სლუცკი ხვიჩაზე: დიახ, ჩვენთან დაიწყებს

რუბინის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის გუნდის ახალ ამბებზე ჰკითხეს. მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას საკითხზეც:   – ხვიჩა ისევ გუნდშია?   – დიახ, სამშაბათს (ანუ დღეს) ვარჯიშზე უნდა იყოს…   ეს ჩვეულებრივია, ქართველ შემტევს კონტრაქტი აკავშირებს რუბინთან. თანაც, სანამ უცხოურ გუნდში გადავა, ვარჯიში ხომ სჭირდება.   ერთიც: უფრო დიდი შანსია, რომ კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაიყიდოს,… Continue reading სლუცკი ხვიჩაზე: დიახ, ჩვენთან დაიწყებს

ეროვნული ლიგა – მცირე სენსაცია, ცხადაძის პირველი მოგება…

ეროვნულ ლიგაში მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა. დიდ ინტერესს იწვევდა დინამო თბილისის სამტრედიაში მასპინძლობა. კახა ცხადაძისთვის ეს თბილისელთა თავკაცის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, მეორე მატჩი იყო და სწორედ ამ შეხვედრაში მოიგეს დედაქალაქელებმა მის ხელში პირველად. ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა გუნდმა სამტრედიაში 2:0 მოიგო. 24-ე წუთზე მილან რადინმა ზორან მარუშიჩის პასით გაიტანა, 80-ზე კი მარუშიჩმა ამჯერად თორნიკე ახვლედიანს გაატანინა.… Continue reading ეროვნული ლიგა – მცირე სენსაცია, ცხადაძის პირველი მოგება…

… მისი გული გაჩერებული იყო

კრისტიან ერიკსენს გული გაუჩერდა – ეს დაადასტურა დანიის ნაკრების ექიმმა. 29 წლის ნახევარმცველმა დანია – ფინეთის შეხვედრისას ექიმებმა ძალიან სწრაფად იმოქმედეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის გონზე მოეყვანათ. დიდი დრო დასჭირდათ ექიმებს და, ძალიან რთული საყურებელი გახლდათ ეს ყველაფერი მაყურებლებისთვის. რაც მთავარია, როცა კრისტიანი სტადიონიდან საკაცით რომ გაჰყავდათ, უკვე გონზე იყო. ერიკსენი გადაიყვანეს კარდიოლოგიურ… Continue reading … მისი გული გაჩერებული იყო

ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონთეში გააგრძელებს

ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონურ კრაკოვიაში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების მცველმა პოლონელებთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კაკაბაძე ბოლოს ტენერიფეში გამოდიოდა, სადაც 1 სეზონი ითამაშა და 19 მატჩი ჩაატარა. ტენერიფეს გარდა მას თბილისის დინამოში, ხიმნასტიკში, იესბიერგში და ლუცერნში უთამაშია. რაც შეეხება კრაკოვს, გუნდს კარგი პერიოდი არ აქვს. პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო გათამაშებაში გუნდი მე-14 ადგილზე გავიდა და გასავარდნ ზონას… Continue reading ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონთეში გააგრძელებს

ცეცხლი მინდორზე – ვრცელი ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

მისი თამაში ჯერ კიდევ პატარაობიდან გვახსოვს, მაგრამ მამამისმა, ბადრი კვარაცხელიამ ისეთი ამბავი მოგვიყვა, ყველაფერი გადაფარა… თურმე ხვიჩა კვარაცხელია 13-14 წლის იყო, როცა დილის 7 საათზე სახლიდან გადიოდა, 6 ნომერ მარშრუტში ჯდებოდა და ორი კილომეტრის სიშორეზე „დინამოს“ აკადემიაში მიდიოდა სავარჯიშოდ. მერე სწრაფად ბრუნდებოდა სახლში და სკოლაში წასვლას ასწრებდა. ჰოდა, ასეთ ბავშვს მომავალში როგორ არ დაუფასდება? დღეს… Continue reading ცეცხლი მინდორზე – ვრცელი ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

