AS: გვარდიოლა პსჟ-ს ჩაიბარებს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პეპ გვარდიოლა 2023 წელს პსჟ-ს ჩაიბარებს. ამის შესახებ AS-მა დაწერა. აღნიშნული წყარო იუწყება, რომ პოჩეტინო გუნდში კიდევ ერთი წელი დარჩება, არგენტინელს კლუბის ხელმძღვნაელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს და მის გაშვებას ჯერ არ გეგმავენ, შემდეგ კი ფრანგთა მესაჭე პეპი გახდება. პსჟ-მ ლიგა 1 მოიგო. გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი კანდიდატიც იყო, თუმცა რეალთან… Continue reading AS: გვარდიოლა პსჟ-ს ჩაიბარებს

დალიე, ჯეკ 2

Manchester City's Jack Grealish (left) and Kyle Walker during the Premier League trophy parade in Manchester. Picture date: Monday May 23, 2022. PA Photo. See PA story SOCCER Man City. Photo credit should read: David Davies/PA Wire. RESTRICTIONS: Use subject to restrictions. Editorial use only, no commercial use without prior consent from rights holder.

ლურჯი მანჩესტერი ზეიმობს. ჩემპიონმა სიტიმ ქალაქის ქუჩები გადახდილი ავტობუსით მოიარა. ფეხბურთელები ლუდს წრუპავდნენ და გარშემო შეკრებილ ქომაგებს შამპანურით წუწავდნენ. ჯეკ გრილიშმა გუშინ თქვა, სამი დღე არ გამოვფხიზლდებიო და დანაპირებს ასრულებს. მალე 100-მილიონიანი შენაძენი შეზარხოშდა და აცეკვდა, მას პარტნიორებიც აჰყვნენ. სხვათა შორის, მათ უკვე მომავალი სეზონისთვის შეკერილი რეტრო-დიზაინის მაისურები ეცვათ. დამრიგებელი პეპ გვარდიოლა კი თავის თანაშემწეებთან… Continue reading დალიე, ჯეკ 2

საქართველოს ნაკრებებს ახალი ფორმები და ახალი ლოგო აქვს (ფოტოები)

საქართველოს ნაკრებს ახალი ფორმები და ახალი გერბი აქვს. აღსანიშნავია, რომ ფორმების ერთი კომპლექტით ითამაშებენ როგორც ეროვნული გუნდი, ასევე ასაკობრივი ნაკრებები. ფორმები და გერბი დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა წარადგინეს. „ახალ ეტაპზე გადასასვლელად, უპირველესად, არსებული პრობლემების გაანალიზება, მისი მიზეზების ძებნა და გადაჭრის გზების ძიებაა საჭირო. მთავარი შეცდომა, რომელიც წარმატების მიღწევაში გვიშლის ხელს ისაა, რომ მუდამ სხვაგან ვეძებდით და ვეძებთ პრობლემას. გვავიწყდება ის, რომ საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა – ვაკეთებ მე ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემი გუნდი, ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს? არ უნდა გვეშინოდეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, არ უნდა გვეგონოს, რომ სხვა გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არამედ ჩვენვე უნდა ვიყოთ მუდამ ჩვენი შესაძლებლობის ზღვარზე და თუ თითოეული ჩვენგანი ამ იდეით გაერთიანდება, სწორედ ეს განსაზღვრავს შემდგომ ჩვენ წარმატებას. ჩვენი ახალი ლოგო და სლოგანიც ამ ფილოსოფიას ატარებს –  “მე ვარ საქართველო” – ვიაზრებ ჩემს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, იმას, რომ მე უნდა გავაკეთო ჩემი საქმე. მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელად გვჯეროდეს ამ სიტყვების, ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულები და ვთქვათ, რომ დიახ, სწორედ მე ვარ საქართველო, მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ ეს გუნდი, ეს ქვეყანა წარმატებული იქნება.“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.  „ჩვენი პრობლემა მუდამ ის იყო, რომ ვერ გადაგვქონდა ფეხბურთელების ინდივიდუალური  წარმატება გუნდურ წარმატებაში. ვერ შევძელით გაგვეერთიანებინა ჩვენი სიძლიერე. ვფიქრობ, ყველა ძლიერი გუნდის უკან ძლიერი ფილოსოფია და იდეოლოგია დგას, რომელიც უნდა აერთიანებდეს ბავშვთა ფეხბურთს, ქალთა, ასაკობრივ და ეროვნულ გუნდებს. ამის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.… Continue reading საქართველოს ნაკრებებს ახალი ფორმები და ახალი ლოგო აქვს (ფოტოები)

კავანიმ ფანებს შუა თითი უჩვენა (+video)

ედინსონ კავანიმ მანჩესტერ იუნაიტედის ფანებს შუა თითი უჩვენა. ეს კრისტალ პალასთან 0:1 წაგებული მატჩის მერე. კავანიმ ბოლოჯერ ითამაშა მანჩესტერში – გუნდიდან მიდის. თამაშის შემდეგ ურუგვაელი კლუბის ავტობუსისკენ მიდიოდა და გარშემო ფანები იყვნენ შეკრებილნი. ეტყობა, კავანის რაღაც უხეშად უთხრეს და ფეხბურთელმაც შუა თითი უჩვენათ. მერე კი ავტობუსში ავიდა. თუმცა პრესამ ისიც ივარაუდა, რომ იქ კრისტალ პალასის… Continue reading კავანიმ ფანებს შუა თითი უჩვენა (+video)

