Game 7 BABY, Game 7

„ფილადელფიამ“ ძალების სრული კონცენტრირება მოახდინა, სტუმრად 104:99 დაამარცხა „ატლანტა“ და საპლეიოფო სერიაში ანგარიში 3:3 გახადა.

შეხვედრის სტარტი უკეთესი მასპინძლებს გამოუვიდათ – ტრე იანგი და მისი თანაგუნდელები თავიდანვე დაწინაურდნენ და მეორე მეოთხედში მათი უპირატესობა 8 ქულასაც შეადგენდა.

„ფილადელფია“ ნელ-ნელა გამოფხიზლდა – ჯოელ ემბიდი სამწამიან ზონაში დომინირებდა, ტობაიას ჰარისმა საშუალო დისტანციებიდან დაბომბა მეტოქის კალათი, სეტ კარიმ კი პერიმეტრიდან.

მესამე მეოთხედი „76-ერსმა“ 33:25 მოიგო და უკანასკნელი პერიოდის წინ 4 ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა 80:76.

null

დაძაბულობამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც ჯონ კოლინზმა „თავზე გადაატენა“ ბურთი კამერუნელ ემბიდს და მეტოქე დააპოსტერა.

„ბიგ მენებს“ შორის დაპირისპირება ამით არ დასრულებულა – მალევე ჯოელმა „გადაუარა“ მეტოქეს სამწამიან ზონაში და თითქოს „ენდ ვანით“ ჩააგდო ბურთი, თუმცა მსაჯებმა შეტევაში ფოლი დაუსტვინეს.

ჯონმა და ჯოელმა ჯერ პარკეტზე მწოლიარეებმა ურტყეს ერთმანეთს ფეხები, შემდეგ დიდი გაწევ-გამოწევაც გაჩაღდა, რომელიც მსაჯებმა ტექნიკური ფოლებით ჩაახშეს.

მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე STATE FARM ARENA-ზე დენი გამოირთო, ელექტრო ენერგიის პრობლემა მალე მოგვარდა, თუმცა ამით „ატლანტას“ არ ეშველა. ჯოელ ემბიდმა უკანასკნელ წუთზე ჯერ მეტოქის ფარზე მოხსნა ბურთი და კალათში ჩააბრუნა, შემდეგ კი უკვე დაცვაში ითამაშა ბრწყინვალედ.

კევინ ჰუერტერმა პერიმეტრიდან მორიგი სროლა გააფუჭა და ამით შეხვედრაც დასრულდა – „ფილადელფიამ“ სერიაში ანგარიში ისევ გაათანაბრა (3:3), საკუთარი მოედნის უპირატესობა დაიბრუნა და მეშვიდე გადამწყვეტ მატჩში თვითონ იქნება მასპინძელი(21 ივნისი, დილის 4 საათი).

“ფილადელფიას” რიგებში 24-24 ქულა ქონდათ ტობაიას ჰარისს და სეტ კარის, მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა ჯოელ ემბიდმა 22 ქულა+13 მოხსნა, სათადარიგოთა სკამიდან დიდი დახმარება გაუწია გუნდს ტაირის მაქსიმ 16 ქულით.

„ატლანტადან“ გამორჩეული ამჯერადაც ტრე იანგი იყო, ვარსკვლავი გამთამაშებლის ანგარიშზე 34 ქულა, 4 მოხსნა და 12 პასი იყო. 16 ქულა დააგროვა დანილო გალინარიმ, 17 ჰუერტერმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *