ლივერპული საჩემპიონო ზეიმის გამართვას აპირებს, მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა პრემიერლიგას ან ჩემპიონთა ლიგას. ლივერპულის მერმა, ჯოან ანდერსონმა კლუბს შესთავაზა, რომ ლიგის თასი და FA თასი გაეერთიანებინათ და საჩემპიონი აღლუმი ასე მოეწყოთ. ზეიმი 29 მაისსაა ჩანიშნული – ჩემპიონთა ლიგის მეორე დღეს, სადაც ლივერპული რეალს დაუპირისპირდება. ლივერპულის კაც ფეხბურთელებთან ერთად, მონაწილეობას ქალი ფეხბურთელებიც მიიღებენ –… Continue reading ლივერპულმა საჩემპიონო ზეიმი დაგეგმა
Category: ფეხბურთი
პოგბასთვის იტალიაში კონტრაქტი გაამზადეს
პოლ პოგბას მომავალი კვლავ გასარკვევია. ფრანგ ნახევარმცველს მანჩესტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ბრიტანელები კი მის გახანგრძლივებას არ აპირებენ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 29 წლის ნახევარმცველი საკმაოდ მოთხოვნადი მოთამაშეა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მისი დაბრუნება იუვენტუსს სურს. მეტიც, ტურინელებმა პოგბასთვის კონტრაქტი გაამზადეს. წყარო იუწყება, რომ ბიანკონერი მზად არის პოგბას წელიწადში 8 მილიონი გადაუხადოს და პლუს 2-3… Continue reading პოგბასთვის იტალიაში კონტრაქტი გაამზადეს
ლუკა მოდრიჩი: ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით, რადგან რეალი ამას გვასწავლის
მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება. მადრიდში გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე და ქამბექებზე ლუკა მოდრიჩმა ისაუბრა. ხორვატმა განაცხადა, რომ სამეფო გუნდმა ჯადოსნური ღამეები გამოიარა. “ძალიან რთულია იმის ახსნა, რაც წელს სანტიაგო ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ხდებოდა. ჯადოსნური ღამეები გამოვიარეთ. ბოლომდე ვიბრძვით და არასდროს ვნებდებით, სწორედ ამას გვასწავლის რეალი. იმედი მაქვს ყოველთვის ასე იქნება.” – ციტირებს… Continue reading ლუკა მოდრიჩი: ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით, რადგან რეალი ამას გვასწავლის
სადღაა მბაპეს მაისურები?..
როგორც ჩანს, კილიან მბაპეს ტრანსფერის ამბავი გაირკვა. პსჟ-მ მბაპეს მაისურების გაყიდვა შეწყვიტა. ოფიციალურ საიტზე, ონლაინ-მაღაზიაში მბაპეს 7-ნომრიანი ფორმა ამოღებულია… 23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მალე გამოაცხადებდა გადაწყვეტილებას, თუ სად გააგრძელებდა კარიერას. მბაპე ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, თუმცა ახლა მთვარი თემა მისი ტრანსფერია. რეალი? გამოჩნდება. პსჟ-სთან კონტრაქტი კი წლეულს 30… Continue reading სადღაა მბაპეს მაისურები?..
ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი: პენალტები ლატარეაა და ჩვენ წაგებული ბილეთი ამოვიღეთ
ევროპა ლიგის ფინალში რეინჯერსი აინტრახტს შეხვდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი შოტლანდიელებმა 4:5 წააგეს. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა ისაუბრა. “პენალტები ყოველთვის ლატარეაა და დღეს წაგებული ბილეთი ამოვიღეთ. ჩემი ფეხბურთელების თავდადებით კმაყოფილი ვარ. ფინალი არის მოგონება, რომელიც ყოველთვის გემახსოვრება. ეს ძალიან მტკივნეულია. ფეხბურთელობისას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგე და არ… Continue reading ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი: პენალტები ლატარეაა და ჩვენ წაგებული ბილეთი ამოვიღეთ
ისტორია პირლოზე… “ბურთით მაოცებ. როგორი ხარ უბურთოდ?”