მბაპე: სამშობლო მეძახდა…

PARIS, FRANCE - FEBRUARY 26: Kylian Mbappe of Paris Saint Germain celebrates after scoring his team's first goal during the Ligue 1 Uber Eats match between Paris Saint Germain and AS Saint-Etienne at Parc des Princes on February 26, 2022 in Paris, France. (Photo by Tnani Badreddine/Quality Sport Images/Getty Images)

  პსჟ-ის ფორვარდმა, კილიან მბაპემ პსჟ-ში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რეალში რატომ არ გადავიდა „წინადადება მივიღე და გავაანალიზე. პირველ ყოვლისა, იმ სიყვარულისა და სიმპათიისთვის, რომელიც მადრიდიდან მივიღე, ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი სახელი რეალს დაუკავშირეს – ასეთ კლუბსა და გულშემატკივრებს. მესმის, რომ ისინი იმედგაცრუებულნი არიან, ეს ნორმალურია. ამაზე რეაქცია არ მაქვს:… Continue reading მბაპე: სამშობლო მეძახდა…

“ოღონდ მოვიდეს! დიბალას ჩემს ათიანს გადავცემდი…”

პაულო დიბალა, შესაძლოა, რომაში გადავიდეს. არგენტინელი შემტევი იუვენტუსში ბოლო დღეებს ითვლის და თავისუფალი აგენტი ხდება. დიბალას რომაში მისვლა ფრანჩესკო ტოტისაც სურს! არა მხოლოდ სურს, აი რა თქვა ტოტიმ… (ჟურნალისტ სესარ მერლოს Twitter) „დიბალას სიამოვნებით გადავცემდი ჩემს 10-ნომრიან მაისურს. მთავარია, მან სურვილი გამოთქვას. თუმცა  მაისურის ამბავი ჩემი გადასაწყვეტი არაა. …ვნახოთ, შევძლებ თუ არა დიბალას დარწმუნებას. ვეცდები.… Continue reading “ოღონდ მოვიდეს! დიბალას ჩემს ათიანს გადავცემდი…”

დაივიწყეთ პასპორტი!

სიტყვა „ბებერი“ ფეხბურთში აღარ არსებობს. რაც წლები გადის, მით უფრო იცვლება  ასაკობრივი პიკი მსოფლიო ფეხბურთში… ძველი თაობის გულშემატკივრები უფრო შეატყობენ, რამხელა სხვაობაა. ის, რასაც კარიმ ბენზემა აკეთებს, ყველა საზღვარს სცდება. ლუკა მოდრიჩიც სალამს გვითვლის მადრიდიდან. რონალდუ-მესიზე აღარ გვაქვს საუბარი. უბრალოდ, აქ ისეთებზე ვწერთ, რომლებსაც 30-ს მერე დაუდგათ პიკი. ჩვენს ბავშვობაში როგორ იყო? ფეხბურთელი 30 წლის… Continue reading დაივიწყეთ პასპორტი!

ნეფთჩის ქეცბაიას დანიშვნა სურს – თემურმა ბაქოელებს პირობები წაუყენა

აზერბაიჯანულ პრესაში საინტერესო ცნობა გავრცელდა. PROTATHLIMA-ს ინფორმაციით, ბაქოს ნეფთცის ხელმძღვანელებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას დანიშვნა სურთ. ისიც ითქვა, რომ მხარეებს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა. აზერბაიჯანული პრესის ცნობით, ნეფთჩის გულშემატკივრებს ქეცბაიას კანდიდატურა მოსწონთ. ისიც ცნობილია, რომ თემურმა ბაქოელებს თავისი პირობები წაუყენა. ქეცბაიას სურს, რომ ნეფთჩის წლიური ბიუჯეტი 20 მილიონი ევრო იყოს, რათა ყარაბაღს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში… Continue reading ნეფთჩის ქეცბაიას დანიშვნა სურს – თემურმა ბაქოელებს პირობები წაუყენა

მბაპე: ფული არ მადარდებს…

კილიან მბაპემ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც რეალში არ გადავიდა და პსჟ-ში დარჩა –          იმ ადამიანებს რას ეტყოდით, ვინც ფიქრობს, რომ ფულის გამო დარჩით? –          ცოტათი მოწყენილი ვარ, რადგან კარიერის დასაწყისში ყველას ვაჩვენე რომ მოთმინების უნარი მაქვს. ყოველთვის ფეხბურთზე, ტიტულებზე, მნიშვნელოვან მატჩებზე ვსაუბრობდი და არა ფულზე.           ხალხს რაც უნდათ თქვან,… Continue reading მბაპე: ფული არ მადარდებს…

მორიგი ტრანსფერი? – რეალს საუკეთესო სურს

მადრიდის რეალს კილიან მბაპეს ტრანსფერი ჩაეშალა. ფრანგმა შემტევმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააგრძელა და მადრიდელები მის ნაცვლად სხვა შემტევს ეძებენ. Marca-ს ინფორმაციით, რეალის ახალი სამიზნე მილანის შემტევი რაფაელ ლეაოა. პორტუგალიელს იტალიურ გრანდში შესანიშნავი პერიოდი უდგას და გასაკვირი არაა, რომ მისდამი დიდი ინტერესია. 22 წლის ფეხბურთელმა როსონერის რიგებში ამ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი… Continue reading მორიგი ტრანსფერი? – რეალს საუკეთესო სურს