ლას ვეგასში, ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებმა საგამოფენო შეხვედრაში 108:80 გაანადგურა არგენტინის ნაკრები და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.
გრეგ პოპოვიჩს გაწვრთნილ „ოცნების გუნდს“ ზედიზედ ორი ამხანაგური შეხვედრა ქონდა წაგებული (87:90 ნიგერიასთან, 83:91 ავსტრალიასთან) და შეცდომების დაშვების უფლება პრაქტიკულად აღარ ქონდა.
ა.შ.შ-ს ნაკრებმა არგენტინასთან მატჩში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, როგორ შეტევაში, ასევე დაცავში და მეტოქეს „ერთი ამოსუნთქვით გადაურბინა“.
„დრიმ თიმს“ კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც პირველივე შეტევაში ზუსტად ჩააგდო ბურთი პერიმეტრიდან, „დურანტულამ“ საწყის მეოთხედში 8 უქლა დააგროვა, მატჩი კი 17 ქულით დაასრულა (თამაშიდან 9 ბურთი ესროლა,საიდანაც 6 ზუსტი იყო).
პოპოვიჩმა სათამაშო დრო გაუზარდა ბრედლი ბილს, რომელმაც 30 წუთი დაყო პარკეტზე. „ქილ ბილმა“ კი ეს ნდობა გაამართლა – „ვაშინგტონის“ უკანახაზელმა საწყისი 4 სროლა ზუსტად შეასრულა, საიდან 2 სამქულიანი იყო და მისმა კარგმა თამაშმა საფუძველი ჩაუყარა ა.შ.შ-ს ნაკრების ანგარიშში გაქცევას – 33:19. ბრედლიმ დურანტის მსგავსად, მატჩი 17 ქულით დაასრულა.
შეხვედრის მთავარი გმირი ზაკ ლავინი გახდა, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ტრავმირებული ჯეისონ ტეიტუმი ჩაანაცვლა. განსხვავებით თავისი თანაგუნდელებისა, ზაკმა და მისმა „ჩიკაგო ბულზმა“ პლეიოფები გამოტოვა, შესაბამისად უფრო დასვენებული შეხვდა ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ ციკლს.
ლავინმა 15 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მოუტანა „დრიმ თიმს“ და ყველაზე გამორჩეულიპერსონაჟი იყო მოედანზე.
არგენტინელთა რიგებიდან 41 წლის ლუის სკოლის აღნიშვნა შეიძლება. ვეტერანი კალათბურთელი არ ეგუება თავის ასაკს და განაგრძობს საკუთარი ნაკრების ლიდერობას. სკოლას ანგარიშზე 16 ქულა იყო.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არგენტინა ჯერჯერობით ძალიან მძიმედ გამოიყურება – 3 გამართული მატჩი და 3 მარცხი (84:87 არგენტინასთან, 71:94 ნიგერიასთან, 80:108 ა.შ.შ-სთან).
“Dream Team“ მოდევნო ამხანაგურ შეხვედრას შაბათ დილას, ავსტრალიის ნაკრებთან გამართავს და შეეცდება „ოზებთან“ დაასრულოს 2 მატჩიანი წაგებათა სერია.