მბაპე: “პსჟ-ში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ…”

კილიან მბაპეს პსჟ-თან კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება და, რა თქმა უნდა, მის ტრანსფერზე ბევრს საუბრობენ – უპირველეს ყოვლისა, მადრიდის რეალში. “ფრანს ფუტბოლთან” საუბარში მბაპემ მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა “სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო და ეს რთულია. პსჟ-ში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ საუკეთესო ადგილი ჩემთვის რა იქნება? პასუხი არ მაქვს”  

კამათი გასახდელთან: “აზარის ტრავმა შენი ბრალია!”

ბელგიელმა მარჯვენაფლანგელმა ტომას მუნიემ მოჰყვა, როგორი საუბარი ჰქონდა რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან. შარშანწინდელი ამბავი, როცა მუნიე პსჟ-ში თამაშობდა, ხოლო ედენ აზარი რეალში იყო. ორი ბელგიელის შეჯახება…   მუნიე ესპანურ Marca-ს: „მატჩის შემდეგ გასახდელთან, კორიდორში ვიდექი, სადაც პერესმა გამოიარა. ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი: „სასიამოვნოა თქვენი გაცნობა“. პერესმა კი მითხრა: „სასიამოვნოა? გააზრებული გაქვთ, რომ აზარს ტრავმა მიაყენეთ?… Continue reading კამათი გასახდელთან: “აზარის ტრავმა შენი ბრალია!”

ეშმაკები ეკლესიის კარიბჭესთან – ბელგია რუსეთთან თამაშს ეხმაურება [ფოტო]

ბელგიის ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა, სადებიუტო მატჩის წინ ტვიტერზე ფოტო გამოაქვეყნა – “წითელი ეშმაკები” ეკლესიის კარს მისდგომიან – ყველაფერი გასაგებია, ბელგიამ რუსეთს უნდა შეუტიოს…      

ეს რომ კრივი ყოფილიყო…

გეგონება, უფროსკლასელები უმცროსკლასელებს ეთამაშებიანო – იმდენად დიდი იყო დონეში სხვაობა, კრივი რომ ყოფილიყო, თურქები ალბათ თეთრ პირსახოცს გადმოაგდებდნენ. რობერტო მანჩინის გუნდმა ევრო-2000 მძლავრად დაიწყო. და ეს იტალიისთვის ზედიზედ მეცხრე მოგებაა გოლგაუშვებლად, ხოლო 28-ე წაუგებელი მატჩია… მანჩინიმ აშკარად მიაგნო რაღაც ახალს. აგრესია შეტევაში ერთია და იტალიამ უპირველესად ცენტრში გააქრო თურქები. მთავარი იარაღი: ბარელა და ლოკატელი ართმევაზე… Continue reading ეს რომ კრივი ყოფილიყო…

თურქეთი 0:3 იტალია [ვიდეო]

ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ნომინალური მასპინძელი თურქეთის ნაკრები იყო, თუმცა მატჩი რომში გაიმართა. ფავორიტები, რა თქმა უნდა, იტალიელები იყვნენ და ეს სტატუსი ბოლომდე გაამართლეს – 0:3.    

უეფამ ევრო 2020-ის ოფიციალურ სტარტამდე ტურნირი „ფორთნაითშიც“ გადაიტანა

2 დღეში კონტინენტის ყველაზე დიდი საფეხბურთო გათამაშება დაიწყება. 11 ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, გათამაშების ოფიციალურ დაწყებამდე უეფამ კომპიუტერული თამაშების მწარმოებელ Epic Games-თან ოფიციალური თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა და გათამაშება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშ ფორთნაითში გადაინაცვლებს. მოთამაშეები სპეციალურ მარათონში ჩაებმებიან, ტურნირის მანძილზე კი სპეციალურ ქულებს მიიღებენ, რაც საბოლოო რეიტინგის სახით ტურნირის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი და საპრიზო… Continue reading უეფამ ევრო 2020-ის ოფიციალურ სტარტამდე ტურნირი „ფორთნაითშიც“ გადაიტანა

ევროპის ჩემპიონატი და სოციალური მედია

6 დღეში სტარტს აიღებს კონტინენტის მთავარი საფეხბურთო ჩემპიონატი. კოვიდ სიტუაციის გამო, 1 წლით გადავადებული ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს, რომიდან დაიწყება და საერთო ჯამში, 11 ევროპულ ქვეყანაში იმოგზაურებს. სასიხარულოა, რომ ყველა სტადიონზე მაყურებელი და საფეხბურთო გარემო იქნება (შეზღუდვებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სტადიონზე განსხვავებული რაოდენობის ლიმიტირებული რაოდენობის მაყურებელი დაესწრება). ევრო 2020-ს ფინეთისა და ჩრდილო მაკედონიის სახით, ორი დებიუტანტი… Continue reading ევროპის ჩემპიონატი და სოციალური მედია

ვენეცია ტურისტებს ფეხბურთის დახმარებითაც მიიზიდავს

იტალიისა და ზოგადად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაცია კოვიდ პანდემიის შემდეგ ახალ სიცოცხლეს დაიწყებს, განახლებული ტურისტული გეგმის ნაწილში კი სპორტული დეტალებიც გამოჩნდა, ვენეცია ტურისტებს მომავალი წლიდან ფეხბურთის დახმარებითაც მიიზიდავს. ვენეციელთა საფეხბურთო კლუბი ამავე სახელს ატარებს და შორეულ 1907 წელს, 114 წლის წინ შეიქნა. მიმდინარე სეზონში რანგით მეორე ლიგაში (სერია ბ) მოასპარეზე ვენეციელებმა სერია ა-ს… Continue reading ვენეცია ტურისტებს ფეხბურთის დახმარებითაც მიიზიდავს

დამიდგით პიანინო!.. კარგად ურტყამს, კარგად უკრავს

როცა ხანგრძლივი შეკრებაა, მილანის ინტერის ნიდერლანდელი მცველი არაჩვეულებრივი მოთხოვნით გამოდის: სასტუმროს ნომერში უნდა იდგას პიანინო… ამჯერადაც ასეა, ევრო-2020-ის წინ დე ვრეიმ პიანინო მოითხოვა.   ცნობილ ცენტრალურ მცველს განსაკუთრებით პიანისტი ლუდოვიკო ეინაუდი მოსწონს. „ეინაუდი მილანში წელიწადში დაახლოებით 15 კონცერტს მართავს. აქედან 8-ს დავესწარი. ის დიდებულია. შევხვდი და სახლში წამიყვანა, სადაც გაკვეთილი ჩამიტარა. სამწუხაროდ, ახლა მასწავლებლის გარეშე… Continue reading დამიდგით პიანინო!.. კარგად ურტყამს, კარგად უკრავს

ჟირუ და მბაპე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – პოგბამ კომენტარი გააკეთა

ბულგარეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, ოლივიე ჟირუ პარტნიორებზე განაწყენებული იყო, პასს არ მაძლევენო. ეს სიტყვები მბაპემ პერსონალურად საკუთარ თავზე მიიღო და ნაკრებში მის პოზიციასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. ამაზე კომენტარი პოლ პოგბამ გააკეთა “ჩვენთან დაძაბულობა არ არის. დაძაბულობა მხოლოდ მხრებსა და ფეხებს ადგება! დიდებული ატმოსფერო გვაქვს. ოლივიესა და მბაპეს შორის არაფერი ხდება, არაფერი შემიმჩნევია. საქმე სიტყვებში რაღაც… Continue reading ჟირუ და მბაპე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – პოგბამ კომენტარი გააკეთა