France Football-მა წლის საუკეთესო მეკარედ ჯიჯი დონარუმა დაასახელა

პარიზში მიმდინარე დაჯილდოვების ცერემონიალზე, France Football-ის ვერსიით წლის საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი დონარუმა იქნა დასახელებული.

დონარუმას საუკეთესოობა ლოგიკური იყო, რადგან პსჟ-ს მეკარემ ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ევროპირველობის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

22 წლის მეკარემ წლის პირველი ნახევარი მილანში გაატარა, ზაფხულში კი პსჟ-ს შეუერთდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *