“Gigakick-ს გაუნეიტრალებ და ის დასარტყამი ტომარა ხდება” – ვოლკანოვსკი გიგაზე

მოგეხსენებათ, გასულ კვირას, გიგა ჭიკაძის მეორე მეინ ივენთი, კელვინ კატარის წინააღმდეგ, ქართველისთვის წარუმეატებლად დასრულდა. ბოსტონელმა მებრძოლმა ჭიკაძეს 5 რაუნდიანი ომის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო.

ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რომელასაც მაქს ჰოლოვეისთან ტიტული უნდა დაეცვა, მეტოქის გარეშე დარჩა. ვოლკანოვსკი ბევრმა კონტენდერმა გამოიწვია, მათ შორის იყო გიგა ჭიკაძეც. ვოლკანოვსკიმ მოწინააღმდეგედ კორეელი ზომბი აირჩია, რასაც გიგას უკმაყოფილება მოყვა – ქართველმა მებრძოლმა ვოლკანოვსკის გადაწყვეტილებას ყველაზე მარტივი გამოსავალი უწოდა.

გიგას მარცხის შემდეგ, არიელ ჰელვანის გადაცემაში, ვოლკანოვსკიმ გიგაზე და მასთან ინტერაქციაზე ისაუბრა:

“მესმის, თრეშ თოქი ამ ბიზნესის ნაწილია, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს. მის მიერ ჩემი გამოწვევა შეურაცხმყოფელი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თავად კატარისთვისაც. შენ მეტოქედ გყავს ტოპ კონტენდერი, რომელსაც დღე-დღეზე უნდა ებრძოლო, გიგა კი ისე იქცეოდა, თითქოს მან კატარი უკვე გაიარა. ასანამ საუბარს დაიწყებდა, ჯერ უნდა მოეგო პირველ რიგში, ამასთან ერთად, რა გარანტია ქონდა რომ ბრძოლას ტრავმის გარეშე ჩაატარებდა – ჩემი სატიტულო დაპირისპირება ხომ საკმაოდ მალეა ჩანიშნული. მე მქონდა გიგასთან საუბარი, ის ცუდი ადამიანი არ არის. ვუთხარი, რომ გაეგრძელებინა რასაც აეკთებდა და ცვენ საბოლოოდ დავუპირისპირდებოდით ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ დაიწყო მან ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ყველას გაგვირკვირდა მისი გამოწვევა, როცა სხვა ბრძოლა კარს ჰქონდა მომდგარი. ზომბის რეაქციაც ბრძოლის შემდეგ ამან გამოიწვია. როცა მსგავს თამაშს მიჰყვები, კრიტიკისთვის მზად უნდა იყო.”

“რაც შეეხება ბრძოლას, კატარმა მართლაც გამაოცა. იგი სულ სხვა გეგმით გამოვიდა, გააუმჯობესა საკუთარი თავი, მრავალფეროვანი იყო. ამას არც გიგა ელოდა. რაც აუციელბლად უნდა აღნიშნოს ის არის, რომ ორივე მათგანი დაიღალა. კატარმა მოიგო, თუმცა ბოლოს იგი ძალიან შენელდა, ეს კი პრობლემაა კონტენდერებისთვის, რადგან ხომ იცით, მე არასდროს ვნელდები. გიგამ აღარ იცოდა რა ექნა, თუ გაუნეიტრალებ მას Gigakick-ს, იგი უბრალოდ დასარტყამი ტომარა ხდება. სანამ მე გამომიწვევდა, ჯერ ჩემამდე სხვა ტოპ მებრძოლები უნდა გაეარა. როცა კონტენდერი ამას აკეთებს, იგი ჩნდება რა დონეზეა, არის თუ არა მზად ჩემპიონისთვის. აქ კი გამოჩნდა, რომ მე ბევრ კრიტერიუმში ჩამომივარდება, იგი ჩემს დონეზე არ არის. მოიგოს კიდევ რამდენიმე ჩხუბი და მის სახელს ყველა იყვირებს, ახლაც უამრავი ყვირის, რაც ვფიქრობ ჯერ არ დაუმსახურებია. ამის შემდეგ მართლაც შევებრძოლები, ახალი სისხლი საინტერესოა.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *