F1-ის ლეგენდამ ლუის ჰამილტონს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა

ფორმულა 1-ის ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პილოტმა, ნელსონ პიკე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება 3-ჯერ მოახერხა, ლუის ჰამილტონს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

69 წლის ბრაზილიელმა, ჰამილტონი სიტყვა Neguinho-თი მოიხსენია, რომელიც რასობრივ ნიადაგზე შეურაცხმყოფელი სიტყვაა.

პიკემ ბრიტანელის მიმართ აღნიშნული სიტყვა, ერთ-ერთ პოდკასტში გამოიყენე, როდესაც გასულ სეზონს მიმოიხილავდა. მისი განცხადებით ლუის ჰამილტონმა ბრიტანეთის გრან პრიზე, ნიდერლანდელი მაქს ფერსტაპენი ტრასის მიღმა განზრახ მოისროლა, რის შემდეგადაც ახალგაზრდა პილოტმა 51G გადატვირთვა მიიღო და საავადმყოფოში აღმოჩნდა.

ნელსონ პიკეს ამ განცხადებას ფორმულა 1 ოფიციალურად გამოეხმაურა.

“დისკრიმინაციული ან რასისტული საუბრის მანერა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია და მას ჩვენს საზოგადოებაში არაფერი ესაქმება. ლუისი ჩვენი სპორტის საოცარი წარმომადგენელია და პატივისცემას იმსახურებს. მისი დაუღალავი შრომა და ძალისმევა, ბევრისთვის გაკვეთილს უნდა წარმოადგენდეს.” – ვკითხულობთ F1-ის გამოქვეყნებულ წერილში.

Leave a comment

Your email address will not be published.