მანჩესსტერმა მიზანს მიაღწია – სუპერტრანსფერი იუნაიტედში

100 მილიონიანი ტრანსფერი და 5 წლიანი კონტრაქტი მანჩესტერმა შეტევას აძლიერებს. ფაბრიციო დი რომანოს ინფორმაციით, ბრიტანელებმა ჯეიდონ სანჩოსთან შეთანხმებას მიაღწიეს და ინგლისელს 5 წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ. აქვე გეტყვით, რომ სანჩოს ფასი 100 მილიონი ევროა. იუნაიტედს უკვე დიდი ხანია, რაც სანჩოს გადაბირება უნდა და მიზანს ახლახანს მიაღწია. სულშერის გუნდის გარდა მისი შეძენა ლივერპულს სიტის, პსჟ-ს და ბაიერნსაც… Continue reading მანჩესსტერმა მიზანს მიაღწია – სუპერტრანსფერი იუნაიტედში

ლიდერბეთმა და სარბიელმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვეს [VIDEO]

გუშინ, ლიდერბეთისა და სარბიელის თანამშრომლობით, მორიგი საფეხბურთო დაჯილდოების საღამო ჩატარდა, სადაც წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და დებიუტანტი დასახელდნენ. გამოკთხვაში მონაწილეობა 81-მა ჟურნალისტმა მიიღო. წლის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, საუკეთესო დებიუტანტი კი გურამ გიორბელიძე. ასევე სიმბოლური პრიზდით დაჯილდოვდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ტრამვის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა რეაბილიტაციის პროცესი კარგად… Continue reading ლიდერბეთმა და სარბიელმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვეს [VIDEO]

ვილი სანიოლი: გრიზმანი ზიდანს ემსგავსება

ვილი სანიოლი ფრანგულ Lequipe-ს ესაუბრა. ევროპის ჩემპიონატის სიკვდილის ჯგუფი, სადაც საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და უნგრეთი არიან. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კი გერმანულ ფეხბურთს მშვენივრად იცნობს – კარიერის უმეტესი ნაწილი ხომ ბაიერნში გაატარა. სანიოლმა ანტუან გრიზმანი გამოარჩია: „ის თამაშს მართავს. გასაღები აქვს ხელში და N 1 ფეხბურთელია ნაკრებში. შეტევების დაწყებაც შეუძლია და დამთავრებაც. რაც დრო გადის, გრიზმანი… Continue reading ვილი სანიოლი: გრიზმანი ზიდანს ემსგავსება

მუხიანიდან მიუნხენში – 17 წლის ქართველი ფეხბურთელის ამბავი

როგორ გაიგეს ბაიერნში 17 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ? 17 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა ნოზაძემ კარიერა შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში გააგრძელოს. თუ რა და როგორ მოხდა, ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა გვიამბო. “ბაიერნმა მსოფლიო U19 გუნდი შექმნა და მოთამაშეების მისაწვევად კონკურსი გამოაცხადა. როგორც კი ამის შესახებ გავიგე, ჩემი მონაცემები და თამაშის ვიდეოები გავაგზავნე. მეორე დღეს მიუნხენიდან მომწერეს, რომ… Continue reading მუხიანიდან მიუნხენში – 17 წლის ქართველი ფეხბურთელის ამბავი

ლუკა ლაკვეხელიანი: ვარჯიში დავიწყე, თუმცა რისკს ვერიდებით

ლუკა ლაკვეხელიანი შარშან ზაფხულში საბურთალოდან მეზოკოვეშდში გადავიდა. ჩვენებურმა რამდენიმე მატჩი ჩაატარა, შემდეგ ჯვარედინი იოგების ტრავმა მიიღო და თან მენისკი გაუწყდა. ლუკას უნგრეთში დავუკავშირდით და ამ თემაზე ვკითხეთ. “გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, მაგრამ არა სრული დატვირთვით. რისკს ვერიდებით და ჯერ სპეციალური პროგრამით ვემზადები. იმედია ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და მალე თამაშს დავიწყებ.”-განაცხადა ლაკვეხელიანმა. 22 წლის მარცხენა მცველისაბურთალოს… Continue reading ლუკა ლაკვეხელიანი: ვარჯიში დავიწყე, თუმცა რისკს ვერიდებით