ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა გრანტ ჰილმა განაცხადა, რომ ნბა-ს 2021-22 წლების სეზონის დაწყებამდე ცნობილი გახდება, თუ ვინ იქნება Dream Team-ის ახალი მთავარი მწვრთნელი.
მოსალოდნელია რომ ამერიკის შეერთებული შტატების მამაკაცთა საკალათბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად ისეთი ადამიანი დაინიშნება, რომელიც ამჟამად NBA-ს ერთ-ერთ გუნდში მუშაობს და კარიერის განმავლობაში ასევე აქვს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის გამოცდილებაც.
2016 წელს ა.შ.შ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა მაიკ კჟიჟევსკიმ,რომელიც გრეგ პოპოვიჩმა ჩაანაცვლა. „პოპის“ გაწვრთნილმა Dream Team-მა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამარცხვინო, მე-7 ადგილი დაიკავა, 2 წლის შემდეგ კი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.