უმაღლესი დონე – საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა – 1:0 [ვიდეო]

საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები ერთმანეთს როცა ხვდებიან, ეს უკვე უმაღლესი დონის ფეხბურთის გარანტიაა.   გუნდებმა მატჩის წინ რა დაგეგმეს, სტარტზევე გამოჩნდა. ბუნდესმანშაფტს ბურთი ჰქონდა, საფრანგეთი კი ფონს გასვლას კონტრ-შეტევებზე ცდილობდა. პირველ ნახევარში, გერმანიას ორი კარგი სტანდარტი ჰქონდა, თუმცა კარში დარტყმა ვერ მოახერხა. რაც შეეხება საფრანგეთს,  სახიფათოდ ჯერ მბაპე ურტყამდა, მე-20 წუთზე კი ჰუმელსმა ერნანდესის ჩაწოდებული… Continue reading უმაღლესი დონე – საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა – 1:0 [ვიდეო]

პორტუგალიამ უნგრეთი ბოლოსღა გატეხა, მაგრამ 3:0 მოუგო [ვიდეო]

“სიკვდილის ჯგუფის” სენსაციურად დაწყებას ბევრი არაფერი აკლდა, 84-ე წუთამდე პორტუგალია უნგრეთს ვერ უგებდა. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესწილად გულშემატკივრების დამსახურება იყო, რადგან “პუშკაშ არენა” სრულიად სავსე იყო და საკუთარ ნაკრებს მხარს ბოლომდე უჭერდნენ.   უნგრეთს ბოლომდე გაძლება სჭირდებოდა, ერთი რომ გაეშვა, ყველაფერი გადაწყვეტილი იქნებოდა. ასეც მოხდა, 84-ზე გერერომ გაიტანა, შემდეგ ორიც რონალდუმ მიამატა და პორტუგალიამ… Continue reading პორტუგალიამ უნგრეთი ბოლოსღა გატეხა, მაგრამ 3:0 მოუგო [ვიდეო]

გრილიში დაჯდა

ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე ჯეკ გრილიში საერთო ჯგუფს გამოაკლდა და ინდივიდუალურად ემზადებოდა ფიტნეს დარბაზში. მან ევრო 2020-ის პირველი მატჩი გამოტოვა ხორვატების წინააღმდეგ, არადა მანამდე ორივე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (ავსტრიასთან და რუმინეთთან). დიდი ალბათობით, ასტონ ვილას ვარსკვლავი შოტლანდიასთან მომდევნო თამაშსაც გამოტოვებს. არადა, ტურნირის წინ ბრიტანული მედია დარწმუნებული იყო, რომ ჯეკი ევროზე გაიბრწყინებდა და შეჯიბრის ერთ-ერთი საუკეთესო… Continue reading გრილიში დაჯდა

AliExpress საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ სპონსორი გახდა

“Alibaba Group”, როგორც ჩანს, საფეხბურთო ინდუსტრიაში პოზიციონირებას იწყებს, ონლაინ გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი მოთამაშე, AliExpress ფრანგული გრანდის, საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ სპონსორი გახდა. სეზონის ბოლომდე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სასპონსორო ხელშეკრულება სატიტულო სპონსორობას მოიცავს – „ლომების“ სათამაშო მაისურზე გასულ ტურში უკვე გამოჩნდა კომპანიის ლოგო. კლუბსა და კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, სპონსორის ლოგო ქალთა, ასაკობრივი გუნდებისა… Continue reading AliExpress საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ სპონსორი გახდა

რატომ დაასპონსორა Burger King-მა ინგლისის მეოთხე ლიგის კლუბი?

ჰერთფორშირში დაწყებული პატარა ისტორია საოცარ ციფრულ კამპანიაში გადაიზარდა. „სტივენიჯი“ პატარა საფეხბურთო კლუბია, რომელიც ინგლისის, რანგით მეოთხე ლიგაში ასპარეზობს. მას შემდეგ, რაც Ea Sport-მა ბრიტანული კლუბები თითქმის მთლიანი შემადგენლობით საფეხბურთო სიმულატორ Fifa-ში დაამატა, ცხადია, „სტივენიჯიც“ თამაშში მაქსიმალურად ინტეგრირდა.  აღნიშნული ამბით Burger King დაინტერესდა და მათთვის ექსპერიმენტული სასპონსორო თანამშრომლობა დაიგეგმა, საუბარი იყო კომპანიისა და საფეხბურთო კლუბის თანამშრომლობაზე,… Continue reading რატომ დაასპონსორა Burger King-მა ინგლისის მეოთხე ლიგის კლუბი?

15 წლის წინ გარდაცვლილი ფეხბურთელის დებიუტი FIFA 21-ში წელს შედგება

ფიფა სათამაშო კონსოლების სიმულატორებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ვიდეოთამაშია. მის მოყვარულებს თამაშის განახლებაში საინტერესო სიახლე შეხვდებათ. საუბარია მაღალი მონაცემებისა და შესაძლებლობების მქონე მოთამაშეზე – კაიან პრინსი მალე ვიდეოთამაშის ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი 15 წლის წინ, 2006 წელს გარდაიცვალა, ის ერთ-ერთ იმედისმომცემ ტალანტად ითვლებოდა, გასაოცარი საფეხბურთო ტექნიკითა და შესაძლებლობებით, თუმცა… Continue reading 15 წლის წინ გარდაცვლილი ფეხბურთელის დებიუტი FIFA 21-ში წელს შედგება

ლა ლიგა ციფრულ ტრანსფორმაციას Microsoft-თან ერთად აანონსებს

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი მალე ახალ ციფრულ სიმაღლეებს დაიპყრობს, ლა ლიგის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელის განცხადებით, გათამაშება მომდევნო სეზონიდან ნამდვილ ციფრულ ტრანსფორმაციას განახორციელებს. მათი მთავარი პარტნიორი კი კომპანია Microsoft იქნება. ინოვაციურ პარტნიორთან ერთად ახალი ციფრული პლატფორმა გაჩნდება, სადაც ყველა ინფორმაცია იქნება. ამ პორტალის მომხმარებელი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს – დაწყებული მინდვრის მოთამაშიდან, გულშემატკივრით დამთავრებული.   ასევე, იგეგმება… Continue reading ლა ლიგა ციფრულ ტრანსფორმაციას Microsoft-თან ერთად აანონსებს

“მბაპე რონალდუს შეცვლის, მესის – ვერა…”

„კილიან მბაპე უნიკალურია და დღესვე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. მბაპე შეცვლის კრიშტიანუ რონალდუს, მაგრამ ვერ შეცვლის ლეო მესის“ – თქვა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ბომბარდირმა გარი ლინეკერმა.   ინგლისელი მიმომხილველი უფრო დაკონკრეტდა. მან სათამაშო მანერას გაუსვა ხაზი:   „რასაც მესი აკეთებს, სხვა ვერავინ ვერ ახერხებს. მისი შეცვლა შეუძლებელია. მბაპეს თავისი გზა აქვს არჩეული. უნდა წავიდეს თუ არა… Continue reading “მბაპე რონალდუს შეცვლის, მესის – ვერა…”

პატარა პედრი

პედრი გახდა უმრწმესი ფეხბურთელი ვისაც კი ესპანეთის ნაკრების მაისურა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე მოურგია. შვედეთთან წუხანდელი მატჩისას ბარსელონელი შემტევი 18 წლის, 6 თვისა და 18 დღის იყო. კანარის კუნძულებიდან წამოსულ ყმაწვილკაცს მართლაც თავბრუდამხვევი კარიერა აქვს. პედრი სულ რაღაც ერთ წელიწადში, ლას პალმასიდან მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ავიდა… მომავალში კი როგორ გაიზრდება და დაიხვეწება, ეგ ცალკე საკითხია.… Continue reading პატარა პედრი

არგენტინამ და ჩილემ ქულები გაიყვეს

კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს არგენტინის და ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ და მატჩი 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ლეო მესიმ 57-ე ჯარიმა გაიტანა, ამით მან კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო და მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი ჯარიმა აქვს შეგდებული. ანგარიში სწორედ მესის საჯარიმოთი გაიხსნა, არგენტინელმა 33-ე წუთზე მშვენიერი გოლი გაიტანა. ზოგადად მესი და კამპანიამ პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარეს და არაერთი… Continue reading არგენტინამ და ჩილემ ქულები გაიყვეს