COVID-19-ით შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, „რომა“ ახალი სტადიონის მშენებლობას აჩერებს

უამრავი იურიდიული და სხვა სახის პრობლემის გადალახვის შემდეგ, იტალიური „რომას“ მმართველი ბორდის განცხადებით, ახალი სტადიონის მშენებლობა შეჩერებულია და უახლოეს წლებში აღარც განახლდება.

დედაქალაქელები ლეგენდარული „ოლიმპიკოს“ დატოვებასა და ახალი საშინაო არენის აშენებას ტორ დი ვალეს დასახლებაში აპირებდნენ, ქალაქის მერის თანხმობისა და მშენებლობის დაწყების უფლების მიღების შემდეგ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, თუმცა როგორც ახლა ირკვევა, ბოლო 6 თვეში კლუბმა, დაახლოებით, 90 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.

 

ძირითადი პრობლემა COVID-19-მა შექმნა – ცარიელი სტადიონები, შემცირებული სასპონსორო და სატელევიზიო თანხების ფონზე რომაელები ფინანსური კრიზის პირას არიან.

55 000 ადგილიანი “New Roma Stadium” ერთ-ერთ ინოვაციურ პროექტად მიიჩნეოდა. ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, ლოკაციაზე სავაჭრო მოლებისა და სხვა ობიექტების განთავსება იგეგმებოდა, მზად იყო კლუბის მუზეუმისა და სხვა სახის პროექტები, თუმცა ყველაფერი შეჩერდა და გაუქმდა.

 

„რომას“ აღმასრულებელი დირექტორი: „საკმაოდ რთული რეალობის წინაშე ვართ, მოულოდნელმა პანდემიამ ჩვენი გეგმა თავდაყირა დააყენა, ბევრი ვალდებულების შესრულების მიუხედავად, ახალი სტადიონის ასაშენებლად გასაწევი თანხების მოზიდვა დღევანდელი სიტუაციით წარმოუდგენელია, სამწუხარო რეალობაა, თუმცა სპორტული ცხოვრება გრძელდება, კლუბი სერია ა-ში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აგრძელებს, სიტუაცია ეტაპობრივად დასტაბილურდება. ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ჩვენი ახალი საკუთარი სტადიონიც გვექნება“.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *