ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ (ეკიპმა) 2021 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ ლეო მესი სიაში არაა, არადა, არგენტინელმა ხომ ოქროს ბურთი მოიგო. სავარაუდოდ, France Football-ს მიუთითეს ამით, რომ მკვეთრად განსხვავებული აზრი აქვთ…
არც მესია, არც კრიშტიანუ რონალდუ. 11 კაცში პსჟ-ის სამი ფეხბურთელი მოხვდა.
აი, სიმბოლური: ედუარ მენდი – ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, რუბენ დიაში, მარკინიოსი, თეო ერნანდესი – ჟორჟინიო, ნგოლო კანტე – კევინ დე ბრუინი, მოჰამედ სალაჰი – კარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი.
როგორც ჩანს, L’Equipe ევროპის ჩემპიონატზე მაღლა სხვა ტურნირებს აყენებს. იტალიელი მხოლოდ ჟორჟინიოა.