რუსეთმა დევისის თასი მესამედ მოიგო

დასრულდა 2021 წლის საჩოგბურთო სეზონის უკანასკნელი პრესტიჟული ტურნირი. დევისის თასის ფინალში რუსეთმა 2:0 დაამარცხა ხორვატია და ტრიუმფით დაასრულა საჩოგბურთო წელი. პირველები კორტზე ანდრეი რუბლიოვი და ბორნა გოიო გამოვიდნენ. ხორვატი ჩოგბურთელი რეიტინგის მესამე ასეულის ბოლოში იმყოფება(N281), თუმცა დევისის თასის ფინალურ ტურნირზე უკვე სამი გამარჯვება ქონდა მოპოვებული ტოპ 75-ის წარმომადგენლებთან. რუსმა უდიდესი კონცენტრაციით ითამაშა და შეხვედრა ორ… Continue reading რუსეთმა დევისის თასი მესამედ მოიგო

14 წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთი დევისის თასის ფინალშია

დასასრულს უახლოვდება 2021 წლის დევისის თასის ფინალური ტურნირი. ნახევარფინალურ ეტაპზე რუსეთის კომიტეტის ნაკრები (დისკვალიფიკაციის გამო არ აქვთ ეროვნული სიმბოლიკების გამოყენების უფლება) გერმანიას დაუპირისპირდა და მეტოქე საკმაოდ იოლად დაამარცხა. პირველები კორტზე ანდრეი რუბლიოვი და დომინიკ კოფფერი გავიდნენ. რუსმა ჩოგბურთელმა მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და 50 წუთში 6:4 6:0 მოუგო. დომინიკი პირველ სეტში წინააღმდეგობას მაინც უწევდა… Continue reading 14 წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთი დევისის თასის ფინალშია

„ძლევაი საკვირველი“ – ხორვატიამ სერბეთს მოუგო

უაღრესად საინტერესო, დაძაბული და დრამატული გამოდგა პირველი 1/2 ფინალური დაპირისპირება დევისის თასის ფინალურ ტურნირზე. ერთმანეთს ხორვატია და სერბეთი ხვდებოდნენ. როდესაც სპორტულ ასპარეზზე ეს ქვეყნები გადაიკვეთებიან, ყველაფერი ერთდროულად „ამოტივტივდება“ – უდიდესი მოტივაცია, პატრიოტიზმი, პოლიტიკა. ნახევარფინალის ფავორიტად ნოვაკ ჯოკოვიჩი და მისი სერბეთი ითვლებოდა, თუმცა ხორვატებმა ყველაფერი გაიღეს რათა ეს ასე არ ყოფილიყო და საკუთარი სიძლიერე უშუალოდ კორტზე… Continue reading „ძლევაი საკვირველი“ – ხორვატიამ სერბეთს მოუგო

რუსეთმა შვედეთის ბარიერი იოლად დაძლია

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დასრულდა დევისის თასის უკანასკნელი მეოთხედფინალი. რუსეთის ნაკრებმა დამაჯერებლად მოუგო შვედეთს 2:0 და 1/2 ფინალის საგზურიც მოიპოვა. პირველები კორტზე ანდრეი რუბლიოვი და ელიას იმერი გამოვიდნენ. რუსმა ჩოგბურთელმა საწყისი სეტი საკმაოდ იოლად, ორბრეიკიანი უპირატესობით 30 წუთში მოიგო – 6:2. მეორე პარტია გაცილებით უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა – შვედმა ჩოგბურთელმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და… Continue reading რუსეთმა შვედეთის ბარიერი იოლად დაძლია

დევისის თასის ნახევარფინალში ხორვატია სერბეთს შეხვდება

ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს დევისის თასი ფინალური ტურნირი. მადრიდში მესამე მეოთხედფინალი შედგა, სადაც ერთმანეთს სერბეთის და ყაზახეთის დანკრებები დაუპირისპირდნენ. პირველები კორტზე მიხაილ კუკუშკინი და მიომირ კეჩმანოვიჩი გამოვიდნენ. სერბს უკეთესი სტარტი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. კუკუშკინი დროულად გამოფხიზლდა და მალევე აღადგინა წონასწორობა – 2:2. პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ერთადერთი მინიბრეიკი ყაზახმა… Continue reading დევისის თასის ნახევარფინალში ხორვატია სერბეთს შეხვდება

იოჰანა კონტამ კარიერა დაასრულა

30 წლის ბრიტანელმა ჩოგბურთელმა – იოჰანა კონტამ კარიერა დაასრულა. ‘ბავშვობიდანვე დამძახოდნენ, რომ ჩოგბურთში არაფერი გამომივიდოდა და ტყუილად ვწვალობდი, თუმცა ღმერთმა ისეთი ადამიანები გამომიგზავნა, რომლებიც მომეხმარნენ ჩემი ოცნების ასრულებაში. უდიდესი შრომის, მცირედი გამართლების და საჭირო ადამიანების დახმარების ფონზე გავხდი სწორედ ისეთი ჩოგბურთელი, როგორზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. ქრონიკული ტრავმები აღარ მაძლევს საშუალებას გავაგრძელო საჩოგბურთო კარიერა, დრო მოვიდა რომ… Continue reading იოჰანა კონტამ კარიერა დაასრულა

გერმანიამ დევისის თსზე დიდი ბრიტანეთი დაამარცხა და 1/2 ფინალშია

უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა დევისის თასის 1/4 ფინალური დაპირისპირება გერმანიას და დიდ ბრიტანეთს შორის. პირველები კორტზე დენ ევანსი და პიტერ გოიოვჩიკი გავიდნენ. ბრიტანელი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა, თავბრუ დააახვია მეტოქეს ლამაზად გათამაშებული კომბონაციებით და 57 წუთში 6:2 6:1 იმარჯვა. მეორე ეტაპზე უკვე სათამაშოდ კამერონ ნორი და იან ლენარდ შტრუფი გამოვიდნენ. ფავორიტად ბრიტანელი ითვლებოდა, რომელმაც… Continue reading გერმანიამ დევისის თსზე დიდი ბრიტანეთი დაამარცხა და 1/2 ფინალშია

„მათ საჩოგბურთო სული გაყიდეს“

პოპულარული ინგლისური გამოცემის – The Telegraph-ის ინფორმაციით კვირას ITF ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ მომავალი წლიდან დევისის თასის ფინალური ტურნირი აბუ-დაბიში ჩატარდება. „ტელეგრაფი“ იტყობინება, რომ ჟერარ პიკემ პირადად „გაჩარხა“ საქმე და წინააღმდეგი არც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ITF) ყოფილა. ჟერარ პიკეს მიერ დაარსებული კომპანია „Kosmos” გეგმავს, რომ 2022 წელს დევისის თასი 2 ეტაპად ჩაატაროს. პირველ ფაზაზე, ჯგუფური ეტაპი… Continue reading „მათ საჩოგბურთო სული გაყიდეს“

დევისის თასზე პლეიოფი იწყება

ევროპის სამ ქალაქში გრძელდება დევისის თასის ფინალური ეტაპი. ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ სათამაშო დღეს რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება შედგა და ყველა მეოთხეფინალისტი გამოვლინდა. A ჯგუფში ცენტრალური „საჩოგბურთო ჯახი“ იყო ესპანეთსა და რუსეთს შორის, ბრძოლა პირველი ადგილისთვის. ფელიციანო ლოპესმა „ახალგაზრდობა გაიხსენა“ და მოულოდნელად 2:6 6:3 6:4 სძლია ანდრეი რუბლიოვს. მეორე შეხვედრაში დანილ მედვედევმა 6:2 7:6 სძლია პაბლო კარენო… Continue reading დევისის თასზე პლეიოფი იწყება

გერმანიის სენსაციური გამარჯვება სერბეთთან

დევისის თასზე საკმაოდ ხშირია სენსაციური შედეგები და გამონაკლისი არც 2021 წლის ფინალური ტურნირია. ალექსანდრ ზვერევის გარეშე მოასპარეზე გერმანიის ნაკრებმა მოულოდნელად დაამარცხა სერბეთის ნაკრები და ჯგუფში ლიდერობა მოიპოვა. პირველები კორტზე დომინიკ კოფერი და ფილიპ კრაინოვიჩი გამოვიდნენ. გერმანელმა ჩოგბურთელმა ორ სეტში იმარჯვა 7:6 6:4 და საკუთარი ქვეყანა დააწინაურა 1:0. მეორე შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ… Continue reading გერმანიის სენსაციური გამარჯვება სერბეთთან