Il Mattino – სპალეტი კვარას ფსიქოლოგიურად ამზადებს

იტალიაში დიდი მატჩი გველოდება – ნაპოლი იუვენტუსს მიიღებს. სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ეს ორი გუნდი ერთმანეთს ყოველთვის მტრობდა, ახლა კი საჩემპიონო ინტრიგაც დაემატა – პარტენოპეი პირველია, მეორეზე – ვეკია სინიორაა.

2023 წელი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ისეთივე შედეგიანად ვერ დაიწყო, როგორც დებიუტი. მიუხედავად ამისა, სპალეტი მასზე აღმატებით ხარისხში საუბრობს და სამპდორიასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ხვიჩამ დიდებულად ითამაშა.

როგორც Il Mattino წერს, სპალეტი, რამდენიმე საათში, კვარაცხელიასთან ინდივიდუალურ საუბარს გეგმავს – მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფეხბურთელის პრობლემა არა ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიოლოგიურიც იყოს.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ისეთი ფეხბურთელები, როგორიც კვარაა, როდესაც საუკეთესო ფორმაში არ არიან, ნორმალურ ფეხბურთს მაინც თამაშობენ. შეიძლება ხვიჩა არ ბრწყინავს, მაგრამ სასტარტოში მაინც ის იქნება. გადაწყვეტილება მიღებულია…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *