უმაღლესი დონე – საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა – 1:0 [ვიდეო]

საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები ერთმანეთს როცა ხვდებიან, ეს უკვე უმაღლესი დონის ფეხბურთის გარანტიაა.

 

გუნდებმა მატჩის წინ რა დაგეგმეს, სტარტზევე გამოჩნდა. ბუნდესმანშაფტს ბურთი ჰქონდა, საფრანგეთი კი ფონს გასვლას კონტრ-შეტევებზე ცდილობდა. პირველ ნახევარში, გერმანიას ორი კარგი სტანდარტი ჰქონდა, თუმცა კარში დარტყმა ვერ მოახერხა. რაც შეეხება საფრანგეთს,  სახიფათოდ ჯერ მბაპე ურტყამდა, მე-20 წუთზე კი ჰუმელსმა ერნანდესის ჩაწოდებული საკუთარ კარში ჩაჭრა.

 

მეორე ნახევარში გერმანიამ ზეწოლა გააძლიერა, რის გამოც საფრანგეთს სივრცეები მიეცა. ჯერ გიუნდოგანი, შემდეგ კი გნაბრი ძალიან სახიფათო პოზიციებიდან ურტყამდნენ, თუმცა ორივეს მიზანმა უმტყუნა. რაც შეეხება საფრანგეთს, რაბიომ ბურთი ძელს გაარტყა. სათქმელია, რომ თამაშგარის გამო “მამლებს” ორი გოლი არ ჩაუთვალეს…

 

საბოლოო ანგარიში: საფრანგეთი 1:0 გერმანია

 

შემდეგ ტურში, გერმანია პორტუგალიას დაუპირისპირდება, საფრანგეთი კი უნგრეთს…

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *