მოდრიჩი: “ბრძოლისთვის მზად ვართ!”

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის ერთერთი მთავარი თამაში ინგლისი – ხორვატიაა. “სამი ლომი” არა მხოლოდ ამ მატჩის, არამედ ტურნირის ერთერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა. ასეთი რთული მეტოქის მიუხედავად, ლუკა მოდრიჩი ბრძოლისთვის მზადაა. სხვაგვარად როგორ შეიძლება?! ის ხომ ოქროს ბურთის მფლობელია…

“ძნელია სიტყვებით გადმოსცე, ხორვატიის ნაკრებისთვის თამაში რას ნიშნავს. ეს მხოლოდ პატივი არ არის, ეს მოვალეობაცაა. ეს დიდი ტურნირია და ვიცით სამშობლოში მას როგორ ელოდებიან. ჩვენი ძალების გვჯერა და წინ ვიყურებით. იმედი მაქვს, პოტენციალს სრულად გამოვავლენთ.

ინგლისი საკუთარი მაყურებლების წინ ითამაშებს, ეს ტურინირის სტარტია და მარტივი არაფერი იქნება. ყველაფრის მიუხედავად, ბრძოლისთვის მზად ვართ! გასულ კვირას ბევრი ვიშრომეთ და კარგად მოვემზადეთ,” – თქვა მოდრიჩმა

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *