ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი: პენალტები ლატარეაა და ჩვენ წაგებული ბილეთი ამოვიღეთ

ევროპა ლიგის ფინალში რეინჯერსი აინტრახტს შეხვდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი შოტლანდიელებმა 4:5 წააგეს. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა ისაუბრა. “პენალტები ყოველთვის ლატარეაა და დღეს წაგებული ბილეთი ამოვიღეთ. ჩემი ფეხბურთელების თავდადებით კმაყოფილი ვარ. ფინალი არის მოგონება, რომელიც ყოველთვის გემახსოვრება. ეს ძალიან მტკივნეულია. ფეხბურთელობისას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგე და არ… Continue reading ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი: პენალტები ლატარეაა და ჩვენ წაგებული ბილეთი ამოვიღეთ

ისტორია პირლოზე… “ბურთით მაოცებ. როგორი ხარ უბურთოდ?”

მოსიარულე ტვინი 43 წლის გახდა. მისი თამაშის ყურება სიამოვნება იყო და მთელ მოედანზე ახდენდა გავლენას. თითქოს იფიქრებდი, ბევრს არ დარბის და დიდ დიაპაზონზე არ მუშაობსო, მაგრამ ეს ნიღაბი იყო – ანდრეა პირლო თამაშს აკონტროლებდა ერთი თვალის გავლებით, ერთი პასით. პირლოს დაბადების დღეა და ერთ მომენტს ამოვჭრით მისი კარიერიდან. უფრო სწორად, რას ჰყვება პირლოზე კარლო მაცონე…… Continue reading ისტორია პირლოზე… “ბურთით მაოცებ. როგორი ხარ უბურთოდ?”

ნერვების ომი – აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო

BARCELONA, SPAIN - APRIL 14: Filip Kostic of Eintracht Frankfurt celebrates after scoring their sides first goal during the UEFA Europa League Quarter Final Leg Two match between FC Barcelona and Eintracht Frankfurt at Camp Nou on April 14, 2022 in Barcelona, Spain. (Photo by David Ramos/Getty Images)

ფრანქფურტის აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო, გერმანელებმა ფინალში გლაზგოს რეინჯერსი დაამარცხეს. სანჩს პის ხუანზე გამართული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტებში კი აინტრახტმა 5:4 გაიმარჯვა. მატჩის უმეტესი ნაწილი აინტრახტის უპირატესობით წარიმართა. გერმანელები უფრო მეტად უტევდნენ და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს პირველ რიგში აინტრახტი იყო. აღსანიშნავია, რომ აინტრახტმა ევროპა ლიგის… Continue reading ნერვების ომი – აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო

კრიშტიანუ ხალხში

ჩეშირის მაცხოვრებლები შოკირებულნი დარჩნენ, როცა მათ ჯანმრთელობის ცენტრში მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ დაინახეს. პორტუგალიელი იქ ჯორჯინა როდრიგესთან და უმცროს კრიშტიანუსთან ერთად მისულიყო. გაირკვა, რომ რონალდუს აბონემენტი უყიდია, რომელიც კვირაში 255 გირვანქა ღირს და სავარჯიშოდ მისვლას ხშირად აპირებს. კლუბი Cpase ჩეშირის რაიონ კნუტსფორდში მდებარეობს და იქ ჩვეულებრივი მოკვდავნიც იკაჟებენ ჯანმრთელობას.

ნაკერები

ინგლისურ ჩემპიონშიფში, სადაც ჩვენი შოთა არველაძის ჰალ სიტიც თამაშობს, ფლეი-ოფების დრო დადგა. ორი გამარჯვებული (ფულემი და ბორმნუთი) უკვე ცნობილია. გასარკვევია  მესამე გუნდი, რომელიც პრემიერლიგაში აღზევდება. გადამწყვეტ მატჩში, 29 მაისს უემბლიზე ნოტინგემ ფორესტი ჰადერსფილდს შეხვდება. ნახევარფინალში კი მეტყევეებმა ორი მატჩის ჯამში შეფილდ იუნაიტედი დაამარცხეს. ბოლოს საქმე მატჩისშემდგომ პენალტებამდე მივიდა და როცა ყველაფერი ნოტინგემელთათვის სასარგებლოდ დამთავრდა, მაყურებელი… Continue reading ნაკერები

სევილიაში გლაზგო ათუხთუხდა

დღეს საღამოს ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს სევილიაში რეინჯერსი და აინტრახტი დაუპირისპირდებიან. ქალაქში კი უკვე გუშინ დიდი მხიარულება იყო. თუმცა ქომაგები მთელი მსოფლიოდან ისევ ემატებიან და ემატებიან. ვარაუდობენ, რომ მატჩის დაწყებისთვის ქალაქში დაახლოებით 100 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბება. რეინჯერსის ფანები დროს უქმად არ კარგავენ. უკვე მოედნენ ადგილობრივ ბარებსა და რესტორნებს. სევილიაში შესანიშნავი ამინდია და ფანტანებში ჭყუმპალაობასაც არ… Continue reading სევილიაში გლაზგო ათუხთუხდა

ვინ მიჰყავს ტენ ჰაგს აიაქსიდან?

    ტელეგრაფის ინფორმაციით, ამ ზაფხულს, მანჩესტერი ლისანდრო მარტინესის შეძენას შეეცდება.   მოგეხსენებათ, ნიდერლანდური გრანდის მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი მომავალ სეზონში მანკუნიელებს უთავკაცებს. მას სურს, რომ დაცვა მოძრავ და სწრაფ მცველებზე ააშენოს, მარტინესი კი ამისთვის იდელაური ვარიანტია. აიაქსი ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს წინადადებას ელოდება.   ტენ ჰაგის ინტერესი მხოლოდ ლისანდრო არ არის, ის, აქისის… Continue reading ვინ მიჰყავს ტენ ჰაგს აიაქსიდან?

კაცი მანჩესტერიდან – მოურინიოს ყოფილი შეგირდი სურს

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა კარიერა შესაძლოა სერია ა-ში გააგრძელოს. ნიკოლა სკირას ინფორმაციით, სერბის დამატება რომას სურს. მეტიც, 33 წლის ნახევარმცველით პირადად ჟოზე მოურინიო არის დაინტერესებული. რომას საქმეს ისიც გაუადვილებს, რომ მატიჩს მანჩესტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ბრიტანელები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებენ. მატიჩი მანჩესტერში სწორედ მოურინიოს მწვრთნელობის დროს მივიდა. პორტუგალიელის ოლდ ტრაფორდზე ყოფნისას,… Continue reading კაცი მანჩესტერიდან – მოურინიოს ყოფილი შეგირდი სურს

პირველი გეი

ასეთი რამ დიდ ბრიტანეთში არ მომხდარა, როდესაც აქტიურ პროფესიულ ფეხბურთში ვინმეს არატრადიციული ორიენტაცია ეღიარებინოს. დიახ, ბლეკპულის 17 წლის ფორვარდმა, ჯეიკ დენიელსმა ღიად თქვა, რომ გეია. „ამ ნაბიჯზე დიდ ხანს ვფიქრობდი და ვგრძნობ, რომ დრო მოვიდა. მზად ვარ ჩემი თავი ვიყო, გავთავისუფლდე და ვირწმუნო. დიდი ხნის განმავლობაში სიცრუეში ვცხოვრობდი. ვფიქრობდი, რომ ასაკი მომემატებოდა, მეგობარ გოგონას გავიჩენდი და… Continue reading პირველი გეი

ლევანდოვსკიმ ახალი კონტრაქტი შეათანხმა

რობერტ ლევანდოვსკიმ ბარსელონასთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. პოლონელი ფორვარდი ესპანურ გრანდთან ხელშეკრულებას 2025 წლამდე დათანხმდა. ინფორმაცია ნიკოლა სკირამ გაავრცელა. ახლა მხოლოდ ბარსელონასა და ბაიერნს შორის შეთანხმებაღაა დარჩენილი და ტრანსფერი დაიხურება. შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის დამატება პსჟ-ს და ჩელსისაც სურდათ, თუმცა როგორც ხედავთ პოლონელმა გოლეადორმა არჩევანი ბლაუგრანაზე შეაჩერა. ლევანდოვსკი ბაიერნში 2014 წლის ზაფხულიდან თამაშობს და გუნდთან ერთად ყველა… Continue reading ლევანდოვსკიმ ახალი კონტრაქტი შეათანხმა