ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღთ ადრე ამერიკის საკალათბურთო ნაკრებმა მორიგი დანაკლისი განიცადა – „ჩიკაგო ბულზის“ ვარსკვლავური უკანახაზელი ზაკ ლავინი კარანტინში გადავიდა – ინფორმაციას ავრცელებს ინსაიდერი შემს ჩარანია.
26 წლის კალათბურთელი ვერ შეძლებს Dream Team-თან ერთად ტოკიოში გამგზავრებას, თუმცა ამერიკის კალათბურთის ფედერაციაში იმედს არ კარგავენ, რომ ზაკი მოგვიანებით შეუერთდება ნაკრებს.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინში გადავიდა ჯერემი გრანტი. 16 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კელდონ ჯონსონი და ჯაველ მაკგი შეცვლიან ბრედლი ბილს და კევინ ლავს ოლიმპიურ გუნდში.
კვირას ესპანეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ლავინმა 22 წუთი გაატარა პარკეტზე (ამერიკამ მოიგო 83:76), დააგროვა 13 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემა. ზაკმა 8-დან 5 ბურთი ჩააგდო თამაშიდან (5-დან 3 პერიმეტრიდან).
ტოკიოს ოლიმპიადაზე(24 ივლისი-8 აგვისტო), ჯგუფურ ეტაპზე ამერიკელები საფრანგეთს, ირანს და ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.