პოგბას ღამე ციფრებში

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, სადაც საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა, კარიმ ბენზემას დაბრუნებით აღინიშნა. რეალის ფორვარდმა გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა თამაშგარეს გამო ის არ ჩაითვალა. ბენზემამ, მბაპემ და გრიზმანმა თამაშში ბურთი 7-ჯერ დაიბრუნეს, მიუხედავად იმისა რომ ლიოვი მათი თამაშიდან გამოთიშვას ყველანაირად ცდილობდა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი, მოედნის ცენტრში, პოგბასა და კროოსის დუელი იყო. ფრანგის სტატისტიკა მის თამაშზე მეტყველებს. ლუკას… Continue reading პოგბას ღამე ციფრებში

რონალდუმ კოკა-კოლას მილიარდები მოაკლო

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, პორტუგალიამ უნგრეთი 3:0 დაამარცხა. მატჩისწინა გამართულ პრესკონფერენციაზე კრიშტიანუ რონალდუმ კოკა-კოლა გვერდით გადადო და ხალხს წყლის სმისკენ მოუწოდა. The Guardian-ის ინფორმაციით, რონალდუს ჟესტის შემდეგ, საფონდო ბირჟაზე კოკა-კოლას აქციები 4 მილიარდით გაუფასურდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია უეფას სპონსორი გახლავთ. რაც შეეხება კრიშტიანუს, უნგრეთთან მატჩში მან დუბლი შეასრულა, რის შემდეგაც 11 გოლით ევროპის ჩემპინატების… Continue reading რონალდუმ კოკა-კოლას მილიარდები მოაკლო

იყიდება კომანი

დიდი შანსია კინგლსი კომანმა ზაფხულში ბაიერნი დატოვოს. ფრანგი შემტევი ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონს ითხოვს, Bild-ის ინფორმაციით კი რეკორდმაისტერები ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებენ. მეტიც, ისინი მზად არიან ფეხბურთელი 90 მილიონ ევროდ გაასხვისონ. კომანი ბაიერნში 2015 წლის ზაფხულში იუვენტუსიდან გადავიდა და გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, სადაც ფინალში გადამწყვეტი გოლი შეაგდო.… Continue reading იყიდება კომანი

კიდევ ერთი არგენტინელი ატლეტიკოში – 35 მილიონად!

უდინეზეს ნახევარმცველის, როდრიგო დე პაულის ატლეტიკოში გადასვლამდე მხოლოდ ფორმალობაღაა დარჩენილი. არგენტინელში ათლეტები 35 მილიონ ევროს გადაიხდიან. ამჟამად, დე პაული კოპა ამერიკაში ალბისელესტეს ღირსებას იცავს. ჩილესთან შეხვედრაში (1:1) მან მოედანზე 90 წუთი გაატარა.  

უმაღლესი დონე – საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა – 1:0 [ვიდეო]

საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები ერთმანეთს როცა ხვდებიან, ეს უკვე უმაღლესი დონის ფეხბურთის გარანტიაა.   გუნდებმა მატჩის წინ რა დაგეგმეს, სტარტზევე გამოჩნდა. ბუნდესმანშაფტს ბურთი ჰქონდა, საფრანგეთი კი ფონს გასვლას კონტრ-შეტევებზე ცდილობდა. პირველ ნახევარში, გერმანიას ორი კარგი სტანდარტი ჰქონდა, თუმცა კარში დარტყმა ვერ მოახერხა. რაც შეეხება საფრანგეთს,  სახიფათოდ ჯერ მბაპე ურტყამდა, მე-20 წუთზე კი ჰუმელსმა ერნანდესის ჩაწოდებული… Continue reading უმაღლესი დონე – საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა – 1:0 [ვიდეო]

პორტუგალიამ უნგრეთი ბოლოსღა გატეხა, მაგრამ 3:0 მოუგო [ვიდეო]

“სიკვდილის ჯგუფის” სენსაციურად დაწყებას ბევრი არაფერი აკლდა, 84-ე წუთამდე პორტუგალია უნგრეთს ვერ უგებდა. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესწილად გულშემატკივრების დამსახურება იყო, რადგან “პუშკაშ არენა” სრულიად სავსე იყო და საკუთარ ნაკრებს მხარს ბოლომდე უჭერდნენ.   უნგრეთს ბოლომდე გაძლება სჭირდებოდა, ერთი რომ გაეშვა, ყველაფერი გადაწყვეტილი იქნებოდა. ასეც მოხდა, 84-ზე გერერომ გაიტანა, შემდეგ ორიც რონალდუმ მიამატა და პორტუგალიამ… Continue reading პორტუგალიამ უნგრეთი ბოლოსღა გატეხა, მაგრამ 3:0 მოუგო [ვიდეო]

გრილიში დაჯდა

ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე ჯეკ გრილიში საერთო ჯგუფს გამოაკლდა და ინდივიდუალურად ემზადებოდა ფიტნეს დარბაზში. მან ევრო 2020-ის პირველი მატჩი გამოტოვა ხორვატების წინააღმდეგ, არადა მანამდე ორივე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (ავსტრიასთან და რუმინეთთან). დიდი ალბათობით, ასტონ ვილას ვარსკვლავი შოტლანდიასთან მომდევნო თამაშსაც გამოტოვებს. არადა, ტურნირის წინ ბრიტანული მედია დარწმუნებული იყო, რომ ჯეკი ევროზე გაიბრწყინებდა და შეჯიბრის ერთ-ერთი საუკეთესო… Continue reading გრილიში დაჯდა

AliExpress საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ სპონსორი გახდა

“Alibaba Group”, როგორც ჩანს, საფეხბურთო ინდუსტრიაში პოზიციონირებას იწყებს, ონლაინ გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი მოთამაშე, AliExpress ფრანგული გრანდის, საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ სპონსორი გახდა. სეზონის ბოლომდე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სასპონსორო ხელშეკრულება სატიტულო სპონსორობას მოიცავს – „ლომების“ სათამაშო მაისურზე გასულ ტურში უკვე გამოჩნდა კომპანიის ლოგო. კლუბსა და კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, სპონსორის ლოგო ქალთა, ასაკობრივი გუნდებისა… Continue reading AliExpress საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ სპონსორი გახდა

რატომ დაასპონსორა Burger King-მა ინგლისის მეოთხე ლიგის კლუბი?

ჰერთფორშირში დაწყებული პატარა ისტორია საოცარ ციფრულ კამპანიაში გადაიზარდა. „სტივენიჯი“ პატარა საფეხბურთო კლუბია, რომელიც ინგლისის, რანგით მეოთხე ლიგაში ასპარეზობს. მას შემდეგ, რაც Ea Sport-მა ბრიტანული კლუბები თითქმის მთლიანი შემადგენლობით საფეხბურთო სიმულატორ Fifa-ში დაამატა, ცხადია, „სტივენიჯიც“ თამაშში მაქსიმალურად ინტეგრირდა.  აღნიშნული ამბით Burger King დაინტერესდა და მათთვის ექსპერიმენტული სასპონსორო თანამშრომლობა დაიგეგმა, საუბარი იყო კომპანიისა და საფეხბურთო კლუბის თანამშრომლობაზე,… Continue reading რატომ დაასპონსორა Burger King-მა ინგლისის მეოთხე ლიგის კლუბი?

15 წლის წინ გარდაცვლილი ფეხბურთელის დებიუტი FIFA 21-ში წელს შედგება

ფიფა სათამაშო კონსოლების სიმულატორებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ვიდეოთამაშია. მის მოყვარულებს თამაშის განახლებაში საინტერესო სიახლე შეხვდებათ. საუბარია მაღალი მონაცემებისა და შესაძლებლობების მქონე მოთამაშეზე – კაიან პრინსი მალე ვიდეოთამაშის ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი 15 წლის წინ, 2006 წელს გარდაიცვალა, ის ერთ-ერთ იმედისმომცემ ტალანტად ითვლებოდა, გასაოცარი საფეხბურთო ტექნიკითა და შესაძლებლობებით, თუმცა… Continue reading 15 წლის წინ გარდაცვლილი ფეხბურთელის დებიუტი FIFA 21-ში წელს შედგება