ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდიდან პრემიერლიგის რვა გუნდი გავარდა. ტურნირს ევერტონი, კრისტალ პალასი, ბორნმუთი, ნოტინგემ ფორესტი, ბრენტფორდი, ნიუკასლი, ასტონ ვილა და ჩელსი გამოეთიშნენ.
ასეთი რამ 2007-08 სეზონის შემდეგ აღარ მომხდარა. მაშინ ამ ეტაპზე შეჯიბრს ქვეყნის უმაღლესი ლიგის 9 წარმომადგენელი გამოაკლდა.
8 დეკემბერს ასტინ ვილამ მე-4 დივიზიონის სტივენეიჯთან წააგო (1:2), ჩელსი კი მანჩესტერ სიტისთან 0:4 დამარცხდა.
9 იანვარს არსენალი ოქსფორდ იუნაიტედს შეხვდება. ასევე გადათამაშდება ორი მატჩი: ლივერპული – ვულვერჰემპტონი (2:2) და ლიდსი – კარდიფ სიტი (2:2).