EA Games-მა Fifa 2022-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა

ერთ-ერთი პოპულარული და ყველაზე რეიტინგული სპორტული სიმულატორი გულშემატკივრებს მალე გაახარებს – EA Games-ის ინფორმაციით, თამაში 24 სექტემბერს გამოვა. პროგრამისტები და დეველოპერები ბოლო ხარვეზების და ბაგების გასწორებაზე მუშაობენ, თუ პროცესი დათქმულ დროში არ დასრულდა, შესაძლოა, გამოსვლის თარიღმა 1 ოქტომბრამდე გადაინაცვლოს.

თამაშში ახალი ტურნირები და ჩემპიონატები დაემატება, იქნება ახალი სახეები და მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებული სამსაჯო ბრიგადა. შეცვლილია მინდვრის საფარი და ის უფრო ახლოს არის რეალურ საფართან, ასევე სტადიონისა და გულშემატკივრის დეტალიზაცია უმაღლეს დონეზე იქნება აყვანილი. დამატებულია 30-მდე ახალი ბურთი, ბუცი და სხვა აქსესუარები, ვარცხნილობები და სახეები, ლოგოები, ანგარიშის დაფები და ა.შ.

თამაშების შემქმნელებმა, სპეციალური მოწყობილობებით და აპლიკაციებით, პოპულარული და ლიცენზირებული გუნდების ფეხბურთელების სახეების მაქსიმალურად რეალური ფოტორობოტები შექმნეს. შესაბამისად, თითოეული ამ გუნდის წარმომადგენელი თამაშში 100%-ით იდენტური ვიზუალით იქნება წარმოდგენილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *