Fight Week-მა მერაბ დვალიშვილის ქამბექი წლის საუკეთესო ქამბექად დაასახელა

UFC 266-ზე, მერაბ დვალიშვილისა და მარლონ მორაესის დაპირისპირება წლის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და შთამბეჭდავი ორთაბრძოლა იყო. პირველი რაუნდში მორაესმა ქართველი მებრძოლი ორჯერ დაანოკდაუნა, თუმცა მერაბმა იმ რაუნდშივე შეძლო ძალების აღდგენა და დომინაციის მოპოვება. საბოლოოდ, დვალიშვილმა გამარჯვება მეორე რაუნდში, ასზე მეტი უპასუხო დარტყმის შედეგად, ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა. ეს ქამბექი ბუნებრივია ყურადღებისა და აღიარების გარეშე არ დარჩა. UFC-მ ის წლის საუკეთესო ქამბექის ნომინაციებშიც კი შეიყვანა.

ხოლო ცნობილმა გადაცემამ Fight Week, რომელიც უმსხვილეს ბრიტანულ ტელევიზიას, BT Sport-ს ეკუთვნის, მერაბის ქამბექი 2021 წლის საუკეთესო ქამბექად დაასახელა.

“ეს მართლაც საოცარი ბრძოლა იყო. ამ ბრძოლას სახლიდან ვუყურებდი, მერაბი მართლაც უმაგრესი ადამიანია. როცა დანოკდაუნდა, ვყვიროდი – გააჩერეთ ბრძოლა, ის უკვე ნოკდაუნშიათქო, თუმცა მერაბმა შეუძლებელი შეძლო. მსაჯი იქვე იყო და სიტუაციას უკეთ აკონტროლებდა, მას სჯეროდა რომ მერაბს ჰქონდა ძალა დარჩენილი დასაბრუნებლად და ასეც მოხდა, მიხარია რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თორემ დღეს ამაზე ვერ ვილაპარაკებდით. მართლაც სენსაციური დაბრუნება იყო.” – აღნიშნა გადაცემის თანაწამყვანმა და UFC-ს საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა მაიკ ბისპინგმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *