„Dream Team“-ის სენსაციური მარცხი ნიგერიასთან

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებმა მზადება დაიწყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის. გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილმა „Dream Team“-მა პირველივე საგამოფენო შეხვედრა სენსაციურად წააგო ნიგერიის ნაკრებთან 87:90.

1992 წელს ამერიკელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საკალათბურთო ნაკრებში სტუდენტების ნაცვლად პროფესიონალი კალათბურთელები გამოეძახებინათ და საფუძველი ჩაუყარეს „ოცნების გუნდს“, რომელიც ნბა-ს ვარსკვლავებით იქნებოდა დაკომპლექტებული.

ნიგერიასთან მატჩის წინ,„Dream Team“-ს ისტორიულად 56 საგამოფენო შეხვედრა ქონდა ჩატარებული, საიდანაც მხოლოდ 2 ქონდა წაგებული, 54 კი მოგებული.
ა.შ.შ-ს ნაკრებმა 5 წლის წინ ნიგერია 43 ქულიანი სხვაობით დაამარცხა(110:66), 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე კი მეტოქე 83 ქულიანი სხვაობით გაანადგურა(156:73).

ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაში ამჟამად 7 კალათბურთელია ნბა-დან. მათ საკთარი სათამაშო მაღალი კლასი დაამტკიცეს, როგორც სამწამიანი ზონის დაცვისას, ასევე პერიმეტრიდან სროლისას, თუმცა როდესაც ა.შ.შ-ს ნაკრების სასტარტო ხუთეულში ნბა-ს 5 სუპერ ვარსკვლავი დგას, წესით ყველაფერს აზრი უნდა დაეკარგოს(ტეიტუმი, ლილარდი, დურანტი, ბილი და ადებაიო).

null

თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ „Dream Team“-მა 10 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (39:29), თუმცა ამ ფაქტმა ნიგერიელები ვერ დააბნია.

აფრიკულმა ნაკრებმა 42 სამქულიანიდან 20 ზუსტად მოათავსა მეტოქის კალათში. სტუმართა რიგებში გაიბრწყინა „მაიამი ჰიტის“ კალათბურთელმა გაბი ვინსენტმა, რომელმაც პერიმეტრიდან 8-ჯერ შეუტია და 6 ბურთი ჩააგდო (ჯამში 21 ქულა დააგროვა).

null

სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა კალებ აგადამ 17 ქულა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე და ნიგერიაც დამსახურებულად გალიდერდა მატჩში.

მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე „Dream Team“ მეტოქეს 80:88 ჩამორჩა. გრეგ პოპოვიჩმა უკანასკნელი წუთშესვენება აიღო და ბოლო დარიგეგები მისცა თავის კალათბურთელებს.
ამერიკელებმა 5:0 გაქცევა მოაწყვეს და უკანასკნელ წამებზე ორჯერ ქონდათ ანგარიშის გათანაბრების შანსი, თუმცა ორივე მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. საბოლოოდ ნიგერიამ 90:87 იმარჯვა და შოკში დატოვა სრულიად საკალათბურთო მსოფლიო.

„Dream Team“-ის რიგებში ლილარდი-დურანტი-ბილის სუპერ ტრიომ თამაშიდან 30-ჯერ ესროლა და მხოლოდ 9 ბურთი ჩააგდო.

კევინმა საწყისი 11 სროლიდან 9 ააცილა და მატჩი 17 ქულით დაასრულა, თამაშიდან ერთადერთი ბურთი ჩაგდო ბრედლი ბილმაც (7 მცდელობიდან), არ მუშაობდა დემიენ ლილარდის შორეული ტყორცნები.

ა.შ.შ-ს სუპერ ნაკრები ჯერჯერობით ნოკაუტშია – 1,2,3,4,5……გონგის ხმა! ნიგერიამ „Dream Team“ დააგდო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *