მოდრიჩი: “ბრძოლისთვის მზად ვართ!”

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის ერთერთი მთავარი თამაში ინგლისი – ხორვატიაა. “სამი ლომი” არა მხოლოდ ამ მატჩის, არამედ ტურნირის ერთერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა. ასეთი რთული მეტოქის მიუხედავად, ლუკა მოდრიჩი ბრძოლისთვის მზადაა. სხვაგვარად როგორ შეიძლება?! ის ხომ ოქროს ბურთის მფლობელია… “ძნელია სიტყვებით გადმოსცე, ხორვატიის ნაკრებისთვის თამაში რას ნიშნავს. ეს მხოლოდ პატივი არ არის, ეს მოვალეობაცაა. ეს დიდი ტურნირია… Continue reading მოდრიჩი: “ბრძოლისთვის მზად ვართ!”

ბელგიის კარგი დასაწყისი და ცუდი რუსეთი

ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბელგიის ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რუსებმა საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს, ბელგიელებმა კი პირიქით. პირველმა ტაიმმა რობერტო მარტინესის შეგირდების სრული უპირატესობით ჩაიარა. მე-10 წუთზე ბელგიელების ჩაწოდების შემდეგ, რუსთა ცენტრალურ მცველ სემენოვს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა, ლუკაკუს მიუვიდა და ბელგიელმა ანგარიში გახსნა.… Continue reading ბელგიის კარგი დასაწყისი და ცუდი რუსეთი

ფინეთმა ისტორია დაწერა

ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში პირველი ტურის მატჩი გაიმართა. ევროპირველობის დებიუტანტი ფინეთის ნაკრები დანიის ეროვნულ გუნდს შეხვდა და სენსაციურად 1:0 დაამარცხა. პირველმა ტაიმმა დანიელთა უპირატესობით ჩაიარა და დანიელები ალბათ მოიგებდნენ, რომ არა კრისტიან ერიკსენის შემთხვევა და შოკი, რომელიც საფეხბურთო სამყარომ მიიღო. ერიკსენი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რაც მთავარია თავს უკეთ გრძნობს. მეორე ტაიმში დანიელებს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეტყოთ,… Continue reading ფინეთმა ისტორია დაწერა

ლაპარაკობს !

დანია – ფინეთის მატჩი ერთსაათიანი პაუზის შემდეგ განახლდა. უეფამ კი გაავრცელა ცნობა, რომ კრისტიან ერიქსენი კოპენჰაგენი კარდიოლოგიური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამჟამად გამოკვლევები უტარდება… და ყველაზე მთავარი: კრისტიან ერიქსენი სუნთქავს და ლაპარაკობს, მან გაიღვიძა და გონზე მოვიდა – თქვა ფეხბურთელის აგენტმა მარტინ შუტსმა ერიქსენის მამასთან საუბრის შემდეგ ერთ-ერთი რადიოს… Continue reading ლაპარაკობს !

შოკი სამყაროსთვის – ვინ რა დაწერა ერიკსენის შემთხვევის შესახებ

  მსოფლიო შოკში ჩავარდა, კრისტიან ერიკსენი მოედანზე უგონოდ მაშინ დაეცა, როდესაც არავინ შეხებია…   რაღაც დროის მანძილზე, დანიელის მდგომარეობა არავინ იცოდა – არა თუ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებდა, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა თუ არა.   საბედნიეროდ, ის გონზეა და მისი მდგომარეობა სტაბილურია   აი, ტვიტერში რა ხდებოდა…   We're thinking of Christian Eriksen, his family and @DBUfodbold… Continue reading შოკი სამყაროსთვის – ვინ რა დაწერა ერიკსენის შემთხვევის შესახებ

ტრაგედიას გადარჩენილი – ერიკსენი უგონოდ დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩის 41-ე წუთი მიმდინარეობდა, დანია ფინეთს ხვდებოდა და მატჩისას მოხდა ის, რამაც მთელი საფეხბურთო საზოგადოება შოკში ჩააგდო. დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი უგონოდ მიწაზე დაეცა. მის გონზე მოსვლას დიდი ხნის მანძილზე სამედიცინო პერსონალის წარმომდგენლები ცდილობდნენ, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ ყველა დაგვაწყნარა, ცნობილი გახდა, რომ ერიკსენი ცოცხალია. ისიც ცნობილია,… Continue reading ტრაგედიას გადარჩენილი – ერიკსენი უგონოდ დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბენზემა: ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ვბაძავდი…

    კარიმ ბენზემამ თავისი კუმირი დაასახელა. თან დაამატა, ის ერთადერთია, რომელსაც თამაშით ვბაძავდიო… ეს ბრაზილიელი რონალდოა. აი, რა თქვა ფრანგმა ფორვარდმა: „ის იყო და რჩება ჩემს კუმირად. მადრიდში როცა შევხვდი, ძალიან გამეხარდა. ბავშვობაში კოპირებას ვახდენდი და რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე ტემპში და ზუსტად იმ სტილში ვერ გამომდიოდა, რადგან რონალდო ჩემზე ძლიერი იყო. …სახლში… Continue reading ბენზემა: ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ვბაძავდი…

ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონთეში გააგრძელებს

ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონურ კრაკოვიაში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების მცველმა პოლონელებთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კაკაბაძე ბოლოს ტენერიფეში გამოდიოდა, სადაც 1 სეზონი ითამაშა და 19 მატჩი ჩაატარა. ტენერიფეს გარდა მას თბილისის დინამოში, ხიმნასტიკში, იესბიერგში და ლუცერნში უთამაშია. რაც შეეხება კრაკოვს, გუნდს კარგი პერიოდი არ აქვს. პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო გათამაშებაში გუნდი მე-14 ადგილზე გავიდა და გასავარდნ ზონას… Continue reading ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონთეში გააგრძელებს

მბაპე: “პსჟ-ში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ…”

კილიან მბაპეს პსჟ-თან კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება და, რა თქმა უნდა, მის ტრანსფერზე ბევრს საუბრობენ – უპირველეს ყოვლისა, მადრიდის რეალში. “ფრანს ფუტბოლთან” საუბარში მბაპემ მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა “სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო და ეს რთულია. პსჟ-ში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ საუკეთესო ადგილი ჩემთვის რა იქნება? პასუხი არ მაქვს”  

კამათი გასახდელთან: “აზარის ტრავმა შენი ბრალია!”

ბელგიელმა მარჯვენაფლანგელმა ტომას მუნიემ მოჰყვა, როგორი საუბარი ჰქონდა რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან. შარშანწინდელი ამბავი, როცა მუნიე პსჟ-ში თამაშობდა, ხოლო ედენ აზარი რეალში იყო. ორი ბელგიელის შეჯახება…   მუნიე ესპანურ Marca-ს: „მატჩის შემდეგ გასახდელთან, კორიდორში ვიდექი, სადაც პერესმა გამოიარა. ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი: „სასიამოვნოა თქვენი გაცნობა“. პერესმა კი მითხრა: „სასიამოვნოა? გააზრებული გაქვთ, რომ აზარს ტრავმა მიაყენეთ?… Continue reading კამათი გასახდელთან: “აზარის ტრავმა შენი ბრალია!”