„DREAM TEAM” ისევ დამარცხდა, ამჯერად ავსტრალიასთან

LAS VEGAS, NV - JULY 12: Bradley Beal #4 and Kevin Durant #7 help up Jerami Grant #9 of the USA Men's National Team during the game against the Australia Men's National Team on July 12, 2021 at Michelob ULTRA Arena in Las Vegas, Nevada. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Ned Dishman/NBAE via Getty Images)

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები ნბა-ს სუპერ ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული, თუმცა გრეგ პოპოვიჩს გაწვრთნილი „DREAM TEAM” გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს.

„ოცნების გუნდმა“ მზადება დაიწყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, თუმცა სტარტი საკმაოდ მძიმე გამოდის. პირველ საგამოფენო შეხვედრაში ამერიკის სუპერ ნაკრები ნიგერიასთან დამარცხდა 87:90, დღეს გამთენიისას კი ავსტრალიასთან წააგო 83:91.

„DREAM TEAM”-მა შეხვედრა სუპერ ხუთეულით დაიწყო – ლილარდი, ბილი, გრანტი, დურანტი, გრინი.

პირველ მეოთხედში ა.შ.შ-ს ნაკრები ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე მეტოქე და საწყისი პერიოდი 27:24 მოიგო.

მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას „ოცნების გუნდმა“ 11 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და თითქოს აღარ უნდა ყოფილიყო თამშის მოგების პრობლემა, თუმცა როგორც წინა შეხვედრაში ნიგერიასთან, აქაც

გამოჩნდა რომ ნბა-ს ვარსკვლავები ოლიმპიადის მოსამზადებელ ეტაპს გადაღლილები შეხვდნენ.

null

ავსტრალიელებმა ამ ფაქტორით მშვენივრად ისარგებლეს და მესამე პერიოდი 32:18 მოიგეს. „მწვანე კონტინენტის“ წარმომადგენელთა შორის გაიბრწყინა პატ მილსმა, რომელმაც 22 ქულა ჩაუგდო ამერიკას( მოახდინა 6 სამქულიანის რეალიზება).

მეოთხე მეოთხედის განმავლობაში „DREAM TEAM” ცდილობდა შეემცირებინა მეტოქესთან ჩამორჩენა, თუმცა არ გამოსდიოდა.

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ჯერ დურანტმა ვერ ჩააგდო პერიმეტრიდან, შემდეგ ლილარდმა. -5-ზე ტეიტუმმა კუთხიდან „აირბოლი“ გაუშვა და ამით ყველაფერი დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებმა 1992 წლის შემდეგ მე-4 საგამოფენო მატჩი წააგო (54 გამარჯვება).

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული „DREAM TEAM”-მა უკანსკნელი 5 მატჩიდან 4 წააგო,ხოლო ავსტრალიასთან უკვე 2 მატჩიანი წაგებათა სერია აქვს (2109 წელს წააგეს საგამოფენო შეხვედრა 94:98).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *