Dream Team ოლიმპიადის ფინალშია

SAITAMA, JAPAN - AUGUST 05: Kevin Durant of the USA takes on the defence of Nic Kay of Australia during the Basketball semi final match between Australia and the USA on day thirteen of the Tokyo 2020 Olympic Games at Saitama Super Arena on August 05, 2021 in Saitama, Japan. (Photo by Bradley Kanaris/Getty Images)

ტოკიოს ოლიმპიადაზე გრძელდება საკალათბურთო ტურნირი. პირველ 1/2 ფინალში ერთმანეთს ა.შ.შ-ს და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
ამერიკელებს უკანასკნელი 2 ტესტ მატჩი წაგებული ქონდათ „ოზებთან“, რაც ინტრიგას უფრო ზრდიდა.

null

შეხვედრის სტარტი ავსტრალიას ბრწყინვალე გამოუვიდა – შეტევაშიც და დაცვაშიც ისინი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ.

ორმაგი დაცვა და სათამაშო ტემპის ხშირი ცვლილება ძალიან კარგად „მუშაობდა“ ამერიკელთა წინააღმდეგ.

ავსტრალია პირველი ტაიმის განმავლობაში 50%-იანი სიზუსტით ისროდა(26-დან 13) და დიდ შესვენებამდე 3 წუთით ადრე მათი ჰანდიკაპი უკვე 13 ქულას შეადგენდა – 44:31.

დარჩენილ მცირე დროში ნბა-ს ვარსკვლავთა ნაკრები გამოფხიზლდა, 11:1 გაქცევა მოაწყო და პირველი ტაიმი მხოლოდ 3 ქულით წააგო 42:45.

null

მესამე მეოთხედში პარკეტზე გაბრაზებული „დრიმ თიმი“ დაბრუნდა, რომელმაც უბრალოდ წალეკა მეტოქე.
„ოცნების გუნდის“ რიგებში ბრწყინავდნენ კევინ დურანტი და ჯრუ ჰოლიდეი. დევინ ბუკერმა 5 წუთის განმავლობაში 10 ქულა აიღო და ამერიკა მეტოქეს 32:10 გაექცა.

მეოთხე მეოთხედის წინ ა.შ.შ-ს ჰანდიკაპი +19-ს შეადგენდა, რამაც მატჩს ყველანაირი ინტრიგა დაუკარგა.

გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილმა გუნდმა იოლად მიიყვანა შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე 97:78 და ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის საუკეთსო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა და 9 მოხსნა გახლდათ. 20 ქულა დააგროვა დევინ ბუკერმა, სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა ჯრუ ჰოლიდეის – 11 ქულა+8 მოხსნა+8 პასი.

ავსტრალიელთა რიგებში საუკეთესო პატ მილსი გახლდათ, რომელმაც 15 ქულა დააგროვა, თუმცა უმეტესობა სწორედ მაშინ დააგროვა როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო(ამერიკელებთან მოგებულ წინა 2 შეხვედრაში ჯამში 55 ქულა ქონდა აღებული).

ოლიმპიადის ფინალში ა.შ.შ-ს ნაკრები სლოვენია/საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *