U 21 ევროპა: ვინ ჩამოვა საქართველოში? 12 ცნობილი, 4 უცნობი

  შეგახსენებთ, გაისად საქართველო და რუმინეთი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. 16-გუნდიანი ჩემპიონატი 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. ფინალი ბათუმში გაიმართება… 16 ნაკრებიდან 12 უკვე ცნობილია. სულ რჩეული ქვეყნები, გრანდები… გერმანია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ნიდერლანდები, ბელგია, პორტუგალია, ნორვეგია, შვეიცარია. ბუნებრივია, მათ დამატებული საქართველო და რუმინეთი. შვეიცარიამ საუკეთესო მეორე ადგილი დაიკავა. დანარჩენი 4? ჯგუფის… Continue reading U 21 ევროპა: ვინ ჩამოვა საქართველოში? 12 ცნობილი, 4 უცნობი

ყაზაიშვილმა კორეაში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ვაკო ყაზაიშვილმა კორეაში მორიგი გოლი გაიტანა. ულსან ჰიუნდაი, რომლის ღირსებასაც ჩვენებური იცავს, სეულს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. 76-ე წუთზე, როცა ყაზაიშვილის გუნდი 0:1-ს აგებდა, 29 წლის შემტევმა შესანიშნავი გოლი გაიტანა. ვაკო მშვენიერ ფორმაშია. ულსან ჰიუნდაის რიგებში ამ სეზონში მის ანგარიშზე 23 მატჩი და 6 გოლია. შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილმა სანაკრებო მატჩებიც კარგად ჩაატარა. ივნისში გამართული 4… Continue reading ყაზაიშვილმა კორეაში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ეროვნული ლიგა – დინამოებმა დიდი ანგარიშით მოიგეს

ეროვნულ ლიგაში მე-18 ტური გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთ მატჩში გაიტანა ორივე გუნდმა, ტური მაინც საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. დინამო თბილისმა გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა. დედაქალაქელები გაგრას დაუხვდნენ და მეტოქე 5:0 დაამარცხეს. დინამო მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდა. მიუხედავად სოლიდური სხვაობისა, მასპინძლებმა პირველ ტაიმში მხოლოდ 1 გაიტანეს, თავი კამარამ გამოიჩინა, რომელიც მატჩის ერთ-ერთი… Continue reading ეროვნული ლიგა – დინამოებმა დიდი ანგარიშით მოიგეს

შეგიძლიათ, წახვიდეთ!.. ფიფამ რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე უცხოელებს გზა გაუხსნა

ფიფამ რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს უფლება მისცა, რომ 2023 წლის 30 ივნისამდე შეაჩერონ კონტრაქტი. ეს ვადა წლეულს 30 ივნისამდე იყო და აი, ერთი წლით კიდევ გადასწიეს. ეს ფიფას ოფიციალურ საიტზე წერია. ქართველებსაც ეხებათ. „ფიფას რჩევის ბიურომ გადაწყვიტა, რომ ეს ვადა გადაეწია, რათა დაეხმაროს ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, რომლებიც უკრაინაში არსებული სიტუაციის დროს დაზარალდნენ.… Continue reading შეგიძლიათ, წახვიდეთ!.. ფიფამ რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე უცხოელებს გზა გაუხსნა

დინამოს ახალი თავი

გიორგი ჭიაბრიშვილი, თბილისის დინამოს ახალი მწვრთნელი. მან კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და საქმეს უკვე შეუდგა. გუნდს ის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ წარუდგინა. ​გიორგი ჭიაბრიშვილი ბოლოს ლოკომოტივში იყო და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ჭიაბრიშვილმა თბილისის საბურთალო და ზესტაფონი საქართველოს ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. მისი თავკაცობით თბილისელები სამი წლის წინ ქვეყნის თასს დაეუფლნენ. 2018… Continue reading დინამოს ახალი თავი

ვატო არველაძე ქართულ გუნდში ვარჯიშობს

    ვატო არველაძე თავისუფალი აგენტია და ქართულ გუნდში ვარჯიშობს: დინამო ბათუმში. სად გააგრძელებს კარიერას, ჯერ უცნობია. 24 წლის არველაძეს თბილისის ლოკომოტივში, პოლონურ კორონასა და თურქულ ქარაგიუმრუკში აქვს ნათამაშევი. ბოლო ერთი წელი თურქულ გუნდში იყო. როგორც შევიტყვეთ, ვატო ფორმის აღსადგენად ვარჯიშობს გია გეგუჩაძის გუნდში და მოლაპარაკებაზე ჯერ არაფერი ისმის.

მამარდაშვილის 2021-22 – ვიდეო, რომელიც არ იცით და უნდა ნახოთ (ვიდეო)

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიაში სადებიუტო სეზონი ჩაატარა და მოლოდინი აშკარად გაამართლა. გიორგიმ ღამურების მაისურით 23 მატჩი გამართა და 9-ჯერ კარი მშრლად შეინახა. რამდენჯერმე იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მამარდაშვილის გამორჩეული მომენტებია შესული.

ყიფიანი 71 – კაცი, რომელიც ქართულ ფეხბურთს დააკლდა (ვიდეო)

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი დღეს 71 წლის გახდებოდა. “ყიფო” როგორც მას მოიხსენიებენ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია და 80-იან წლებში მსოფლიო დონის ვარსკვლავიც გახლდათ. დავით ყიფიანი 1981 წლის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. დავით ყიფიანი 1997 და 2000-01 წლებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ყიფიანი იმ თაობის ფეხბურთელების არამარტო საყვარელი ფეხბურთელი და მწვრთნელი,… Continue reading ყიფიანი 71 – კაცი, რომელიც ქართულ ფეხბურთს დააკლდა (ვიდეო)

დინამომ ცხადაძე გაათავისუფლა… ვინაა ფავორიტი?

დინამო თბილისი და კახა ცხადაძე დაშორდნენ. კლუბში გადავამოწმეთ და ეს ოფიციალურად ხელმოწერილი არაა, მაგრამ გავიგეთ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია: ცხადაძე ფაქტიურად გათავისუფლებულია. ცხადაძე 13 თვე მუშაობდა დინამოში. შარშან ევროტურნირებამდე ორი თვით ადრე დაინიშნა გუნდში, მაგრამ წარმატებით ვერ იმუშავა: ჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ნეფთჩისთან გავარდა (1:2, 1:2), მერე ჰაიფას მაკაბისთან კონფერენციის ლიგაზე წააგო (1:2, 1:5). ჩემპიონატში მეორე… Continue reading დინამომ ცხადაძე გაათავისუფლა… ვინაა ფავორიტი?

ქინქლაძე VS მანჩესტერი – გიო მსოფლიო ვარსკვლავების წინააღმდეგ (ვიდეო)

1995 წლის 14 ოქტომბერს, მანჩესტერულ დერბიში სიტი იუნაიტედს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ქალაქელთა ლიდერი გიორგი ქინქლაძე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. გთავაზობთ აღნიშნული მატჩიდან მის გამორჩეულ მომენტებს. გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში 1995-98 წლებში თამაშობდა და გუნდის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. ქინქლაძემ კარიერა მრეტებში დაიწყო, შემდეგ იყო დინამო თბილისი, ზაარბრიუკენი, მანჩესტერ სიტი, დერბი, ანორთოსისი… Continue reading ქინქლაძე VS მანჩესტერი – გიო მსოფლიო ვარსკვლავების წინააღმდეგ (ვიდეო)