საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას ვარშავის ლეგიაში გააგრძელებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ფეისბუქ გვერდმა დადო. შეგახსენებთ, რომ გვილია ლეგიაში 2019-21 წლებში თამაშობდა. გვილია ვარშაველთა შემადგენლობაში 2-ჯერ პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ლეგიას მაისურით მან 68 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. გვილია ბოლოს პოლონური რაკუვის ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც 2021 წლის სექტემბრიდან გამოდიოდა და ქვეყნის თასი მოიგო.… Continue reading გვილია ლეგიაში დაბრუნდა
Category: ქართული ფეხბურთი
მანჩესტერისთვის! ორი ერთად ოცნებაა, თუმცა…
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფორვარდმა დიმიტარ ბერბატოვმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ბულგარელი ხვიჩათი აღფრთოვანებულია და იუნაიტედს ურჩევს, რომ ფული არ დაინანოს. „ვნახე, კვარაცხელიას მარადონას ადარებენ. ხვიჩა საოცარი ფეხბურთელია. როგორ ეპყრობა ბურთს და როგორ მიაქვს, ეს მხოლოდ აღტაცებას იწვევს. ცოტას თუ ვიოცნებებთ, მშვენიერი იქნებოდა ხვიჩასა და ოსიმენის ერთად შეძენა. ორივენი ბრწყინვალედ თამაშობენ. …ნაპოლი სერია ა-ს მოიგებს და დასვამენ… Continue reading მანჩესტერისთვის! ორი ერთად ოცნებაა, თუმცა…
ჰოლანდი საქართველოსთან გამოირიცხა
მანჩესტერ სიტის ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა სანაკრებო შეკრება დატოვა. ნორვეგიელ გოლეადორს საზარდულის ტრავმამ შეაწუხა და მისი თამაში როგორც ესპანეთის, ასევე საქართველოს ნაკრებთანაც გამოირიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა. ჩვენ დაცვას ეს რამდენ პრობლემას მოაშორებს, მიმდინარე სეზონში ჰოლანდის გატანილი გოლებითაც შეგვიძლია გამოვხატოთ: პრემიერლიგა – 26 მატჩში 28 გოლი; ჩემპიონთა ლიგა – 6 მატჩში 10 გოლი…
ოქროს ბურთი – ხვიჩას პროგრესი ნომინანტთა სიაში და სხვა
Goal.com-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ სიაში ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც არის. თუ დაახლოებით 1 თვის წინანდელ სიაში ხვიჩა მე-8 ადგილზე იყო, ახლა მე-6 პოზიციაზეა. ათეული შემდეგნაირია. ლეო მესი ერლინგ ჰოლანდი კილიან მბაპე ვიქტორ ოსიმენი ვინიციუს ჯუნიორი ხვიჩა კვარაცხელია მარკუს რაშფორდი რობერტ ლევანდოვსკი კაზემირო ბუკაიო საკა.
ლუჩანო სპალეტი: ნაპოლი მხოლოდ ოსიმენი და კვარაცხელია არ არის
სერია ა-ს 27-ე ტურში ნაპოლი ტორინოს ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლით და საგოლე გადაცემებით გამოიჩინა, 1 ბურთი ვიქტორ ოსიმენმაც შეაგდო. ლუჩანო სპალეტიმ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სხვა ფეხბურთელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. “ნაპოლი მხოლოდ ოსიმენი და კვარაცხელია არ არის. ჩვენ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, მაგალითად დი ლორენცო, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მან ნამდვილი ჩემპიონივით,… Continue reading ლუჩანო სპალეტი: ნაპოლი მხოლოდ ოსიმენი და კვარაცხელია არ არის
ვილი სანიოლი: (პრესკონფერენცია) საქართველოში ყველამ ძალიან კარგად მიმიღო, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს
საქართველოს ნაკრები მარტში 2 მატჩს გამართავს. მოახლოებულ შეხვედრებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა. “დათი ხოჭოლავას ირგვლივ უჩვეულო სიტუაციაა. დიდი ხანია ვიცით, რომ მას მუხლი აწუხებს, თუმცა მისმა კოპენჰაგენმა სთხოვა რომ გუშინ ეთამაშა და დათანხმდა. დათის პარასკევს ვესაუბრე და გუშინდელ თამაშში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. ის ხვალ გაიკეთებს ოპერაციას და 6-8 კვირა… Continue reading ვილი სანიოლი: (პრესკონფერენცია) საქართველოში ყველამ ძალიან კარგად მიმიღო, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს
საოცარი ხვიჩა – ბოლო 16 წელიწადში პირველი!
ხვიჩა კვარაცხელია ბოლო 16 წელიწადში პირველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ-5 ლიგაში სადებიუტო სეზონში გოლებისა და საგოლე პასების მხრივ ორნიშნა რიცხვზე ავიდა. (Opta) კვარამ ტორინო-ნაპოლის შეხვედრაში (0:4) გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა… ასე რომ, ახლა 12 გოლი აქვს სერია ა-ში (და პლუს 10 პასი). და ბოლოს, ხვიჩამდე ორნიშნა რიცხვებზე ავიდა ვერდერის ბრაზილიელი დიეგო. მან ბუნდესლიგის 2006-2007… Continue reading საოცარი ხვიჩა – ბოლო 16 წელიწადში პირველი!
კვარაცხელიას მომენტები ტორინოსთან [ვიდეო]
იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში, ნაპოლი ტორინოს ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში კვარაცხელიამ იფრინა – მოპოვებული პენალტი, გოლი, პრე-ასისტი და საგოლე პასი… ვნახოთ ყველაფერი ხვიჩას გოლი ხვიჩას პრე-ასისტი ხვიჩას ასისტი
რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ ტორინოსთან?
იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში, ნაპოლი ტორინოს ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, გაიტანა, შემდეგ კი ნდომბელეს გაატანინა. ქართველს მატჩში მეორე საუკეთესო შედეგი აქვს – 8.5 ქულით. პირველზე ოსიმენია – 9.4-ით, რომელსაც ფენომენალური მატჩი ჰქონდა – ორ გოლთან ერთად, მოედანზე ძალიან სასარგებლო იყო.
კვარას საგოლე პასი!!! – სეზონში მეათე! [ვიდეო]
სერია ა-ს 27-ე ტურში ტორინოს ნაპოლი ესტუმრა. ხვიჩა კვარაცხელიამ აქ სეზონში მე-10 საგოლე გადაცემა შეასრულა… ოსიმენმა ბურთი მოიპოვა, კვარაცხელიამ კი ნდომბელე მეკარესთან პირისპირ დატოვა… იხილეთ ვიდეო კვარას გოლი ტორინოსთან მატჩში