ბრავო, კვარა! ეს რა დონის ფეხბურთელი ხარ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შედევრი თუ არ შექმენი, ნეაპოლშიც და საქართველოშიც გულშემატკივარი გულნაკლულია. ის კი არა, თავადაც გულნაკლული ხარ — აინტრახტთან თამაშის ბოლოს, შენი გამომეტყველება და ჟესტიკულაცია ამას მიუთითებდა. გესმის ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ეგრეთწოდებული თამასა არანორმალურ სიმაღლეზე გაქვს აწეული. კარგ თამაშად მხოლოდ შედევრს გითვლიან.… Continue reading ყოველ დღე შედევრი უნდათ?
Category: ბლოგი
კლუბი, ნაკრები და ერთი კაცი
საოცარია ცხოვრება. არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, ყოველ დღე გაკვეთილს გიტარებს. აი, მაგალითად ქართველი გულშემატკივრის ამბავი ავიღოთ. ჩვენს ფეხბურთს ხომ დიდი ისტორია აქვს. თითქოს ბევრი რამ უკვე გენეტიკურ მეხსიერებაში უნდა იყოს გადასული. ამას დაამატეთ, რომ ის ხალხი, ვინც 1981 წლის დიდ წარმატებას მოვესწარით, ჯერაც აქ ვართ და რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსად ვაპირებთ წასვლას,… Continue reading კლუბი, ნაკრები და ერთი კაცი
ნაპოლის თამაშის ერთი ასპექტი
ჩემი დღევანდელი ბლოგი წინა ბლოგებისგან განსხვავდება. იოლად მიხვდებით, რომ მის დასაწერად საგანგებოდ მოვიძიე მასალა, თუმცა მიზეზი, თუ რატომ გავაკეთე ასე, ისევ და ისევ 2022-23 წლების ყველაზე „ქართულ“ კლუბთან, ნაპოლისთან არის დაკავშირებული. სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები ხშირად დავობენ ლუჩანო სპალეტისა და მის „აძურიზე“. ვინ რას იწონებს, ვინ რას უწუნებს. კაცმა რომ თქვას, შედეგების და თამაშის ხარისხის მიხედვით… Continue reading ნაპოლის თამაშის ერთი ასპექტი
ყველაფერი კარგად არის, ბატონებო!
განსაკუთრებული შესავალი აბ ბლოგს არ სჭირდება: ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ითამაშა და ეს, ჩემი აზრით, სხვა დონე და სხვა გამოცდილება იყო. მართალია, იმ 16 გუნდს შორის, რომლებიც მერვედფინალში მონაწილეობენ, აინტრახტი ყველაზე ძლიერი არ არის, მაგრამ ფრანკფურტში ჩასვლა და იქ გამარჯვება მარტო კვარაცხელიასთვის კი არა, მთელი ნაპოლისთვის ბევრს ნიშნავდა. იმ დღეს CBS-ზე მიმოხილვას ვუსმენდი, სადაც თქვეს,… Continue reading ყველაფერი კარგად არის, ბატონებო!
აი, აურზაური!
კაცი მიიყვანეს 30 იანვარს და 14 თებერვალს გაუშვეს. ამ ორი კვირის განმავლობაში ეუბნებოდნენ, ჩვენი მხსნელი ხარო. რა ამბავი ჰქონდათ, ეს რა ბაჯაღლო ვინმეა, ზის სახლში და ელოდება მისი ქალაქის გუნდს როდის გაუჭირდება; თუ არ გაუჭირდა, ჯდომას განაგრძობს, მაგრამ საკმარისია რაღაც ისე არ წავიდეს, რომ მაშველ რგოლს ხელს ავლებს (ეტყობა სადღაც ახლოს უდევს, საწოლის ქვეშ ან… Continue reading აი, აურზაური!
ვინ იყო მატჩის საუკეთესო?
ნაპოლი მართლა ძალიან ძლიერი გუნდია, მე კი ნამდვილად არ ვარ იმდენად მიამიტი, რომ ხვიჩას მეტს ვერავის ვხედავდე, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ მატჩის გმირი ჩვენი ბიჭია, ისინი კი სხვას ასახელებენ. არ იფიქროთ, რომ ურა-პატრიოტიზმით შეპყრობილი მთელი მსოფლიოსგან კვარას ოცდაოთხსაათიან ქებას ვითხოვ, ბიჭს ქება-დიდება ნამდვილად არ აკლია. უბრალოდ სხვა რამის თქმა მინდა. ვალენსია მართლა დაძაბუნებული გუნდია, მე… Continue reading ვინ იყო მატჩის საუკეთესო?
ემანდ მამარდას არაფერი აურიონ და
რა ჯანდაბა ხდება ამ ვალენსიას თავს? რა კარგი იყო შარშან: გუნდს წვრთნიდა კაცი, რომელმაც მკაფიოდ იცოდა, რომ ჯერ თავი უნდა დაეცვა და შემდეგ, როდესაც მეტოქეს თავის ნახევარზე გადმოიტყუებდა, გრძელი პასებით მისთვის სწრაფად უნდა ჩაესო მახვილი. საამისოდ ჰყავდა მასირებული დაცვა, პლუს გონსალო გედეში და კარლოს სოლერი. ჰოდა, გავიდა თასის ფინალში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ პენალტებით წააგო.… Continue reading ემანდ მამარდას არაფერი აურიონ და
თითქოს სინათლეს ჰგავს გვირაბის ბოლოს
ჩემი კორპუსის ეზოში ფეხბურთის მოედანია. სულ ადრე, კომუნისტების დროს, სანამ მოედნად გადააკეთებდნენ, იქ გაზონი და ბუჩქები იყო. დილიდან საღამომდე ფეხბურთს ვთამაშობდით. ერთმანეთსაც ვატყუებდით, ხეებსაც, ბუჩქებსაც. არ ვიცი იქაურობა ჩვენ გავაჩანაგეთ თუ რაიონის ხელმძღვანელობისგან მაინც უფრო მეტი მოვლა სჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, უკვე საბჭოთა კავშირის შემდეგ, გამოსავალი მოიძებნა და ეზოს გარკვეული ნაწილი ფეხბურთის მოედნად გადაკეთდა. გადაკეთდა და…… Continue reading თითქოს სინათლეს ჰგავს გვირაბის ბოლოს
ერთხელ მალაიზიაში
ფეხბურთი წლიდან წლამდე იცვლება, ასევე იცვლება ფასეულობები და ტურნირებსაც შეეხება. მაგალითად, 20-წლამელთა მსოფლიო ჩემპიონატი ადრე რა პრესტიჟული იყო, ტალანტების ბუდე იქ იყო და საზომიც – იქ გამოჩნდებოდი? საკლუბო კარიერა აწყობილი გქონდა. დღეს 20-წლამდელთა მუნდიალი ისეთი მქუხარე აღარაა, ის აურა არ აქვს. რამ მოიტანა ეს? უპირველესად ფეხბურთის ზედმეტად კომერციალიზაციამ, მაგრამ ასე უცებ ერთ მიზეზს ვერ იტყვი.… Continue reading ერთხელ მალაიზიაში
იყო ერთი გამომეტყველება, ერთი სხივი, რომელიც…
იანვარი იმითაა ყურადსაღები, რომ მიხეილ მესხი დაიბადა. ეს მოხდა 1937 წლის 12 იანვარს. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მე მისი თამაში არასდროს მინახავს. არა, ვიტყუები, მინახავს. დიდ მოედანზე მინახავს, დინამოზე. თუ სწორად მახსოვს სპორტის სასახლეშიც, მაგრამ ვეტერანებში. აი, მესხი რომ მესხობდა, მაშინ პატარა ვიყავი. ახლა ვფიქრობ, ათასჯერ მოყოლილი მეც გავიმეორო თუ არა. ყველამ იცის და ვითომ… Continue reading იყო ერთი გამომეტყველება, ერთი სხივი, რომელიც…