რომას მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ჟოზე მოურინიომ ორი ფორვადი გამოყო: ბენზემა და კეინი
“ბენზემას გამო, საფრანგეთის წარუმატებლობა მეწყინა. ვფიქრობ, მას ოქროს ბურთის მოგების შანსი ჰქონდა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და, დიდი წნეხის მიუხედავად, ძალიან კარგად ითამაშა.
როდესაც ტოტენჰემში ვმუშაობდი, ხანდახან კეინს სხვა ფორვარდებს ვადარებდი. ყოველთვის ბენზემას ვახსენებდი, რადგან გუნდისთვის ორივე ბევრს აკეთებს, ისინი ნამდვილი ფეხბურთელები არიან.
დანარჩენებზე რა შემიძლია ვთქვა?! თუ გოლს არ გაიტანენ, არაფერს წარმოადგენენ. ისინი, უბრალოდ, მეგოლეები არიან, ის ორი კი – ფეხბურთელები,” – თქვა განსაკუთრებულმა.