება. რიკიშები… Continue reading დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი რიუდენს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეათე: ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-10 დღეს, ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა. რიკიშები ერთმანეთს 11-ჯერ შეხვედროდნენ, სადაც 7-ჯერ ლევანმა იმარჯვა, 4-ჯერ კი – სადანოუმიმ. რაც შეეხება ამ ბაშოს, ქართველს 4 გამარჯვება და 5 მარცხი ჰქონდა, იაპონელს კი – 5 მოგება და 4 მარცხი. სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ტოჩინოშინის არ იყო. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკების) შემდეგ, ინიციატივა და პოზიცია სადანოუმიმ მოიპოვა, ლევანის მავაში აიღო,… Continue reading დღე მეათე: ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა [ვიდეო]

დღე მეცხრე: ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა. ქართველი სუმოტორი მოწინააღმდეგეს ურთიერთშეხვედრებში 4:0-ს უგებდა და ახლაც დიდი იმედი გვქონდა, რომ ტენდენცია გაგრძელდებოდა. საბედნიეროდ, ლევანის დომინაცია ძალაშია. დაძაბულ და ინტენსიურ ორთაბრძოლაში, ტოჩინოშინმა მავაში მოიგდო და უვატენაგეს კიმარიტეთი გაიმარჯვა. ხვალ ჩვენებური სადანოუმის შეხვდება. ლევანი მოწინააღმდეგეს 7:4-ს უგებს.

დღე მერვე: ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მერვე დღეს, ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა.   რიკიშები აქამდე ერთადერთხელ შეხვედროდნენ, სადაც გამარჯვება ქართველს დარჩა.   რაც შეეხება ამ ბაშოს, ლევანის ბალანსი 3 მოგება და 4 მარცხი იყო, იაპონელისა კი – 5 მოგება და 2 მარცხი.   სამწუხაროდ, ეს დღე ტოჩინოშინის არ იყო. პოზიციისთვის ბრძოლაში, ნიშიკიფუჯიმ აშკარად იმარჯვა, ლევანი გამართა, ღრმა მოროზაშიში (ხელებით იღლიების… Continue reading დღე მერვე: ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა [ვიდეო]

დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი ვაკამოტოჰარუს შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-7 დღეს, ტოჩინოშინი ვაკამოტოჰარუს შეერკინა. აქამდე, რიკიშები ერთმანეთს 3-ჯერ შერკინებოდნენ, სადაც ქართველს 2 გამარჯვება დარჩა, იაპონელს კი – 1.   საბედნიეროდ, ლევან გორგაძემ მეტოქესთან უპირატესობა განიმტკიცა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახება) შემდეგ, მოწინააღმდეგე ინერციაზე დაიჭირა და დოჰიოს ჰიკიტოშის კიმარიტეთი დასცა.   ბალანსი: 3 მოგება და 4 მარცხი   ხვალ ნიშიკიფუჯია.      

დღე მეექვსე: ტოჩინოშინი ტაკანოშოს დაუპირისპირდა [ვიდეო]

აკი ბაშოს მეექვსე დღეს, ტოჩინოშინი ტაკანოშოს შეერკინა. რიკიშები ერთმანეთს 5-ჯერ შერკინებოდნენ და იაპონელის უპირატესობა თვალსაჩინო იყო – 4:1. რაც შეეხება ამ ბაშოს, ჩვენებურს 2 მოგება და 3 მარცხი ჰქონდა, ტაკანოშოს კი 3 მოგება და 2 მარცხი. სამწუხაროდ, ტენდენცია გაგრძელდა, ტაკანოშომ თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახების შემდეგ) ლევანს უკან დაახევინა, გამართა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია. ტოჩინოშინის ბალანსი –… Continue reading დღე მეექვსე: ტოჩინოშინი ტაკანოშოს დაუპირისპირდა [ვიდეო]

დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ენდოს შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-5 დღეს, ტოჩინოშინი ენდოს შეერკინა. ამ ორთაბრძოლამდე, რიკიშები ერთმანეთს 17-ჯერ შეხვდროდნენ, აქედან 8 ჩვენებურმა მოიგო, 9 კი – იაპონელმა. სამწუხაროდ, თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახების) შემდეგ, ენდო მოროზაშიში (ხელებით იღლიების ქვეშ) აღმოჩნდა, სერიოზული უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია. ლევანის ბალანსი – 2 მოგება და 3 მარცხი. გუშინ გამარჯვება რომ არ წაერთვათ, ქართველს ახლა დადებითი… Continue reading დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ენდოს შეერკინა [ვიდეო]