16 ივლისს, 21:00-ზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში პირველი მაშტაბური მუშტი-კრივის ტურნირი გაიმართება. მუშტი-კრივი, იგივე შიშველი მუშტებით ორთაბრძოლა ბოლო პერიოდში საკმაოდ სწრაფად მზრდადი სპორტის სახეობაა. ცნობილმა ქართველმა MMA-ს მებრძოლმა გიგა კუხალაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა დაახლოებით 1 თვის წინ დაანონისეს მუშტი-კრივის ორგანიზციის შექმნა და უკვე პირველ დიდ ღონისძიებასაც გვთავაზობენ.
დღეს გაიმართა ბრძოლის წინა პრესკონფერენცია სადაც ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს მოახლოვებულ ბრძოლებზე. განსაკუთრებით დიდია ინტერეს მთავარი ბრძოლის მიმართ, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგში გიორგი ქიმაძე და პროფესიონალი MMA-ს მებრძოლი, გენადი ჟორჟოლიანი დაუპირისპირდებიან. მათ გარდა კიდევ 9 წყვილის ორთაბრძოლა გაიმართება, ხოლო დამატებით 2 ბრძოლაზე ამ დრომდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
იხილეთ ვრცლად აღნიშნული ღონისძიების შესახებ: