ხოსეპ გვარდიოლამ თავის მომავალზე ისაუბრა. მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა თქვა, რომ ათწლეულობით ერთ პოსტზე მუშაობას არ აპირებს. „სერ ალექს ფერგიუსონი ვერ გავხდები, არ ინერვიულოთ. წელიწადნახევარი დიდი დროა ფეხბურთში. ბოლო 20 მატჩიდან 18 მოვიგეთ, ერთი ფრედ დავასრულეთ და მხოლოდ ლაიპციგთან წავაგეთ, როცა უკვე აღარც გვჭირდებოდა ქულები. ეს ჰარმონიაა. …ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს, რომლებსაც უფრო მეტი სათამაშო დრო სურთ.… Continue reading გვარდიოლა: ფერგიუსონი ვერ გავხდები
Category: ფეხბურთი
კრიშტიანუ მარტოობაში
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი 13 წლისწინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა – ზედიზედ 6 მატჩში გოლი აღარ გაუტანია. ასეთი რამ ბოლოს 2009 წლის სეზონის მიწურულს მოხდა. მაშინაც მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა და შემდეგ სეზონში მადრიდის რეალში გადავიდა. გასულ შაბათს, საუთჰემპტონთან პრემიერლიგის მატჩში (1:1), პორტუგალიელს კარგი შანსი მიეცა, უგოლო სერია დაესრულებინა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. ეს უკვე ფსიქოლოგიური პრობლემააო –… Continue reading კრიშტიანუ მარტოობაში
როცა ერთმანეთს ვაკოცეთ…
ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს – მისი ცოლიო, ტყუილი ნათქვამი როდია… აი, მაგალითად, ლონდონის ჩელსის ქალ ფეხბურთელებს, მაგდა ერიკსონსა და პერნულე ჰარდერს ერთმანეთი უყვართ და ვალენტინობის დღეც ერთად გაატარეს. ერთი შვედია, მეორე – დანიელი. „როცა ერთმანეთს ვაკოცეთ და ის ფოტო ინსტაგრამში დავდეთ, უმალ 20 ათასი გამომწერი მოგვემატა. თავიდან ვერ მივხვდი რაში იყო საქმე, მაგრამ მერე კომენტარებიდან… Continue reading როცა ერთმანეთს ვაკოცეთ…
კაპიტანმა ფეხი მოიტეხა
ნიუკასლის ახალწვეულმა, კირან ტრიპიერმა, კვირას, პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში, ასტონ ვილას წინააღმდეგ (1:0), ერთადერთი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში კი მხოლოიდ სამ წუთი ითამაშა. ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ტრიპიერმა როიალ ვიქტორიას ჰოსპიტალში რენტგენი გადაიღო. შედეგად სტადიონზე ყავარჯნებითა და დამცავი ფეხსაცმლით დაბრუნდა. 31 წლის მოთამაშეს მარცხენა ფეხი აქვს მოტეხილი და ოპერაციას ამ კვირაში გაუკეთებენ. ტოტენჰემისა და… Continue reading კაპიტანმა ფეხი მოიტეხა
სამტრედია შაშიაშვილმა ჩაიბარა
სამტრედიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ფეისბუქ გვერდის ცნობით, იმერლები გიორგი შაშიაშვილმა ჩაიბარა. ამ პოსტზე მან ლერი მეგენეიშვილი შეცვალა. სამტრედია შარშან მე-10 ადგილზე გავიდა და ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა. გუნდს თითქმის მთელი სეზონი გია ცეცაძე ხელმძღვანელობდა, ბოლო რამდენიმე მატჩი კი იგი ლერი მეგენეიშვილმა ჩაანაცვლა. ეროვნული ლიგა 2 პირველ მარტს დაიწყება. სამტრედია პირველ ტურში ვიტ ჯორჯიას… Continue reading სამტრედია შაშიაშვილმა ჩაიბარა
პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ლეგენდარული ფეხბურთელი პელე კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ბრაზილიელმა დაწერა. “მეგობრებო ახლაც მიწევს საავადმყოფოში დაწოლა. მე უკვე შევუკვეთე პალატისთვის კარგი ტელევიზორი და პოპკორნი, რათა Super Bowl-ს ვუყურო მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარი ტომ ბრედი არ ითამაშებს. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.”-დაწერა პელემ ინსტაგრამზე. 81 წლის ლეგენდარულ ფეხბურთელს ნაწლავებზე კიბო აქვს და ხშირად უწევს… Continue reading პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს
იუვენტუსი ლივერპულის ფეხბურთელით დაინტერესდა
ტურინის იუვნეტუსმა მორიგი ტრანსფერი ჩაიფიქრა. ბიანკონერი ზაფხულში ლივერპულის ნახევარმცველის ნაბი კეიტას გადაბირებას შეეცდება. ინფორმაცია Calciomercato-მ გაავრცელა. ამავე წყაროს ცნობით, იტალიური გრანდი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. კეიტას შეძენა ადვილი არ იქნება, რადგან იგი ლივერპულისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ნაბის მიმართ ინტერესს ბარსელონა და ბაიერნიც იჩენენ. კეიტა ლივერპულში 2019 წლის ზაფხულში ლაიფციგიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში… Continue reading იუვენტუსი ლივერპულის ფეხბურთელით დაინტერესდა
დე ლიხტს გრანდები იწვევენ
მატიას დე ლიხტმა შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს. Calciomercato-ს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელით ბარსელონა და ჩელსი არიან დაინტერესებულები. ბარსელონა მზად არის ნიდერლანდელის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს, ჩელსიდან კი ფეხბურთელის გადაბირება პირადად ტომას ტუხელს სურს, რომელიც დაცვის გაძლიერებაზე ფიქრობს. დე ლიხტს იუვენტუსთან კონტაქტი 2024 წლამდე აქვს. იტალიური გრანდი მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდება და ფეხბურთელის გაყიდვას არ… Continue reading დე ლიხტს გრანდები იწვევენ
საოცარი… ფეხბურთელი ყვითელი ბარათის გარეშე
არსებობს ასეთი ფეხბურთელი – ჟერემი ბოგა. ერთი თვის წინ სასუოლოდან ატალანტაში გადავიდა, კოტდივუარელია, მარცხენა შემტევია და 25 წლის გახლავთ. უნიკალური ამბავია: ბოგას კარიერაში არათუ წითელი, ყვითელი ბარათიც არ აქვს! ყოველ შემთხვევში, ოფიციალური მონაცემებით ასეა… ამხანაგურებისა და წვრილ-წვრილი ტურნირების გარეშე, რომელთა შესახებ ცნობები არაა. Opta-მ დაწერა, რომ ბოგა პირველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის სერია ა-ში 100 მატჩი… Continue reading საოცარი… ფეხბურთელი ყვითელი ბარათის გარეშე
სათამაშო ფორმა QR კოდით – ნორვეგიულმა „ტრომსომ“ ახალი მაისური წარადგინა
ნორვეგიული საფეხბურთო კლუბი „ტრომსო“ პირველი პროფესიონალური სპორტული კლუბია, რომელიც საჯაროდ გამოვიდა და დაუპირისპირდა კატარში გასამართ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატს. ნორვეგიელებმა სპეციალური აქცია წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც, მათივე თქმით, ყველას გააგებინებენ თუ რა ხდება იქ, რა პირობებში ამუშავებენ ადამიანებს და როგორ ირღვევა მათი შრომითი უფლებები. კატარში შექმნილ მძიმე სამუშაო პირობებზე მსოფლიო აქტიურად ლაპარაკობს, თუმცა სპორტულ წრეებში ეს თემა… Continue reading სათამაშო ფორმა QR კოდით – ნორვეგიულმა „ტრომსომ“ ახალი მაისური წარადგინა