მოსიარულე ტვინი 43 წლის გახდა. მისი თამაშის ყურება სიამოვნება იყო და მთელ მოედანზე ახდენდა გავლენას. თითქოს იფიქრებდი, ბევრს არ დარბის და დიდ დიაპაზონზე არ მუშაობსო, მაგრამ ეს ნიღაბი იყო – ანდრეა პირლო თამაშს აკონტროლებდა ერთი თვალის გავლებით, ერთი პასით. პირლოს დაბადების დღეა და ერთ მომენტს ამოვჭრით მისი კარიერიდან. უფრო სწორად, რას ჰყვება პირლოზე კარლო მაცონე…… Continue reading ისტორია პირლოზე… “ბურთით მაოცებ. როგორი ხარ უბურთოდ?”
ნერვების ომი – აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო
ფრანქფურტის აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო, გერმანელებმა ფინალში გლაზგოს რეინჯერსი დაამარცხეს. სანჩს პის ხუანზე გამართული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტებში კი აინტრახტმა 5:4 გაიმარჯვა. მატჩის უმეტესი ნაწილი აინტრახტის უპირატესობით წარიმართა. გერმანელები უფრო მეტად უტევდნენ და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს პირველ რიგში აინტრახტი იყო. აღსანიშნავია, რომ აინტრახტმა ევროპა ლიგის… Continue reading ნერვების ომი – აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო
კრიშტიანუ ხალხში
ჩეშირის მაცხოვრებლები შოკირებულნი დარჩნენ, როცა მათ ჯანმრთელობის ცენტრში მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ დაინახეს. პორტუგალიელი იქ ჯორჯინა როდრიგესთან და უმცროს კრიშტიანუსთან ერთად მისულიყო. გაირკვა, რომ რონალდუს აბონემენტი უყიდია, რომელიც კვირაში 255 გირვანქა ღირს და სავარჯიშოდ მისვლას ხშირად აპირებს. კლუბი Cpase ჩეშირის რაიონ კნუტსფორდში მდებარეობს და იქ ჩვეულებრივი მოკვდავნიც იკაჟებენ ჯანმრთელობას.
ნაკერები
ინგლისურ ჩემპიონშიფში, სადაც ჩვენი შოთა არველაძის ჰალ სიტიც თამაშობს, ფლეი-ოფების დრო დადგა. ორი გამარჯვებული (ფულემი და ბორმნუთი) უკვე ცნობილია. გასარკვევია მესამე გუნდი, რომელიც პრემიერლიგაში აღზევდება. გადამწყვეტ მატჩში, 29 მაისს უემბლიზე ნოტინგემ ფორესტი ჰადერსფილდს შეხვდება. ნახევარფინალში კი მეტყევეებმა ორი მატჩის ჯამში შეფილდ იუნაიტედი დაამარცხეს. ბოლოს საქმე მატჩისშემდგომ პენალტებამდე მივიდა და როცა ყველაფერი ნოტინგემელთათვის სასარგებლოდ დამთავრდა, მაყურებელი… Continue reading ნაკერები
სევილიაში გლაზგო ათუხთუხდა
დღეს საღამოს ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს სევილიაში რეინჯერსი და აინტრახტი დაუპირისპირდებიან. ქალაქში კი უკვე გუშინ დიდი მხიარულება იყო. თუმცა ქომაგები მთელი მსოფლიოდან ისევ ემატებიან და ემატებიან. ვარაუდობენ, რომ მატჩის დაწყებისთვის ქალაქში დაახლოებით 100 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბება. რეინჯერსის ფანები დროს უქმად არ კარგავენ. უკვე მოედნენ ადგილობრივ ბარებსა და რესტორნებს. სევილიაში შესანიშნავი ამინდია და ფანტანებში ჭყუმპალაობასაც არ… Continue reading სევილიაში გლაზგო ათუხთუხდა