პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ L`Equipe-მა საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლური გუნდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ თერთმეტეულში მესი, მბაპე და ნეიმარი ვერ მოხვდნენ.
სიმბოლური გუნდი შემდეგნაირია:
ლოპესი (ლიონი); ტრაორე (რენი), მარკინიოსი (პსჟ), ნიამი (სტრასბურგი), მელინგი (რენი); გაიე (პსჟ), გასტიენი (კლერმონი), ფოფანა (ლენსი); სავანე (მონპელიე), პაიე (მარსელი), ტერიე (რენი).
ლიგა 1-ს 18 ტურის შემდეგ 46 ქულით პსჟ ლიდერობს. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი უახლოეს მდევარ ნიცას 13 ქულით უსწრებს.